სიკეირა მილანს მოუნდა და 5 მილიონს ჩამოდიან

სებოლას პარმაში ვუშვებდით, მაგრამ თვითონ დაიწუნა - გავარდებიან მალეო. ახლა ან ბეშიქთაშში, ან გალათასარაიში წავა. წასვლის ამბავი კი გადაწყვეტილია, რაკი კანი მოვიყვანეთ
გუარდიოლამ ინტერვიუში თქვა ტორესი ატლეტიკოსთვის იდეალური ფეხბურთელიაო
რონალდომ აღიარა ატლეტიკოსთან ცუდი თამაში - უცხოპლანეტელი არ ვარ, სულ კარგად ვითამაშოო. სტილიც დაგვიწუნა - დაცვით ფეხბურთს თამაშობენ და არამიმზიდველიაო. აბა რა, ბოლო 8 მატჩში სულ მეორე გაიტანა ღია თამაშიდან და ახლაც 2:2 გახადა ანგარიში

თუმცა 5 პენალტიც აქვს ამ მატჩებში გატანილი

სამაგიეროდ გარი ნევილმა შეგვადარა ფერგის ეშმაკებს და ნეტავი ახდეს, ნეტა სიმეონე გახდეს ჩვენი წითელცხვირა

კიდევ უფრო აქტიურად დაიწერა, რომ სირცხვილი იყო სიმეონეს მესამე ადგილზე გასვლა ფიფას რეიტინგში (ნუ ფეხბურთელებზე კამათსაც არ აქვს აზრი) = წელიწადის განმავლობაში 3 ტურნირიდან ჩვენ გამოვთიშეთ, ერთიდან იმათ, ლიგის ფინალი კი არათუ ანჩელოტის არ მოუგია, პირიქით, მისი ტაქტიკის უსუსურობა უფრო დააჰაილაითაო. რამოსმა, ატლეტიკოს ტრავმებმა და იღბალმა მოიგო ეგ თამაში და ამის გამო ანჩელოტის სიმეონეზე მეტი ხმა არ უნდა მიეღოო. ბოლო 3 წლის განმავლობაში რეალსა და ბარსელონას 17-ჯერ შევხვდით და აქედან სულ 4-ჯერ დავმარცხდით, ისიც 2 კოპას მეოთხედფინალში ნახევრად მეორე შემადგენლობით, სიმეონე ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მენეჯერია.
იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს გუნდების ჩამონათვალში ყველაზე მეტი ფინანსური მოგებით მე-20 ადგილს ვიკავეBთ და გალათასარაი, ჰამბურგი, ტოტენჰემი და შალკე გვისწრებენ

რეალის წლიური შემოსავალი 630 მილიონი ევროა, ბარსელონასი - 560, ჩვენი - სულ 120

ფიფპროს 23-კაციან სიაში რეალს და ბაიერნს 6-6 კაცი ჰყავდათ, ბარსას 4, ჩელსის - 3, ჩვენ - არცერთი. 51-კაციან სიაშიც კი მხოლოდ გოდინი შევიდა, მეტი არავინ. ეს არის ნამდვილი მწვრთნელობა - ტალანტის უკანასკნელი წვეთების გამოწურვაც იმ შემადგენლობიდან, რაც გყავს და მათგან ისეთი გუნდის შეკვრა, რომლის ზღვარიც არავინ იცის, სად გადის.
მიმაგრებული სურათი