ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ ატლეტიკოს წინა პრეზიდენტს, ყველაზე ექსტრაორდინალურს პრეზიდენტთა შორის, the beloved and the hated გრეგორიო ხესუსი ხილ ი ხილს, ანუ უბრალოდ ხესუს ხილს.მისი ცხოვრება ატლეტიკოს ისტორიასთან სამუდამოდაა გადაჯაჭვული, მუდამ თან სდევდა კორუფცია და სკანდალი, როგორც ფეხბურთის სამყაროში, ისე - მის გარეთ. ამ სტატიაში შევეცდებით, ავსახოთ მისი გასაოცარი ცხოვრება - პოლიტიკოსის, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტისა და უბრალოდ გაიძვერასი.
17 წლის ხილი ცხოვრობდა სახლში, რომელსაც იყოფდა მღვდელსა და 19 პროსტიტუტთან. სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან უკეთესი ბინის დაქირავებისთვის ფული არ ყოფნიდა. 18 წლის ხესუსი მარია დე ლოს ანხელეს მარინ კობოზე დაქორწინდა, რომელთანაც 1 ქალიშვილი და 3 ვაჟი ეყოლა. ხილმა სამშენებლო ბიზნესს მიჰყო ხელი და ბევრი ფულიც იშოვნა, მაგრამ იმის წყალობით, რომ მუდამ აჩქარებდა მშენებლებს და ზენორმალური ტემპით ამუშავებდა. ამან შედეგი 1969 წელს გამოიღო, როცა მის მიერ სან რაფაელში აშენებული რესტორნის სახურავი ჩამოემხო და 58 ადამიანი დაიღუპა. გამოძიებით დადგინდა, რომ ცემენტისთვის გაშრობისთვის საკმარისი დრო არ იყო დათმობილი და საერთოდაც კომპლექსი არქიტექტორთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე აეგოთ. ამ 'ინციდენტისთვის' ხილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მხოლოდ 18 თვე მოიხადა, შემდეგ კი გენერალმა ფრანკომ შეიწყალა, ვის მიმართაც ხესუსს მუდამ გააჩნდა აღტაცების გრძნობა.
ხილი ისე გასუქდა, რომ მისი მკერდის გარშემოწერილობამ 36(DD)-ს მიაღწია. 1979-ში ამის გამო წონის დასაკლებ კლინიკაში დაწვა, რომელიც მარბელაში მდებარეობდა. იქ წოლით ისე გაერთო, რომ გადაწყვიტა, მარბელაშივე დარჩენილიყო და ახლა აქ აეგო შენობები. 1980-იან წლებში მან დიდი როლი ითამაშა კურორტის განვითარებაში, თუმცა იმდენად დაუდევრად აშენებდა თავის კომპლექსებს, რომ 1988 წელს მარბელას სოციალისტურ საკრებულოს მოუწია მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება.
თუმცა ამ დროისთვის ხილს ახალი გასართობი უკვე ნაპოვნი ჰქონდა - 1987 წელს იგი პირველად გახდა მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტი, შეცვალა რა ამ პოსტზე პაოლო ფუტრე, რომელმაც მოგვიანებით 2 500 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ქრთამის აღება აღიარა ხილისგან. ატლეტიკოში ხილმა ყველაფერი იპოვა, რაც შეეძლო. თავისი მმართველობის 16 წლის განმავლობაში 140 ტრანსფერი განახორციელა და 39 მწვრთნელის მოყვანა და გაგდება მოასწრო. მაგალითად, რონ ატკინსონმა, რომელიც 1989 წელს ერთI ამბით მოიყვანა, მხოლოდ 93 დღე გაძლო მწვრთნელის თანამდებობაზე. 1994 წელს ბენდმა prolapse მის ატლეტიკოში მოღვაწეობას სიმღერაც კი მიუძღვნა, სახელად Surreal Madrid.
ამავე დროს ხილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში ისევ დაბრუნებულიყო და დააფუძნა პარტია, რომელსაც საკუთარი სახელი (GIL) დაარქვა. პარტიის ოფიციალური სახელწოდება იშიფრება, როგორც 'დამოუკიდებელი ლიბერალების ჯგუფი', მაგრამ ხილს ლიბერალებთან ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდა, როგორიც - მარბელას საკრებულოსთან. 1991 წელს 'ხილ'მა მარბელას არჩევნები მოიგო. ხესუს ხილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ გაწმენდდა კურორტს, რომელიც ''მეძავების, ლესბოსელებისა და ბარიგების ბანდებით იყო სავსე". თუმცა, რასაკვირველია, ეს არ გაუკეთებია. მან თანამდებობა საკუთარი სარგებლობისთვის გამოიყენა და შეძლო საკუთარი ქონების კიდევ უფრო გადიდება. მისმა ქცევამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია - სწორედ იმ მეძავებთან ერთად დასეირნობდა ქუჩაში, ვისგან გაწმენდასაც ქალაქს შეპირდა, ააშენა ფრანკოს ძეგლი ქალაქის მერიაში (რომელიც თვაად მოიფიქრა, დააგეგმარა და ააშენა ტკბილეულობისა და კბილის საჩიჩქნი ჯოხებისგან

), 1991 წელს კლიპიც კი გადაიღო, სახელწოდებით ''ასეთი და ისეთი ღამეები", სადაც ჯაკუზიში წევს 10 მეძავთან ერთად.

მსაჯები არ უყვარდა, რა გასაკვირია. 1991 წელს უეფამ 18-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რადგან ფრანგ რეფერის პედერასტი დაუძახა. თავის გასამართლებლად ხილმა განაცხადა, საკუთარი თვალით მყავს ნანახი ის ლურჯთვალა ბიჭი, რომელიც მას შესთავაზესო. ამავე წელს ესპანურმა FA-მ 16 400 ფუნტით დააჯარიმა როცა მსაჯს დაუყვირა, წადი ფსიქიატრს გაესინჯეო. ამავე წელს რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ფეხბურთელს, კოლუმბიელ ადოლფო ვალენსიას, როცა დაემუქრა ''მისი ზანგი თავის წაგდებინებით''. 1992 წელს ხილმა აკადემიიდან 15 წლის რაული გააგდო, რადგან აკადემიის შენახვა გაუმართლებელ ხარჯად მიიჩნია. მოგვიანებით რაულმა 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა ატლეტიკოს წინააღმდეგ, სხვა კლუბების წინააღმდეგ გატანილ 323 გოლს თუ არ ჩავთვლით.
1992 წელს ატლეტიკოს 156 542 ფიქტიური აქცია იყიდა და ამ კომბინაციითაც იშოვა ფული. თაღლითობისთვის მოგვიანებით სამნახევარი წელი მიუსაჯეს, მაგრამ არც ეს და არც სხვა სასჯელი არასოდეს მოუხდია ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით. 1993-4 წლების სეზონში მოასწრო 6 მწვრთნელის დაქირავება და გათავისუფლება. შემდგომში ბეჯითად ეცადა, მაგრამ ეს რეკორდი ვეღარ გააუმჯობესა. 1995 წელს ალფიო ბასილემ 4 თვე გაუძლო, შემდეგ კი სპორტული რადიოს პირდაპირ ეთერში მიახალა პირში, ''საკმარისია, ისედაც ბევრი ავიტანე, დამი**ია შენს კონტრაქტზე"-ო და ეს გააკეთა კიდეც.
1999 წელს მეორეჯერ აირჩიეს მარბელას მერად, რაც ''კომპოსტელას'' გენერალურმა დირექტორმა ფიდალგომ მარბელას მოსახლეობის სისულელით ახსნა. ამან ხილი გააღიზიანა და ფიდალგოს სახეში მუშტი გაარტყა. FA-მ ამის გამო ხილი 8-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის საპასუხოდაც ხილმა გადაწყვიტა, აღარასოდეს გადაეხადა გადასახადები ატლეტიკოს სახელით. 2011 წლისთვის ამის გამო ატლეტიკოს ნახევარ მილიარდზე მეტი ჰქონდა გადასახდელი. თუმცა ფიდალგო აბსოლუტურად მართალი იყო, რადგან ხილის მმართველობისას მარბელას სახელი უკვე ღიად დაუკავშირდა შავ ბიზნესს, ორგანიზებულ დანაშაულს და ბრიტანულ და რუსულ მაფიას. ხილის შვილები პოლიციის ოფიცრების ცხენების თავლას საკუთარი პონების შესანახად იყენებდნენ, ხილი კი მარბელას ბიუჯეტიდან აქტიურად ექაჩებოდა თანხებს ატლეტიკოს დასაფინანსებლად. ატლეტიკოს ''მაისურების დასპონსორებაში" მარბელას ბიუჯეტმა მხოლოდ 1999 წელს 2 მილიონი ფუნტი დახარჯა, რაც მაშინ ასტრონომიულ თანხას წარმოადგენდა. ამის გამო მოგვიანებით ნახევარწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც ასევე არასოდეს მოუხდია.
1996 წელს ატლეტიკომ ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, რაც ხილმა ჯეროვნად აღნიშნა - შამპანურის აბაზანაში იბანავა და თეთრ ცხენზე შემჯდარმა იჯირითა მადრიდის ქუჩებში. ზოგიერთი რეპორტიორი აღნიშნავდა, ჯობდა ხილი სპილოზე შემომჯდარიყო, ვიდრე საბრალო ცხენი ეტანჯა. 2003 წელს ხესუსმა გადაწყვიტა და გაიკეთა გულზე ოპერაცია, რომ წონაში დაეკლო. საოპერაციო მაგიდაზე დაწოლისას იგი განუწყვეტლივ იმეორებდა: ''ვეღარასოდეს დამცინებენ ამ მაისურის გამო, ვეღარ დამცინებენ. იმედია მოკვდებიან, ყელში ამოვიდა ხალხი ვინც მეუბნება რომ დავისვენო. ადგნენ და ჩემი გასიებული გული ტრაკში გაიკეთონ". როგორც ამბობენ, ქირურგს შესვენება დაჭირდა, სანამ ოპერაციას დაიწყებდა, ფეხბურთელებმა და სტაფმა კი სიცილისგან კინაღამ ჩაისვარა, როცა ეს ამბავი მოუყვნენ.
ხილის სიკვდილისთვის იგი მოპასუხედ კიდევ 7 საქმეში გამოდიოდა. მის მიერ გაფლანგულმა თანხამ მარბელას ბიუჯეტიდან საბოლოოდ 390 მილიონი ფუნტი შეადგინა. ამ თანხაში შედიოდა მის მიერ გადაღებული 28 ფილმი, რომლის ნახვა ახლაც შეიძლება IMDB-ზე და პოლიციის აღჭურვილობის გაყიდვა. მარბელას ბიუჯეტი მან გაკოტრების ზღვარზე დატოვა, თუმცა 2004 წლის მაისში, მის თავგადახდილ კუბოს "ვისენტე კალდერონიდან" 15 000 ატლეტიკოს ფანი გამოყვა.
This post has been edited by Darker Side on 2 Dec 2014, 12:13
მიმაგრებული სურათი