ვაი დედა... მაგარი დაცვაო, და პრახადნოი დვორი იყო... აბსოლუტურად დამსახურებული 2 გოლი გაიტანა ოლიმპიაკოსმა, და უკეთესი შემსრულებლები რომ ყოლოდა კიდევ მეტი უნდა მიეყოლებინა! კატასტროფა იყო დაცვა!
ეხლა ხვდებით რატომ თქვა ალეგრიმ, სანამ ბარძალი არ გამოჯანმრთელდება 4 მცველზე ვერ გადავალო???

ნუ ერთი რაც შემიძლია დავაბრალო საუკუნეა ასეთი სქემით არ უთამაშიათ, თუ უთამაშიათ საერთოდ, ერთი პირლოს მილანში და აქეთ ჯიჯი, კიელინი, მარკოზას რანიერის დროს ალბათ... შეტევა ფანტასტიური იყო
დამაგვირგვინებელი ფაზის გარდა. და ამდენი აცილებული ბურთი არის ემოციური სტრესის ბრალი, გვაკლია გენიტალიები ევროპაში, ნამეტანი პატარა გვაქვს; იმისათვის რომ გაგვეზარდოთ, უნდა მივეჩვიოთ ბობოლებთან თამაშს და მათ დამარცხებას. რეალთან ვიჭიდავეთ შარშან და არ გამოგვივიდა, სულ ცოტა დაგვაკლდა. წელს ატლეტიკო თუ დავამარცხეთ სახლში ერთი კარგი ნაბიჯი იქნება, ცოტა თავდაჯერებას შემატებს, და მერე ეგებ ბავარია-რეალი აგვცდეს (ნუ თუ მეორეზე გავედით). დანარჩენებთან იბრძოლებენ მაინც, ამ ორთან უშანსოდ იქნებიან... მამენტ არც დორტმუნდი მინდა, რეაქტიულებივით დარბიან, და გაზაფხულზე რა ფორმაში იქნებიან კაცმა არ იცის ან ისინი და ან ჩვენ...

ცუდი ისაა რომ ამ სქემაში მარკოზა-პოგბა-ვიდალიდან არცერთს არა აქვს აი იმ თავდამსხმელების უკან მოთამაშის სქილები... ვინმე არაორდინალურ/არაპროგნოზირებადი ინდივიდუალისტი გვინდა მანდ... ეგებ ვინმე ახალგაზრდა მოიყვანონ მანდ, მაგრამ ვინ აი საკითხავი ესაა. ნუ მამენტ ტევესი შეიძლება დაწიო "10"-ზე და სხვა ხარისხიანი ფორვარდი ეძებო მაშინ წინა ხაზში. (ის ერთი გოჯა არ ახსენოთ, კაპიკია მაგის ფასი ცენტრში

)
პ.ს. რა იქნება პირლო ერთი 5 წლით ახალგაზრდა იყოს

; ამ "დაიმონდით" ანუ რომბით პირლოს სინელე საერთოდ არ ჩანდა გუშინ, ზატო თამაშს ამწვავებდა უსასტიკესად, და 1-2 შეხებაზე მეტს არა აკეთებდა ბურთთან; ეგრევე გამწვავებაზე მიდიოდა, ან ფლანგს ცვლიდა შეტევის...