Gigeeმართლა მაინტერესებს რით არის ბარსელონა სოფლის გუნდი და რეალი ღირსეული და თავმოყვარე გუნდი..? )))
მე მახსოვს მოუს გუნდი, მათი უღირსი საქციელი მოედანზე, ფეხის დაბიჯებები, თავში და თვალში ჩარტყმები, პრესკონფერენციებზე დაცინვები ან ვაფშე არ გამოცხადებები, სასაკლაოდ აქციეს კლასიკოები... მაურინიოს ათასი სიბინძურე ყველას გვახსოვს და რას შვება შენი ღირსეული რეალი..? ლიშბი შედეგი დაიდოს და ქვეშ ეგება მაურინიოს, ნებისმიერი ღირსეული და თავმოყვარე გუნდი ადგებოდა და გააგდებდა მას... საპირისპიროდ რა მივიღეთ გახსოვთ..? ბოლო მომენტამე ბერნაბეუ უმღეროდა დარჩენაზე...
მე მახსოვს თქვენი ღირსეული ვიცე კაპიტნის საქციელი პუიოლთან და ჩავისთან... ესპანეთის ნაკრების ორ ლეგენდასთან და იდეაში მის მეგობრებთამ.. და მგონი ბოდიშიც არ მოუხდია... და ერთადერთი კაცი რომელიც ცდილობდა სიტუაციის დაბალანსებას ამოიჩემეს, გარიყეს, დედა#####ნეს და ეს კაცი კლუბის ლეგენდაა... ახლაც ბეზპრიჩინა 40კ ადამიანი ტრიბუნიდან უსტვენს... წააგებდნენ ფინალს და მთელიგუნდი ეგრევე გადიოდა მოედნიდან, ათას რაღაცას აბრალებდნენ და ღირსეულად არცერთ მარცხს არ ხვდებოდნენ.... მე ეს მახსოვს უახლოესი წარსულიდან და ეს ნამდვილად არ არის საამაყო ჩემი აზრით...
და რა ხდებოდა ბარსელონაში? ბარსას მხრიდან არ ყოფილა ზღვარგადასული უხეშობა კლასიკოებში, ძალიან ბევრ პროვოკაციაზე შეძლო გუნდმა და არ წამოეგო, განცხადებებიც ბევრად ღირსეული ქონდა პეპსაც და ფეხბურთელებსაც.... ფინალები წააგეს და თვალცრემლიანი მოედნიდან უყურებდნენ სანამ რეალი ზეიმობდა და არ გაქცეულან... ბევრი საწუწუნო ეპიზოდი ყოფილა ბარსას მხარესაც მაგრამ არ ტიროდნენ მაგის გამო.... და კიდე ძალიან ბევრი, ყველაფრის დაწერა მეზარება, ბევრი არც მახსოვს ალბათ...
მართლა არ მესმის რით არის რეალი უფრო ღირსეული ბარსელონაზე...? თუ შეგიძლია ამიხსენი... ))) [საჩხუბრად და დასაძაბად არ ვწერ ამ პოსტს, სპოილერში ჩავსვამ და შეგიძლიათ სხვები არ გამომეხმაუროთ, თუკი კონსტრუქციული და ნორმალური საუბარი გინდათ, მოჟნა... ბავშვები არცერთი ვართ და შეგვიძლია წესიერად კამათი იმედია, მიუხედავად იმისა რომ სხვანაირად ვფიქრობთ

]
უბრალოდ მართლა მაინტერესებს რატო ფიქრობთ ეგრე.... მე ვიყავი 3 წლის წინ ბარსელონაში და ნეტავ ეგეთი პროვინციები და სოფლები ჩვენ გვქონდეს...

მასტებს ყველაფერი აქვთ რაც შეიძლება ინატრო ერთ მხარეში.... უდიდესი ისტორია, საოცარი კულტურა, არქიტექტურა, ისტორიული შენობები და ციხესიმაგრეები, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი პიროვნებები, საოცარი ხელოვნება.... აქვთ სამთო და საზღვაო კურორტი, 1-1 მოწინავეა ტურისტების მიღების მხრივ, ესპანეთის შემადგენლობაში ყველაზე შემოსავლიანი და მდიდარი მხარეა... ძალიან მოწესრიგებული ქუჩები(არადა ყოველდღე ასიათასობით კაცი დადის), ევროპული შეგნება ფეხით მოსიარულეებშიც და მძღოლებშიც... ცალკე სპორტი, სადაც თითქმის ყველა სახეობაში ევროპაში მოწინავე გუნდები ყავთ.... აი ბარსარეალობა რო გვერდზე გადადო, სამოთხეა ნამდვილი თქვენთვისაც კი...

ნებისმიერი აქ მყოფი დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა იქ