აი სიტყვაზე, გამანადგურებელი გამარჯვებები ჩ-ლიგაში გამსვლელი (ტოპ-4) გუნდის სხვა 16 გუნდთან ინგლისში - 151
ესპანეთში - 182
5 სეზონის მონაცემებია,
1 800 თამაშიდან მხოლოდ 30-ით მეტში იყო ,,ცალკარა" პრიმერაში, ვიდრე პრემიერში. არაა რაღაც კატასტროფულად დიდი მაჩვენებელი, ეს როგორ აცამტვერებენო პრიმერაში ლიდერები სხვა დანარჩენებს

აი ეს კი მართლა საინტერესოა
აი ამ წლებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ,,არგუმენტი" რაც მადრიდისტებისგან ბარსას ,,დასაკნინებლად" მომისმენია იყო ,,რა გაყურებინებთ მაგ ცალკარას, მე დაძაბული თამაშები მირჩევნიაო" ან ,,ხამები" და ა.შ. ვარიაციები
თითქოს რეალი ცალკარას არ თამაშობდა
ბოლო 5 სეზონში, ვინ რამდენჯერ მოიგო 3, 4, 5 და მეტი ბურთის სხვაობით
ბარსამ 71-ჯერ
რეალმა 70-ჯერ (წელს გვაქვს 1-ით მეტი და იმით გავასწარით

)
ორმაგი სტანდარტები
ბარსა როცა ანადგურებს მეტოქე სუსტია, მოსაწყენია, რეალი როცა ანადგურებს, ვინ უნდა გააჩეროს, მაგარი სანახაობრივი/საინტერესო თამაში იყო და ა.შ. 
ბავარიამ 53-ჯერ გაანადგურა მეტოქეები, არსენალმა 35-ჯერ, ჩელსიმ 36-ჯერ, მანჩესტერმა/ლივერპულმა 38-ჯერ, სიტიმ 39-ჯერ
ბავარია მეტი მეგონა, ხამებს რომ გვეძახდნენ და მერე აღმავლობა რომ დაეწყოთ და ჩვენზე უარესად ანადგურებდნენ გუნდებს
ჰოდა ისევ, აუტსაიდერებზე, ბოლო 5 სეზონში ბარსამ ჩემპიონატის ბოლო 10 გუნდთან დააგროვა ამდენი ქულა:
48, 49, 56, 48, 54 - 51 ქულას აგროვებდა საშუალოდ სეზონში სუსტებთან (ქვედა ათეული)
მანჩესტერი, ლესტერთან რომ წააგო, იქამდე რას უშვრებოდა: 50, 57, 52, 47, 52 - საშუალოდ 51.6 ქულა, ანუ 3 ქულით

მეტი აიღო და სეზონური რეკორდიც (57 ქულა შესაძლო 60-დან) მანჩესტერისაა,
არავის უთქვამს მანჩესტერის თამაშების ყურებას რა აზრი აქვს, მაინც მოიგებსო 
(ვინც თქვა, ალბათ ლესტერს არ უყურა, ან გათიშა 1:3-ზე, მე არ ვიყავი ასეთებში

),
სამაგიეროდ ბარსას ჯერ ბოლტონთან უნდა დაემტკიცებინა სიძლიერე » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეტყობა მაგიტომ გაუშვეს ბარსა B რამდენჯერმე ტურნეზე ინგლისში და წარუშლელი შთაბეჭდილებაც დაუტოვეს ადგილობრივ გუნდებს, ბარსა B-მ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ესპანეთის ჩემპიონატი > პრემიერლიგა, ვინმემ ასე თუ გაიგო, არ მითქვამს

This post has been edited by ფაბრეგასი on 23 Sep 2014, 02:07