იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტური შაბათს დაიწყო. გაიმართა ორი მატჩი, სადაც გამარჯვებები მასპინძლებს დარჩათ. ჰელასელებმა ზემანის “კალიარის” მატჩის მიწურულს ტაჩციდისის გოლით მოუგეს, საგოლე პასი ჰალფრედსონმა ჩაიწერა აქტივში.
“ვერონამ” მეექვსე ადგილზე აინაცვლა, თუმცა მეოთხეადგილოსან “მილანსაც” ამდენივე ქულა აქვს. “ვერონა” პირველადგილოსანს ოთხი ქულით ჩამორჩება. “კალიარი” კი კვლავ იქ დარჩა, სადაც იყო, გასავრდნ ზონასთან ახლოს.
“ჯუზეპე მეაცაზე” ინძაგის მოთამაშეების დომინირებით მიმდინარეობდა მატჩი. მართალია პალოსკი და მაქსი ლოპესი ცდილობდნენ შეტევების გამწვავებას, თუმცა გოლამდე საქმე ვერ მივიდა.
მუნტარიმ ძალიან კარგი გოლი გაიტანა. კარგად შესრულებული დარტყმის გარდა, ეს გოლი მასპინძლებს ძალიან სჭირდებოდათ. დაწინაურების შემდეგ “მილანი” უფრო მეტად დაეუფლა ინიციატივას და უფრო ლაღად ათამაშდა. მუნტარის გოლს ჰონდას გოლი მოჰყვა.
ინძაგის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან არ დაშორდა ლიდერებს და მათთან ახლოს იმყოფება.
http://www.skysport.ge/%E1%83%9B%E1%83%90%...83%94%E1%83%91/