კარგი ამბები:
ლიგის ზედიზედ მეთოთხმეტე საშინაო თამაშში გავიტანეთ 1 გოლი მაინც
როგორც იქნა ჩვენი ბომბარდირი ცენტრალური თავდამსხმელია და არა მცველი
მარიომ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, ბოლო 5 თამაშში 4 გოლი აქვს, ნათამაშებ 12 მატჩში კი - 6 გოლი, რაც უკვე ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს. და ჯერ თავისი ადგილი არც უპოვია. გუნდიც ნელნელა იწყებს მარიოზე თამაშს - აქ (http://www.fourfourtwo.com/statszone/share?i=06qDpt) კარგად ჩანს, რომ ქროსების რაოდენობამ იმატა
გრიზმანმა მარჯვენა ფეხით დარტყმა სცადა (და გოლიც გაიტანა, თუმცა მატჩის განმავლობაში 2 დარტყმა ძალიან სუსტი გამოუვიდა მარჯვენათი, ამაზეც უნდა იმუშავოს (სიმეონემ მაგარი რამე თქვა გრიზმანზე ისე

ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ საუკეთესო ფორმა იპოვა, მაგრამ ასე თუ გააგრძელა the important kid will become the important man-ო

) და ისე მართლა როგორ შეიცვალა, დაკაცდასავით სულ ორიოდე თვეში, მსოფლიოზე ბავშვს გავდა
კოკე! ორი ასისტის ავტორი და უბრალოდ გენიალური ნახევარმცველი პასების სიზუსტეშიც, განაწილებაშიც და ართმევაშიც. ერთი გოლები აკლია, თუმცა გუშინ უბრალოდ არ გაუმართლა, ძელს რომ მოარტყა. შორიდან დარტყმას ამუღამებს როგორც ჩანს (სევილიასთან გოლი, მალმიოსა და ხეტაფესთან ოდნავ არაზუსტი დარტყმები) და ახალი იარაღი გვექნება არსენალში
და სიკეირა - ბოლო ორი თამაშია ხუანფრანს წაართვა შეტევის ფლანგი და უმეტესად ის იღებს თამაშს საკუთარ თავზე. სიკეირა-გამესის ფლანგების ხილვა იქნებოდა საინტერესო - ერთი შეუტევდა და მეორე დაიცავდა. ხუანფრანმა დაცვაში ოდნავ მოუკლო, გუშინ ორივე გოლი მაგისი ბრალი იყო (თუმცა მეორეზე მარიომაც დააგვიანა დაზღვევა) და იმედია გამოასწორებს

მეორე ადგილი ძალიან სასიამოვნო შესახედია რა

ყლსოსიედადმა მაინც წააგო და გაგვიჭირდება ძაან ანოეტაზე
მეორე ბასკურმა გუნდმა მაინც ქნას რამე, თან განთქმულ საკუთარ მოედანზე

ერთის წაგება მოუსწრიათ წელს სახლში, არადა რა დრო იყო, მარტო ჩვენ რომ ვუგებდით გასვლაზე