სამი საათიღა დარჩენილა, კიდევ კარგი გამახსენდა

ბარსასთან თამაშზე არაფრის დაწერა არაა საჭირო, წარსულია უკვე. დღევანდელი მატჩის უმოკლესი პრევიუ

-
https://pbs.twimg.com/media/B7Zl-UhCMAATMcr.jpg:largeმანჯუკიჩს ციებ-ცხელაება ჭირს და საეჭვოა თამაშისთვის, ალბათ ტორესი დაიწყებს ისევ
რეალმა სპეციალურად ამ თამაშისთვის დაწია ბილეთის ფასი და მიიღO კიდეც შედეგი - ყველა ბილეთი გაყიდულია. თUმცა ჩოლო ამბობს, რომ ეს მისი გუნდის თამაშზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. კონტრშეტევებისა და ორმხრივი თამაშის მოლოდინი აქვს.
სავარაუდო რეალი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კროოსი ისკო ხამესი, რონალდო ბენზემა ბეილი. ისკო ეცდება დიმარიას როლის შესრულებას და ბეილი ამჯერად ფლანგზე იდგება და არა წინ. რონალდო გადაიწევს ხოლმე ბენზემასკენ, რაც 4-3-3-დან 4-4-2-ზე გადაიყვანს შემადგენლობას, თUმცა ეცდება ეს ისე არ გააკეთოს, როგორც პიველ მატჩში - ბენზემას გამოთიშვით
უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ სიკეირასაც და ანსალდისაც ტრავმა აქვთ

ამიტომ ან ლუკასი უნდა დააყენოს ან გამესი. იმედია პირველს ენდობა. ჩვენ ასის ცნობით გაბის დავასვენებთ, მირანდათი ჩავანაცვლებთ ხიმენესს, კოკე კი თავიდანვე დაიწყებს. მეკარეები ორივე გუნდისთვის იგივე დარჩება.
ბოლო 63-დან სულ 7 თამაში გვაქვს წაგებული 3-ბურთიანი სხვაობით და ამ შვიდიდანაც ორი 3-1 ანგარიშით, რომელიც დღეს ჩვენ გვაწყობს
ბოლო 5-დან 4 თამაშში გავუტანეთ რეალს სტანდარტულიდან და ლა ლიგას ვლიდერობთ სტანდარტული მდგომარეობიდან გატანილი 19 გოლით, იმედია დღესაც გავაგრძელებთ ტრადიციას
U20-დანაც კარგი ამბებია, ანხელ კორეამ წამოიმხო იქაურობა, არ ველოდებოდით ტყუილად გამოჯანმრთელებას, იმედია უფრო და უფრო გამოგვადგება <3