დიეგო ბრუნდება..ლიგის ასმეერთე მოგების ჩასაწერად სევილიასთან, რომელიც ,,ისე თამაშობს, როგორც ჩვენ - წინა წელს" (გაბი).
დღეს დია დე ლას პენ(ი)ას არის - ატლეტიკოს გულშემატკივრების საერთაშორისო დღე, ბევრი ღონისძიება იგეგმება. შარშან 5K კაცი მარტო ამისთვის ჩავიდა მადრიდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დღეს ვნახოთ აბა რამდენი იქნება. სიმეონე ამბობს, რომ ატლეტიკო ძლიერი, მყარი და სტაბილურია, წარმატებული დღეები კი კვლავაც წინაა, ახლა კი დროა ერთი წამით შევისვენოთ და განვლილ გზას გადავხედოთ, რას მივაღწიეთო
მანჯუკიჩი (ბოლო დროს მასკჯუკიჩად შერაცხული) ბრუნდება, მაგრამ სავარაუდოდ სკამზე იჯდება, თავდამსხმელებად კი დაიწყებენ გრიზმანი, რომელიც ტიაგომ პრესკონფერენციაზე ცამდე აიყვანა ქებით და რაულ გარსია ან ხიმენესი (უფრო - პირველი)
მანჯუკიჩი თუ იდგა ძირითადში, ეს ჩვენს შეტევას ძალიან დაეხმარება
ასევე მნიშვნელოვანი იქნება, შეძლებს თუ არა სევილიას ცენტრალური დაცვა (პარეხა-კარიკო) და ნახევარდაცვა (იბორა-კრიხოვიაკი-დენის სუარესი) გაუმკლავდეს ატლეტიკოს ჩაწოდებებს და საერთოდაც ისე აკონტროლოს ბურთი ნახევარდაცვაში, რომ მაქსიმალურად შეუზღუდოს ეს კომპონენტი
დაცვაში მყარად უნდა ვიდგეთ, რადგან ფაზიოს, მორენოსა და რაკიტიჩის წასვლას ბაკა და ალექს ვიდალი მშვენივრად ავსებენ და სევილიას კარგი შეტევა ჰყავს. სიკეირა დადგება მარცხნივ თუ ანსალდი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა და ბევრს გადაწყვეტს.
ჩვენი მთავარი ამოცანა დაცვის მხრივ იქნება სევილიას ნახევარდაცვის განეიტრალება, რათა მაქსიმალურად შევუზღუდოთ ბურთის მიღების შესაძლებლობა ბაკას, რომელსაც მშვენიერი სტარტი აქვს და უკვე 4 გოლის გატანა მოასწრო
შეტევაში კი ჩვენი მთავარი იმედი ისევ გრიზმანია, რომელიც იმედია 90 წუთს ითამაშებს ამჯერად და რამდენიმე გოლის გატანაშიც დაგვეხმარება.
ეს ტური ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე ფავორიტი ერთმანეთს ეთამაშება - სოსიედადი-ვალენსია, ვილარეალი-რეალი, ჩვენ-სევილია
არაა გამორიცხული, რომელიმემ ქულები დაკარგოს და თუ ეს 'რომელიმე' ვალენსია იქნება, ჩვენ კი სევილიას დავამარცხებთ, ერთბაშად ორი ადგილით ავიწევთ წინ და ბარსელონას ჩავუდგებით კვალში
მოკლედ უნდა მოვიგოთ
ორივე გუნდი რომ დაუმარცხებელია და იმათ 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ, ეგ დავწერე უკვე
სევილიასთან ბოლოს 2010 წელს წავაგეთ, შინ კი 2008 წლის მერე არ წაგვიგია დალაქებთან, იმედია ამ სერიასაც გავაგრძელებთ
წინა წელს 3:1 და 1:1 დამთავრდა ურთიერთშეხვედრები (რაკიტიჩმა გაათანაბრა ამ უკანასკნელში)
ფსონები 1.7-3.7-5.2
most predicted ანგარიში - 2:1
აბა ჩვენ ვიცით
მიმაგრებული სურათი