http://footyroom.com/hospitalet-0-3-atletico-madrid-2014-12/გუშინდელი თამაშის გოლები და სრული მიმოხილვა
აქედან ჩანს, რომ ცუდად არ გვითამაშია - პირველი გოლი 67-ე წუთზე კი გავიტანეთ, მაგრამ მანამდე ოთხჯერ მოვარტყით ძელს, არ ჩაგვითვალეს სამართლიანად გატანილი გოლი, მეკარემ რამდენიმე კარგი ბურთი აიღო და ერთი-ერთზე გასვლაც ვერ გამოვიყენეთ. იმ ორი გოლის გარდა კიდევ გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ვერ ვამთავრებდით, მასპინძლების ყველაზე სახიფათო დარტყმა კი მინიმუმ 3 მეტრით აცდა კარს.
მაგრამ როგორც მიმომხილველები წერენ, ამ მომენტებმა არ უნდა მოგვატყუოს, რადგან ჩერჩი-ხიმენესი-სებოლას შორის კავშირი არ იგრნობოდა და მომენტები ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე იქმნებოდა. ყველაფერი დალაგდა გრიზმანის შემოსვლის შემდეგ, როცა თავდასხმა ერთ რგოლად შეიკრა.
თამაში კი მოვიგეთ და გასვლაც გავინაღდეთ, მაგრამ მოთამაშეთა უმრავლესობისთვის ეს ჩაგდებული იქნება და არა წარმატებული - მეორე შემადგენლობის/სკამის ფეხბურთელებმა ვერ დაანახეს ჩოლოს, რომ იმსახურებენ ადგილს სასატარტოში, არადა ინტერვიუში ზუსტად ამისკენ მოუწოდა მანამდე.
თუმცა ჩერჩის ნამდვილად არ უთამაშია ცუდად, აშკარადა ყველაზე მეტს ცდილობდა და აი ყველაზე მეტად მაგის ნახვა მინდა ჩვენ თამაშებში რა. იქნებ ელჩესთან მსიცეს დრო და გრიზმანის ბედი გაიზიაროს თანდათან. სხვათა შორის, გრიზმანზე თქვა ჩოლომ, უკვე გაამართლა გაცემული დივიდენდებიო (ზუსტად ასე), ჩერჩიზე კი ინტერის ბოსობამ თქვა, ჩვენთვის ზედმეტად ძვირიაო, შესაბამისად არსენალის და მანიუს ინტერესებიღა რჩება.
ბლიჩერმა რამდენიმე დიდი სტატია მიუძღვნა გოდინს, უნდა წავიდეს თუ არა მანჩესტერში (ხმების თანახმად მზად არიან გამოსასყიდი 36 ლიმონი დადონ), ხოდა მაგათი დებილი დედა ვატირე, ატლეტიკოს მომავალი შავ ფერებში რომ დახატეს და ლამის გაქცევა ურჩიეს

იქამდე გაგრძელდა ეს ყველაფერი, სანამ გუშინ პრესკონფერენციაზე სისულელე არ უწოდა სიმეონემ დიეგოს წასვლის ხმებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მწვრთნელობის მანძილზე ეს არ მოხდება და სხვა მხარეს მიუთითა ვან გაალს.
ანხელ კორეა შეიძლება ახალგაზრდების კოპა ამერიკაზე გამოიძახონ, რაც მშვენიერი ამბავია
ჩოლომ რაღაც პრიზი აიღო, საუკეთესო იბერო-ამერიკელი მწვრთნელის ;დ
მანკილიო ვეღარ ხვდება ლივერპულის სასტარტოში, ტობი პირიქით
დეპორის საწყალ ფანს რაც შეეხება:
ხელმძღვანელობამ ''ფრენტე ატლეტიკოს'' ულტრასებს სტადიონზე შესვლა აუკრძალა და ამით დასაჯა. საქმე სერიოზულადაა ახლაც კი - LFP-ს პრეზიდენტის განცხადებით, სიას შეადგენენ ყველაზე აგრესიული ულტრასებისა და კლუბები შეიძლება სეგუნდაშიც კი დააქვეითონ.
ამაზე კი გაირკვა, რომ ის გარდაცვლილი მეტსახელად ჯიმი დეპორის ყველაზე უკიდურეს ულტრასებს ეკუთვნოდა და აგრესიით გამოირჩეოდა. შეტაკებაც მარტო დეპორ-ჩვენებს შორის არ მომხდარა, იმათ ალკორკონის და რაიო ვალეკანოს ულტრასები შეერთებიან, ჩვენებს - ხიხონის. ის საწყალი ცემით მომკვდარა და არა მდინარეში გადაგდებით. ყველაზე მაგარი ამბავი: LFP-ს ატლეტიკო-დეპორის თამაშის გადადება სურდა და ამ მიზნით FFP-ს დაურეკა, მაგრამ იქ არავინ პასუხობდა, სანამ თამაშამდე 10 წუთი არ დარჩა. 10 წუთით ადრე კი სტადიონი უკვე თითქმის სავსე იყო და ჩათვალეს, რომ თამაშის ჩაშლა ახლა უფრო მეტ არეულობას და დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. ასე გადარჩა თამაში გადადებას და ძალიანაც კარგი
shukeraგრიზის ერთი და იგივე სურათი აგვიღია
This post has been edited by Darker Side on 4 Dec 2014, 21:40
მიმაგრებული სურათი