მარიო სუარესმა დარჩენა გადაწყვიტაო წერენ
დელუატმა გამოაქვეყნა შემოსავლების რეიტინგი, სადაც პლს გუნდები ძალიან დომინირებენ. 40 ტოპ გუნდში ოცივე მოხვდა, ტოპ 20-ში კი რვა გუნდმა შეაღწია. თაგ: LFPს ბოსები
ჩვენმა შემოსავალმა 170 მილიონი შეადგინა (როცა სიტყვაზე გალათასარაის 162 აქვს :facepalm), მეოცედან მეთხუთმეტეზე ავცოცდით, შემოსავალი წინა წელს ზუსტად ბარსელონას
მეოთხედი გვქონდა, ახლა 35% გახდა
იმედია ვანგის ვანდა გრუპისა და ჰუავეის ჩარევა, სპორტულ შედეგებთან ერთად, კიდევ ერთი 3-4 საფეხურით წინ წაგვწევს და ახალ სტადიონს ათეულში მყოფები შევხვდებით
იესპიენმა ჩვენს მინიესტას მიუძღვნა მოზრდილი სტატია სათაურით ''მეორე ტორესის აღზევება":
2015 წელს პორტოში განათხოვრებულ ოლივერ ტორესს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე ნანდოს. ოლიმ ამ წლის სამივე შეხვედრაში გაიტანა გოლი და დრაგაოს ერთ-ერთი საყვარელი ფიგურაც გახდა მიუხედავად იმისა, რომ 'ეს' ტორესი ხილ ვისენტეს, ბელენენშესსა და პენაფიელს უტანს. 20 წლის ნახევარმცველისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ფინიშინგი წარმოადგენდა - ატლეტიკოს რეზერვებში ყოფნისას, 2 წლის წინ, 3-ზე მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა, ახლა კი 14 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა და პორტოს მეორე საუკეთესო თავდამსხმელია ჯექსონ მარტინესის შემდეგ. თუ მისი ზრდის ტემპებსა და შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ჩვენს წინ მომავალი თაობის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი იბადებოდეს.
''მინიესტად'' წოდებულს, შესაძლოა ანდრესის გვერდიგვერდაც ეთამაშა - ფუენტეალბილიაში დაბადებული ნახევარმცველივით ოლივერიც ბავშვობაშივე გადავიდა ბარსელონაში, სადაც მისი კუმირი, რონალდინიო იოლად იპყრობდა პუბლიკის გულებს. თUმცა 13 წლის გახდომის შემდეგ შინ დაბრუნება გადაწყვიტა, ატლეტიკოს აკადემიას შეუერთდა და კლუბი აღარც დაუტოვებია.
კალდერონზე ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ გვარის გამო, თუმცა მას ჯიუტად არ სურდა ფერნანდოსთან შედარება და მუდამ მოითხოვდა, სახელით მიემართათ. მისი ტალანტი შეუმჩნეველი დიდხანს არ დარჩენილა - ორივე ფეხით მოთამაშე, მოედნის კარგი ხედვითა და ტექნიკური მრავალფეროვნებით დაჯილდოებულ ნახევარმცველს, რომელიც დაუღალავად მოძრაობს მოედანზე და მაყურებლის გულის მოგება ერთი მოძრაობითაც შეუძლია, ''მინიესტა'' შეერქვა.
სიმეონემ, რომელიც არასდროს იხევს უკან ახალგაზრდებისთვის თავის გამოსაჩენად შანსის მიცემაზე, რაც რასინგში ლუსიანო ვიეტოსთან მუშაობის დროსაც დაამტკიცა, სასიამოვნოდ გააოცა ოლივერი, როდესაც ატლეტიკოს პირველ გუნდში ისე გამოიძახა, რომ B გუნდში დებიუტი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნათამაშები. 2012 წლის აპრილში, მეთვრამეტე დაბადების დღემდე ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე, ოლივერი სამატჩო განაცხადშI მოხვდა, აგვისტოში კი - ლევანტესთან მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ხულენ ლოპეტეგის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე გუნდი ჰყავდა - ტურნირის საუკეთესო მოთამაშე დოლოფეუ ბარსელონადან, საუკეთესო ბომბარდირი ხესე რეალიდან, რომელსაც პაკო ალკასერი ეხმარებოდა. კონკურენცია იმდენად დიდი იყო, რომ ბაიერნშI მოთამაშე ბერნატი სკამზე აღმოჩნდა, ოლივერმა კი ბრწყინვალედ მოახერხა თავის დამკვიდრება და ხავის მსგავს, სიღრმეში ჩამოწეულ გამთამაშებლად იქცა. ის არც შავ სამუშაოს თაკილობდა და იოლად იცვლიდა პოზიციებს ცენტრსა და ორივე ფლანგზე. გასაკვირი არაა, რომ მან მიიზიდა მარტი ფერგიუსონისა და ჩელსის ყურადღება. ამბობენ, რომ მოურინიომ პერსონალურად მოითხოვა მისი სტემფორდ ბრიჯზე გადაყვანა.
თუმცა ტორესი ატლეტიკოში დარჩა, სადაც ახალ პრობლემას გადააწყდა - სიმეონეს ტაქტიკა რეალურად ხავის ფუნქციების მქონე ნახევარმცველს არ მოითხოვს, ამიტომ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როცა თამაშის საშუალება ეძლეოდა, ძირითადად ფლანგზე უწევდა დროის გატარება. ამ პერიოდის ჰაილაითად ალბათ 2013 წელს ბეტისთან სტარტი შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ოლიმ კლუბის ისტორიაში უსწრაფესი გოლი გაიტანა - სულ რაღაც 12 წამში. ამ დღეს ტორესმა მაისური ჩარჩოში ჩასვა და ოთახში ჩამოკიდა, დავიდ ვილიამ კი დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. მოგვიანებით, დეკემბერში, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში, ოლიმ კოშტას ულამაზესი ასისტით გაატანინა და 2:0 მოაგებინა. ამან სიმეონე დაარწმუნა, რომ მისთვის სათამაშო დრო აუცილებელი იყო და ვილარეალში გაანათხოვრა, თUმცა იქ ოლივერს დიდი დრო არ მიუღია, ისტორიულ ტიტულს კი გამოაკლდა.
აშკარა იყო, რომ ტორესს ისეთ გუნდში ესაჭიროებოდა განათხოვრება, სადაც რეალურად შეძლებდა ზრდას, აქ კი მეორედ გამოჩნდა ლოპეტეგი. ბასკი ტორესს 2012 წლიდან მოყოლებული აფასებს, მასთან ერთად U19-ის გარდა 2013 წელს გამართული U20 მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშიც გააღწია, სადაც ურუგვაისთან დამარცხდა ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ. პორტოში საკუთარი პროექტის დაწყების შემდეგ, ლოპეტეგის მშვენიერი შესაძლებლობა გამოუჩნდა, თავისთან ტორესი მიეწვია და მანაც სხვა გუნდებს პორტოში დროებით გადაბარგება არჩია.
ახლა, ნახევარი სეზონის გასვლის შემდეგ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ''ადაპტაციამ სწრაფად გაიარა, მომთხოვნ კლუბში მოვედი და 100%-ის გასაცემად მზად ვარ. ყველაფერს ლოპეტეგის ვუმადლი და მსურს ნდობისთვის სამაგიერო გადავუხადო", თქვა ოქტომბერში ტორესმა და ამას აკეთებს კიდეც ყოველ კვირას. თავმდაბლობით გამორჩეულ ესპანელს წინ ბრწყინვალე მომავალი ელოდება, ინგლისიდან ინტერესი კი ერთი-ორად გაიზარდა - ჩელსის სიტიც შეუერთდა, რომლის სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ტორესს კოკეს შესაძლო ტრანსფერის ალტერნატივად განიხილავს.
თუმცა ტორესი სავარაუდოდ უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და შეეცდება ოცნება, ელ ნინიოს გვერდიგვერდ თამაში, კალდერონზე აიხდინოს. კალდერონზე უძღები შვილის ემოციური დაბრუნების შემდეგ არაა გამორიცხული, შემდეგ სეზონში ტორესის პასით გატანილი ტორესის გოლიც ვიხილოთ. როგორია?
bernardo, ამაზე ამბობდი, აღარავინ დაგანახებთ, კარგად თუ ათამაშდაო?
მიმაგრებული სურათი