ხელმოტეხილმა ჩმორმა მესამე თავდამსხმელი რომ შემოიყვანა გუშინ არ გაგიკვირდათ? ბოლო 14 წუთი 3!!! თავდამსხმელი ყავდა მოედანზე, აფერუმ შენს ვაჟკაცობას ვალტერა.
ალბათ 7-0 რომ იყო იმიტომ გარისკა თორე 6-0-ზე შეიძლებოდა შეშინებოდა, პლიუს მეტოქე კაცნაკლული დარჩა და ალბათ ამიტომაც გაბედა, თორე სასუოლოსთვის რომ კაცი არ გაეგდოთ შეიძლება 74-ე წუთზეც კი 7-0-ზე მაინც შეშინებოდა ერთი უბრალო მიზეზის გამო, ის ხომ კურდღელია.
მე სასუოლოსთან 7-0 მოგებული თამაშის გამო აღფრთოვანებული ვერ დავრჩები თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ შარშან 7-0 რომ მოვუგეთ მაგათ იმის მერე დაგვენძრა, მაგრამ ერთია რომ რასაც ვუყურებ ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ახალგაზრდები გვყავს გუნდში, ჩვენი გადაბერებული გუნდი აშკარად გაახალგაზრდავდა. შარშანაც ვამბობდი, მაცარის ამ შემადგენლობით სამეულში უეჭველი უნდა გაეყვანა გუნდი. კარგი მწვრთნელი ამ რესურსით საკმაოდ ბრძოლისუნარიან და მებრძოლ გუნდს დააყენებდა, ნუ იტალიის დონეზე მაინც.
მეკარე ძალიან მაგარი გვყავს, სერია ა-ში მართლა საუკეთესოა დღეს. მეკარე გუნდის ნახევარია.
მცველებიდან ჟუან ჟესუსი ძალიან პერსპექტიული და ძლიერი ფეხბურთელია, მაგას ჟოზესნაირი მწვრთნელი უნდა და მსოფლიოს დონის ვარსკვლავი გახდება. ვიდიჩი ასაკის მიუხედავად მაინც ვიდიჩია, რანოკია კი მომკალით და მე ძალიან მაგრად მიყვარს და მისი იმედი სულ მექნება. როლანდო რომ გამოგვესყიდა ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ ჩაიჯვეს.
ნახევარდაცვაში: უზომოდ მახარებს კოვაჩიჩის პროგრესი, ერნანეში ისედაც მაგარია, მედელზე და მვილაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, გუარინზე კი საერთოდ ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ეს ნახევარდაცვა ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის.
თავდასხმა კი ოსვალდომ აშკარად გააძლიერა და ნებისმიერი გუნდისთვის ინტერის შეტევა უფრო საშიში გახადა.
იკარდიზე რა ვთქვა, მართალია ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც ვამბობ რომ მაგისგან კაცი არ დადგება, მაგრამ კაცი თუ არა იქნებ ფეხბურთელი მაინც დადგეს
ნუ ეს ხუმრობით. პოტენციალი რომ აქვს ეს აშკარაა, მაგრამ ხასიათი. ძალიან ცუდი ხასიათი აქვს რაც ნებისმიერ ფეხბურთელს ხელს უშლის და პლიუს კიდევ მგონია რომ მართლა რომ მიაღწიოს რამე დონეს ნებისმიერი მღრღნელი ფულის ტომარა გუნდის დაძახებაზე გაიქცევა. რაც არ უნდა ქნას არ ღირს მაგ ტიპზე ოცნების კოშკების აგება.
საბოლოო ჯამში მართალია დიდი ტრანსფერები არ გაკეთდა, მაგრამ ის რაც 2010 წლის მერე ხდებოდა როგორც იქნა ბოლო მოეღო, კოვაჩიჩი, იკარდი და სხვები არ გაყიდეს, ვეტო დაადეს და ეს უეჭველად ჩინელის დამსახურებაა. ერთი ეს დოდოყ.ლე მწვრთნელი მოგვაშორებინა
This post has been edited by internazionale on 15 Sep 2014, 17:36