ვენგერს სჩვევია უაზრო ექსპერიმენტები (ახლაც ტრავმისკენ მიდრეკილ დიაბის უპირებს გაჩამშლელებას

), მაგრამ ოზილის ცუდი თამაში მხოლოდ მისი ახირებებისა და პოზიციის ცვლილების ბრალი არაა
კლასიკური ათიანის დრო დიდი ხნის წინად წავიდა. როცა ამხელა ფასი გადევს და საუკეთესოობაზე გაქვს პრეტენზია რამდენიმე ელეგანტურ საგოლე გადაცემაზე ბევრად მეტი მოგეთხოვება, გაბუტული ბავშვივით სიარული მოედანზე კი კლუბისა და ფანების შეურაცხყოფაა. ბოლო-ბოლო ლაუდრუპს დაარბენინებდა კრუიფი ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ და ეს ვინ ჩემი ფეხებია ფლანგზე თამაში რომ იუკადრისოს? (თან თუ სწორად მახსოვს ვერდერში ხშირად თამაშობდა ამ პოზიციაზე)
ამდენი ფლეიმეიქერის ერთად თამაში კი არ იქნებოდა პრობლემა სათამაშო რგოლებს შორის სრული შეუსაბამობა რომ არა. როცა წინ ამდენი ტექნიკური ფეხბურთელი გყავს, რომლებსაც ცხენივით სირბილს და ბინძურ თამაშს უბრალოდ ვერ მოსთხოვ, დაცვის ხაზი არტეტას და მონრეალის იმედად არ უნდა დატოვო
ყველაზე დიდი პრობლემა კი მაინც დისციპლინისა და ფსიქოლოგიური სიმწიფის ნაკლებობა მგონია (არა და ქონფიდენს და მეიჩურითი მუსიეს საყვარელი სიტყვებია

). ვერ განაწყობს ფეხბურთელებს საბრძოლოდ. ვერც თვითონაა მებრძოლი და ავტორიტეტი, არც ადამსის და ვიეირას მსგავსი კაპიტნები ყავს და ასისტენტებადაც სულ ბუნჩულა ტიპებს ირჩევს.
პრაქტიკაში უჭირს ჩანაფიქრის განხორციელება ამის გამო, თორემ თეორიაში ყველაფერი რიგზე აქვს ჩემის ჰაზრით
This post has been edited by Caliban_Frey on 26 Sep 2014, 19:21