შოუ იმედია მოასწრებს გამოჯანმრთელებას სანაკრებოების პერიოდში

+ ქერიქი,ერერა,ჯონსი,ევანსი დაბრუნდება და თითქმის ჯანმრთელები ვართ რა
ვილსონი 30_ე კაცი იყო რომელიც წელს მოედანზე გამოვიდა ! გიჟია ვან გაალი, მაგდენი მოთამაშე ზოგ მწვრთნელს 2-3 წელში არ გამოყავს ხოლმე და ამან 6 ტურში მოასწრო.
დე ჰეა - 10/10 ტოპ კლასის სეივები დადო, მაგ 3-4 სეივიდან ნებისმიერი შეიძლება თამაშის სეივი ყოფილიყო ნებისმიერ მატჩში და ამან ერთდროულად დადო ყველა
რაფაელი - გოლის მომენტში გვიღალატა , დანარჩენი წინაც მაგარი იყო და უკანაც
შოუ - იგივე ოღონდ ამან პენალტის მომენტში უღალატა გუნდს
როხო/მაკნეარი - არ იყვნენ საიმედოები მაინცამაინც მაგრამ ჯერ შეიძლება გამოუცდელობაზე დაბრალება
ბლინდი - ძალიან კარგად ანაწილებდა ბურთს და მთლად კეთინოც აღარ იყო ორთაბრძოლებში
დი მარია - რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მაგრამ საერთო ჯამში საიმედოდ იდგა და ჩანდა მაგისი დონე ყოველ შეხებაზე
ვალენსია - ბევრი არც იყო მაგისგან მოსალოდნელი
მატა - თამაშის უდიდესი ნაწილი ორთქლდებოდა მოედნიდან, ისეთები შეეშალა მაგას რო არ ეშლება ხოლმე არასდროს მაგრამ საგოლე პასი გააკეთა მაინც არაუშავდა
პერსი - ძალიან გამოფიტული ჩანდა, შეტევების წამოწყებაში ერთვებოდა კარგად მაგრამ მაინც ჩააგდო
ფალკაო - მაგრად გამოყლევდა, ამ 3 თამაშში ყველაზე ცუდი ეს იყო. ძალიან ბევრი მომენტი ანიავა და მაინცამაინც აქ გაიტანა