რეალურად, გუნდში 2 ისეთი პოზიციაა, სადაც არც ერთი ფეხბურთელი არ გვყავს შესაბამისი - ჩამშლელი და მარცხენა ფლანგი.
ჩამშლელად არტეტას დაყენება არის ბომბზე ჯდომა მაგრამ კაცი კაპიტანია, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ჯანმრთელად იქნება, ითამაშებს.
კაპიტანს ხო არ გაბენჩავს
ზამთარში აუცილებელია ჩამშლელის ყიდვა, აი ის კარვალიო აუცილებლად უნდა გავიფორმოთ, ზაფხულშივე უნდა გაგვეფორმებინა, ძალიან დიდი შეცდომა იყო მანდ მოჟმოტვა.
მარცხენა ფლანგს რაც შეეხება, მანდ სანჩესი შეგვიძლია დავაყენოთ და მარჯვნიდან უოლკოტი შებერავს, ასე თუ ისე არაგვიშავს. მაგრამ კარგი იქნება ნომინალური მარცხენა უინგერიც თუ გვეყოლება გუნდში.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჯეკი-რემზი-იოზილის ტრიოს რაც ნაკლებად ვიხილავთ ერთად მოედანზე, მით უფრო ეფექტური იქნება გუნდის შედეგი. ნუ, რემზის დაეტყო რომ ტრაკისკენ მიუდის საქმე და სავარაუდოდ, ეგ დასკამდება.
შესნი გვყავს ძალიან კარგი მეკარე, ხანდახან ოსპინაც რომ გამოურიოს, არაფერი დაშავდება, თავში ავარდნები ახასიათებს ვოიჩეხს.
დაცვაში ყველაზე მეტად გვენძრევა, სულ 6 მცველი გვყავს აქედან 3 ### და 2 ბავშვი

მონრეალი საერთოდ უნდა გაქრეს გუნდიდან, პლ/ჩლ-ს შეხვედრებში არ უნდა გაჭაჭანდეს, რეზერვიდან ამოვთესლოთ ვინმე, ჯობია.
გიბსის ტრამვიანობას თუ მოევლება, მაგ პოზიციაზე არაგვიშავს, მაგრამ სკამზეც გვჭირდება ვინმე საიმედო.
დაცვის ცენტრში გვაქვს ძალიან დანძრეული, მერტე-კოსიდან ერთ-ერთი რომ გაიმაზოს, და უეჭველი გაიმაზება რომელიმე სეზონის განმავლობაში, 40-40 თამაშს ვერ ჩაატარებენ. აი მანდ გვენძრევა ნამეტანი, თამაშს ვეღარ მოვიგებთ (მითუმეტეს ჩამშლელიც რომ არ გყავს გუნდში).
იმედია დებუშის ოპერაცია არ დაჭირდება და დაგვიბრუნდება მალე.
ჰო, ერთ მსოფლიო დონის ფორვარდს უეჭველი მოვწევდი გუნდში.
თავი და ტრაკი ხანდახან სინონიმებია და ტავტოლოგიის თავიდან ასაცილებლად იხმარება. მაგ: გატრაკების თავი, გათავების ტრაკი. (c) დავითა
One is not half of two, two are halves of one.