ძალიან მძლავრი გუნდი გვყავს რა წელს, PL-ს მოგება რომ შეგვიძლია ფაქტია და ალბათ ჟოზე ამ შანს არ გაუშვებს ხელიდან, რეალურად ერთადერთი კონკურენტი გვყავს წელს სიტის სახით, რომელსაც შემდეგ ტურში ეტიჰადზე სასტიკად უნდა ჩავახტეთ, მორალურად დედა რო მოეტყნათ, 8 ქულით გავასწრებთ და დიდი ფორაა უკვე თუ მოვუგეთ. მანჩესტერს წელს გარდამავალი პერიოდი აქვს, მაგრამ მგონი ეგენი აკრიფავენ წელსვე, მეორე წრეში უკვე სერიოზული ძალა იქნება, მაგრამ ამ სეზონში მგონი გამორიცხულია მაგათ PL-ზე გაგვიწიონ წინააღმდეგობა. არსენალი/ლივერპულის კონკურენტად განხილვა არც ღირს, არსენალს კიდე არაუშავს, შარშანდელზე ძლიერია მაგრამ ლივერპული ....
დიეგო კოშტა, ფაბრეგასი 10-იანში გაატყა ჟოზემ, გუნდის ლიდერებად იქცნენ მოკლე პერიოდში. ეს რემიც მომეწონა, კალუს გაუმჯობესებული ვარიანტი უნდა იყოს, სკამიდან საკაიფოდ შემოვა ხოლმე. ფილიპე ლუისი ჯერ ნორმალურად არც გვინახავს, თუმცა კარგია ფლანგზე როტაციის საშუალება იქნება.
აზარი ნელ-ნელა აკრიფავს ფორმას, შურლე სტაბილურად კარგია, ვილიანიც მომწონს, ერთი ამ ოსკარს რა შესცა ჟოზემ ვერ გავიგე, სულ ძირითადში ყავს არადა ტიპს იშვიათად აქვს გამონათებები, დიდი ვერაფერი.
მატიჩიც კარგია, მაგრამ ძაან ნელია რა, ჩვენი ჩამშლელები რო მახსენდება ბოლო წლებში, ესიენი/მაკელელე იმათთან შედარებით ბევრად სუსტია, ტრამვების დედას ###### თორე ესიენი დღესაც მაღალ დონეზე ითამაშებდა
ივა როგორც წესი ვიში კლასია. ტერი-კეჰილი არ მომწონს წელს, რამდენჯერ ჭამეს გუშინაც, საგანგაშოა 4 თამაშში 6 გოლი.
რამირესი სკამიდან ბევრად ძლიერია, რეაქტიული, სწრაფი, შეტევაში საკაიფოდ გადააქვს ბურთი და გამწვავებაც შეუძლია, იდეალური როლი მოუძებნა ჟოზემ.
დროგბამ 2012-ში დაამთავრა ფეხბურთის თამაში, ტყუილად არის გუნდში. ეს სალაჰი მოსაშორებელია სასწრაფოდ, მაგის ადგილს ვერ ვხედავ გუნდში, გაანათხოვრონ ან გაუშვან ვაფშე.
ჩეხის ამოგდება ადრე იყო ჯერ, კურტუაზე ბევრად ძლიერია დღესაც, მაგრამ შანსი არაა ჩეხს აღარ დააყენებს ჟოზე პირველ მეკარედ და სავარაუდოდ იქითა ზაფხულს წავა.
-------------კურტუა---------------
ივანა---ტერი---კეჰილი---აზპი
-----------მატიჩი-ცესკი-----------
შურლე/ვილიანი-ოსკარი-აზარი
------------კოშტა----------------
ბენჩი - ჩეხი, რამირესი, ლუისი, მიკელი, ვილიანი/შურლე, რემი, აკე.
ისე ერთი ცენტრალური მცველი არ გვაწყენდა, ვინმე საშუალო დონის.
წელს ან იქითა წელს ამ შემადგენლობით ლიგა უნდა დავდოთ