მანჩესტერისა და ჩელსის ყოფილი აღმასრულებელი პიტერ კენიონი ჩაებმება ჩვენ მართვაში. კომერციულ და საერთაშორისო ბიზნესს მიხედავს, აშშ-ში პოპულარობის გაზრდაზე იმუშავებს. ხილი და ეგ ახლო მეგობრები ყოფილან, ლიმისთვის ვალენსიაც ამათ შეუთავაზებიათ და კენიონს ადრე ხილის ერთ-ერთი კომპანიისთვისაც უმუშავია. იმ ჩინელ ვანგზე, ჩვენი 20%-ის ყიდვა რომ უნდა, სხვები იმუშავებენ .
ხვალ შუადღისას (ჩვენი დროით 2 საათზე) ვეთამაშებით ესპანიოლსსამატჩო განაცხადი:
Goalkeepers: Moya, Oblak
Defenders: Godin, Ansaldi, Gamez, Juanfran, Miranda, Gimenez
Midfielders: Mario, Tiago, Koke, Arda Turan, Gabi, Cristian Rodriguez, Raul Garcia
Forwards: Griezmann, Mandzukic and Raul Jimenez.
აუცილებლად მოსაგები თამაშია, რადგან პრიმერაში მეხუთე ადგილზე ვართ და ბარსელონას 5 ქულით ჩამოვრჩებით. ეს სიმეონემაც კარგად იცის, თუმცა მოეხსენება ესპანიოლის ძლიერი მხარეების შესახებაც - პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ფეხბურთელებს ილუზიები არ აქვთ და მათ იციან, რომ გამარჯვება ძნელი მისაღწევი იქნება: ,,ესპანიოლი კარგად შეთამაშებული გუნდია, რომელიც ჩვენსავით აქტიურ პრესინგს თამაშობს, მოსაგებად ბევრი შრომა და კონცენტრაციის შენარჩუნება დაგვჭირდება''.
ესპანიოლთან თამაში იმდენად სერიოზულად მიიღო ჩოლომ, რომ ხუთშაბათის ვარჯიში (რომელსაც ტიაგო და მირანდა არ ესწრებოდნენ) შეაჩერა, რადგან ფეხბურთელების მონდომება და თავდადება არ მოეწონა, შემდეგ კი წაუკითხა ლექცია იმის შესახებ, თუ როგორ თამაშს ელის მათგან. როგორც რეპორტიორები ამბობენ, საკმაოდ მკაცრად და პირდაპირ უსაუბრია დახურულ კარს მიღმა. ძაანაც კარგი, ჭირდებოდათ შეხურება

ამბობენ, რომ მირანდა დაისვენებს და ხიმენესი დადგება გოდინთან ერთად, რაც 2013 წლის დეკემბრის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. საუდის არაბეთსა და ომანთან 180 წუთი ითამაშა. სანაკრებოებიდან დაბრუნებული ტიაგო კი წესით ძირითადში უნდა იყოს გაბისთან ერთად. მარიო სუარესმა ტრავმა მოირჩინა, მაგრამ სკამს გაათბობს. ძირითადში ველოდებით ანსალდისაც, რომელმაც წინასამატჩოზე თქვა, რომ მოთამაშეებს ესმით, რომ ეს კიდევ ერთი ფინალია და მხოლოდ მოსაგებად არიან შემართულები. მანჯუკიჩთან ერთად რაულ გარსია დადგება ალბათ, ჩერჩის დისკვალიფიკაცია აქვს, გრიზმანი და ხიმენესი სკამზე.
ესპანიოლმა წინა მატჩი 2:0 მოიგო სოსიედადთან. ბოლო 5 მატჩიდან 2 მოგება და 2 ფრე აქვთ. ჩვენს შორის ბოლო 5 თამაშიდან 4 ანგარიშით 1:0 დასრულდა, რომელთაგანაც 3 ჩვენ მოვიგეთ, 1 კი - იმათ. ახლანდელი სავარაუდო შემადგენლობა:
Espanyol: Kiko Casilla, Colotto, Juan Fuentes, Javi Lopez, Montanes, Alvaro Gonzalez, Victor Sanchez, Canas, Lucas Vazquez, Sergio Garcia, Caicedo
სამი საკვანძო ფაქტორი:1. ვინ მოიგებს ფიზიკურ ბრძოლას - როგორც ჩოლომ განაცხადა, ესპანიოლი ატლეტიკოს მსგავს ფიზიკურად ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს. ერთ-ერთი იმ გუნდთაგანია, რომელიც ფიზიკურობაში შეგვეჯიბრება და დაბალი შედეგიანობა მათთან ამითაცაა განპირობებული. აუციელბლად უნდა დავჯაბნოთ, თუ მოგება გვინდა.
2. ლუკას ვასკესის ფორმა - ესპანიოლის მარჯვენა შემტევი, რომელიც რეალისგან ლოუნით თამაშობს კორნელია ელ პლატზე კარგ ფორმაშია და სტუანისა და გარსიასთვის ბევრ შანსს ქმნის. ანსალდის ან სიკეირასთვის მისი შეჩერება აუცილებელი მიზანი იქნება.
3. საჰაერო ბრძოლები - ეიბარი და ალმერია, რომლებთანაც მოგება გაგვიჭირდა, ლა ლიგის 10-ეულში შედიან საჰაერო ბრძOლების მოგების მხრივ, სელტა და რაიო კი, რომლებმაც ქულები დაგვაკარგვინეს - საერთოდ ხუთეულში. ესპანიოლი მათნაირად კარგი არაა მეორე სართულზე და მელეიბეები აუცილებლად შეეცდებიან ამ უპირატესობის გამოყენებას.
მე პირადად ის უფრო მაინტერესებს, ჩოლო როგორ ფეხბურთს გვათამაშებს - გაითვალისწინებს ექსპერტთა უმრავლესობის აზრს და შეეცდება სტილის თანდათანობით შეცვლას (ბურთის ფლობის დამყარებას) თუ ისევ ძველებურად დაგვაწყობს
რაულ გარსია თუ გაიჩითა გრიზმანის ნაცვლად, აშკარაა, რომ წინა სეზონის ფეხბურთი იქნება, გრიზმანის სასტარტო ნიშნავს, რომ კრეატიულობაზე გავაკეთებთ აქცენტს
თუმცა ისიც მართალია, რომ ამ კონკრეტულ მატჩში შეიძლება გარსიას დაყენება და ჩაწოდებებზე აქცენტის გაკეთება ჯობდეს, რათა საჰაერო უპირატესობა გამოვიყენოთ
მოკლედ საინტერესო თამაში იქნება ხვალ და იმედია მონატრებული ჰანდიკაპით გავიმარჯვებთ ;love:
This post has been edited by Darker Side on 18 Oct 2014, 18:07
მიმაგრებული სურათი