გრიზმანს ძალიან ყვარებია ტვიტერი

ჯერ დატვიტა, დიდ თავდაჯერებას გვმატებს დერბიში გამარჯვებაო, წეღან - ოლიმპიაკოსთან რთული თამაში იქნებაო
მოია კი საშინელი ყოფილა პენალტების აღებაში, წინა წელს ტრავმაც მიუღია, ვალენსია-ხეტაფეში გასაგიჟებელი სტატისტიკა არ ჰქონია (ვალენსიაში საერთოდ ბებერი სესარ სანჩესიც ვერ ჩაანაცვლა, ამის გამო იყიდეს დიეგო ალვეში, როცა გუაიტაც ჰყავდათ), მოკლედ ძალიან უცნაურია, რომ ასე კარგად თამაშობს ჩვენთან
ვინ არის ნეტა ჩვენი მეკარეების მწვრთნელი

რა ბურთები აიღო
http://s3.amazonaws.com/br-cdn/temp_images....gif?1410763691http://s3.amazonaws.com/br-cdn/temp_images....gif?1410763833http://s3.amazonaws.com/br-cdn/temp_images....gif?1410764175http://s3.amazonaws.com/br-cdn/temp_images....gif?1410763972მოია-ობლაკის თემას კირკლენდ-დუდეკისას ადარებენ, როცა ბებერმა, მაგრამ უკეთესმა მეკარემ 'დაჩაგრა' ახალგაზრდა და პოტენციალის მქონე მეკარე. კირკლენდს ერთ დროს ნაკრების მომავალ N1-ად განიხილავდნენ, მაგრამ სათამაშო დროის უქონლობამ და ტრავმებმა ის ქნა, რომ ახლა ჩემპიონშიპის სათადარიგო მეკარეა
იმედია ობლაკს შანსი მიეცემა და გამოიყენებს კიდეც. პრესტიჟის ამბავია ბოლოს და ბოლოს, პრიმერას ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.
რაც შეეხება
ჩემპიონთა ლიგასა და ოლიმპიაკოსს, ჩვენი განაცხადი ხვალისთვის უკვე ცნობილია
Goalkeepers - Miguel Angel Moyá, Jan Oblak.
Defenders – Juanfran Torres, Jesús Gámez, Joao Miranda, Diego Godín, José María Giménez, Guilherme Siqueira, Cristian Ansaldi.
Midfielders – Tiago Mendes, Gabi Fernández, Mario Suárez, Raúl García, Arda Turan, Saúl Ñíguez, Koke Resurrección, Alessio Cerci.
Forwards – Antoine Griezmann, Raúl Jiménez, Mario Mandzukic.
ანუ - ყველა

ოლიმპიაკოსს ერთადერთხელ გადავყრივართ, 92-93 წლების თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში, როცა ათენში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა, შინ კი 4:2 გავიმარჯვეთ. ჩვენს რიგებში მაშინ ლუის გარსია და ბერნდ შუსტერი თამაშობდნენ. ჩვენს ამჟამინდელ მიღწევებზე აღარ დავწერ, ბერძნებმა კი წელს ზედიზედ მეოთხედ მოიგეს ქვეყნის სუპერთასი. წინა წელს მერვედფინალსაც უწიეს, მაგრამ მანჩესტერმა მერე 3-0 დაიფრინა. მიუხედავად ამისა, სახლში ოთხიდან არცერთი თამაში არ წაუგიათ, ამ წელს კი 16/17 მოგება აქვთ სახლში. ესპანურ გუნდებთან ბოლო 6 თამაშიდან 5 წაგება და 1 ფრე აქვთ, ბოლო გამარჯვებას კი 05-06 სეზონში მიაღწიეს, როცა ჯგუფში რეალი დაამარცხეს 2:1 რივალდოს (

) გვიანი გოლით. იმათი მწვრთნელი მიჩელი რეალის მოთამაშე და მერე ხეტაფესა და სევილიას მწვრთნელი იყო, ჩვენთან არ აქვს ცუდი შედეგი. სამაგიეროდ სიმეონეს მაგისი საბერძნეთი ჰყავს შორეულ 1994-ში დამარცხებული მსოფლიოზე

იმათი ბოტია ჩვენი აღზრდილია, ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი კი აფელაი/აბიდალი. მანიატისი ჰყავთ დამტვრეული.
ჩვენ ლიგაში 78 თამაშიდან 40 გვაქვს მოგებული და მხოლოდ 18 წაგებული, წელს ბოლო 5 თამაშია დაუმარცხებელი ვართ, წინა წელს კი მთელი ლიგა წაუგებლად ვიასპარეზეთ.
საინტერესო თამაში იქნება. იმათ მწვრთნელი ჰო ესპანეთში ნათამაშებ-ნამწვრთნელები მიჩელი ყავთ, აბიდალს, აფელაის, ალეხანდრო დომინგესს, ფუსტერსა და ბოტიასაც ესპანეთში აქვთ ნათამაშები, თან თავით ისინიც კარგად თამაშობენ და 2 გოლი გაიტანეს უკვე კუთხურიდან. 4-2-3-1 არის მათი სათამაშო სქემა და ჩვენსავით კონტრშეტევები უყვართ ძალიან
მოკლედ ვნახოთ