ატლეტიკო.
გაბიმ ოთხშაბათის თამაშს ფინალი უწოდა და ასეც არის - აუცილებლად, ყველა ძალის დახარჯვით უნდა მოვიგოთ ეს თამაში
არადა ალმერიაში 5 გასვლიდან 3 ფრე და 2 წაგება გვაქვს, ჯერ არ მოგვიგია და ჩვენთვის ოსასუნაზე რთული მეტოქეა
კიდევ უფრო რთული მეტოქე ალბათ იმიტომაა, რომ ოლიმპიაკოსის მსგავსი ფორმა აქვს, რის გამოც სავარაუდოდ ყვითელი ფორმით გავალთ, მაგ ფორმით კი წელს თამაში არ მოგვიგია - 0-0 რაიოსთან და 2:3 ბერძნებთან
ამას ემატება ისიც, რომ მშვენიერ ფორმაში არიან - 4 მატჩიდან 5 ქულა აიღეს, წინა ტურში კი რეალ სოსიედადს სძლიეს 2:1 იმის მიუხედავად, რომ 79-ე წუთზე მცველი გაუძევეს
ეგ მცველი (მარცხენა), ნახევარმცველი და ჩვენგან ნათხოვარი ტომასი არ ეყოლებათ, ჩვენ კი ბოლოჯერ დაგვაკლდება ჩოლო და ბოლოჯერ დაგვაკლდება მანჯუკიჩი, რომელიც დაუბრუნდა ვარჯიშს და სავარაუდოდ სევილიასთან ძირითადშიც დადგება. მწყობრშია სებოლა
მანჯუკიჩის არყოფნაში კი სტვენა-კრიტიკის მთელი ქარცეცხლის გადატანა ხიმენესს მოუწია, რომელსაც მართლა ცუდი მატჩი ჰქონდა და ის მომენტი ნაღდად არ უნდა გაეფუჭებინა
ამას დაემატა მისი წარსულის ცოდვები (რეალის ფანი იყო) და ჯერ სტვენით გააცილეს მოედნიდან და ფორუმებზეც სულ დიდი შეცდომა უწოდეს
ერთადერთი კაცი, ვინც რაული დაიცვა, სიმეონე იყო - მე მომწონს ეს ბიჭი (პირდაპირ ასე თქვა

) არ უთამაშია ცუდად, ბევრს მოძრაობდა და შანსებს ქმნიდა, მომენტებიც ჰქონდა და ნელ-ნელა აუცილებლად დაიწყებს ატლეტიკოს ფანების გულების დაპყრობას, მანამდე კი აცადეთ ამ ბიჭს, რადგან მე მოთმინებით ვაპირებ დალოდებას, საერთოდაც ბოლო ორ თამაშში შეტევა ურიგოდ არ გამოიყურებოდაო.
გრიზმანის გაყვანაზე განაცხადა, არაფრის ახსნა-თავის მართლება არ მჭირდება, ის გავაკეთე, რაც საჭიროდ მივიჩნიე - საჯარიმოში კარგი თავურის დამრტყმელების რაოდენობა გავზარდეო
ალოგიკური ანგარიში იყო, რადგან პირველი გოლი კურიოზული აღმოჩნდა და მეორე პენალტი, დანარჩენი ორი დარტყმიდან კი არცერთი არ გავიდოდა. საერთოდაც ბოლო 3 გოლიდან 2 პენალტით გავუშვით და დაცვა არაფერ შუაშიაო.
აბა კი, 46-ე წუთზე მოიამ გადაგვარჩინა

ჰო, მირანდამ აღნიშნა, ბოლო 2 თამაშში 5 გოლი გავუშვით და ეს წარმოუდგენელია, ვეცდებით გამოვასწოროთ შეცდომები დაცვაში და კარი მშრალად შევინახოთო
მთავარი ისაა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და აუცილებლად მოიტანს შედეგსო.
კრიტიკას რაც შეეხება, ჩერჩისაც მოხვდა ფანებისგან - აზრზე არაა, რას აკეთებს, ერთადერთი მიზანი ალბათ ის აქვს, რაც შეიძლება მეტჯერ მოხვდეს თამაშგარეშიო
ალესიოსაც მოუწევს რაღაცების დამტკიცება, აბა როგორ
მანჯუკიჩს გუშინდელ ვარჯიშზე უნიღბოდ ურბენია

რააატომ

და თან ტკივილებისგან სახე ეღრიცებოდა და ნაჭერს დაათრევდა ცხვირიდან წამოსული სისხლის მოსაწმენდადო
ექიმი არ გვყავს გუნდში? როგორ შეიძლება ასე

და მაინც, მარიო

აუცილებლად უნდა მოვიგოთ.