ატლეტიკოს ბოლო თამაში 3 იანვარს ჰქონდა, რეალს კი - 4-შI, რაც ერთით მეტ დასვენების დღეს ნიშნავს. მძიმე ფიზიკური ორთაბრძოლების წინ კი ამას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, თურანსა და მანჯუკიჩთან ერთად სიმეონე სავარაუდოდ ტიაგოსაც დაასვენებს, გაბის კი მარიო სუარესი შეუწყვილდება.
ატლეტიკოს დაცვის გარღვევა ნებისმიერი შეტევისთვის თავის ტკივილია, რაც გუნდების ბოლო დაპირისპირებაშიც გამოჩნდა, როცა რეალი უბრალოდ ბურთს დაათრევდა ერთი ფლანგიდან მეორემდე და უპირატესობის გამოყენებას ვერ ახერხებდა. ატლეტიკოს ორი ოთხეულის (http://img.bleacherreport.net/img/article/media_slots/photos/001/907/049/b3a0f03814dbb2e7c018f176267e4677_crop_exact.jpg?w=650&h=432&q=85) გარღვევა ვერ შეძლო ვერც ტურინულმა გუნდმა და ჯერ კიდევ 76-ე წუთისთვის დანებდა, შეურიგდა და ნულოვან ანგარიშს. დაცვის გასარღვევად აუცილებელი იქნება რომელიმე ცენტრალური ნახევარმცველის ბრწყინვალე თამაში (და როგორ მიხარია, რომ ვერც დი მარია და ვერც მოდრიჩი ვერ ითამაშებენ) და რონალდოს მუდმივი წნეხი ცენტრალურ დაცვაზე. იმ შემთხვევაში, თუ წინა შეხვედრის მსგავსად, ჩაწოდებებიღა დარჩება მათ ერთადერთ იარაღად, მაშინ აუცილებელია ორი თავდამსხმელის გარდა (ბენზემა, კრისტიანო) მინიმუმ ორი ფეხბურთელის საჯარიმოში ყოფნა, რათა დიეგო გოდინს მცირე თავის ტკივილი მაინც გაუჩნდეს.
მიუხედავად იმისა, თუ ვინ იდგება რეალის დაცვაში, ისინი არასოდეს გრძNობენ თავს კომფორტულად საჯარიმოში ჩაწოდებული ბუთის დაცვისას. მანჯუკიჩსა და გრიზმანს უკვე დახვეწილი აქვთ თავით თამაში (გრიზმანის სიმაღლე სულ 1.76-ია, არადა უკვე 3 გოლი გაიტანა ლა ლიგაში. ამაზე უკეთესი შედეგი არავის აქვს), გოდინსა და სხვა მცველებს კი იოლად შეუძლიათ მათთვის დახმარების გაწევა. ჯამში ატლეტიკოს მინიმუმ 6 ფეხბურთელი წარმოადგენს საჰაერო საფრთხეს. ღია თამაშიდან ყველაზე სახიფათო კი არდა თურანი იქნებოდა, თუმცა მის ადგილს სავარაუდოდ გრიზმანი დაიკავებს. ვნახოთ, თუ როგორ შეძლებს ის თურქის ფუნქციების შესრულებას.
და ბოლო საინტერესო ფაქტი: რონალდოს ატლეტიკოსთან ბოლო 5 დაპირისპირებაში 4 გოლი აქვს გატანილი, თუმცა 3 პენალტის ნიშნულიდან. ბოლოს ღია თამაშიდან ატლეტიკოს მან 1 წლის წინ კალდერონზე გაუტანა და ქულა გადაურჩინა. ეს გოლი ერთადერთი თამაშიდან გატანილი ბურთია ატლეტიკოსთან დაპირისპირებაში უკანასკნელი 8 თამაშის განმავლობაში. ბოლო დაპირისპირებაში მან პენალტი კი გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიკეირას თანაგუნდელები წამოეხმარნენ, მისმა თამაშმა სიმწვავე დაკარგა.
ახლა გადავამოწმე და არ შეუყვანია ანსალდი განაცხადში, ასე რომ ისევ სიკეირა იდგება და იმედია უაზრო ვარდნებს არ გააკეთებს
არც მირანდაა, იმედია ტრანსფერის სიახლოვის და არა ტრავმის ინტენსივობის გამო

კიდევ ერთI სიახლე: პრესკონფერენციაზე ჩოლომ დაადასტურა, რომ ტორესი დაიწყებს ცენტრფორვარდად თამაშს, მაგრამ ამაზე საინტერესო იყო ბოლო რეპლიკა, რომლის მიხედვითაც "Oblak will play"

ამაზე უკეთესი შანსი თავის გამოსაჩენად აღარ მოგეცემა იან. აბა შენ იცი
Henyd0r1