ვნებათა ღელვა ჩაცხრა მეტნაკლებად, და ჩემს "ერთ ორ სმეშნოი" სიტყვას დავსწერ განვლილ მატჩზე:
მსაჯის კონტექსტი რომ ამოვიღოთ- არ მინდა განხილვა;მომეწონა ტემპი, ორივე გუნდიდან. არ ჰგავდა ტიპიურ იტალიურ და თუნდაც ტიპიურ იუვეს თამაშსაც. ძალიან მაგარი იყო, მთელი 90 წუთი მოდუნება არ იგრძნობოდა. დიდი პატივისცემა რომას, ესენი რომ არა (ჩვენი ლაკმუსის ქაღალდი) ვერც დავინახავდით რა დონეზე შეგვიძლია თამაში და ასევე რა ტემპში. წარმატებები მგლის ლეკვებს როგორც შინ ასე გარეთ. იმედია კიდევ უფრო გაძლიერდებიან, და არა მარტო ამ სეზონში არამედ მომავალ სეზონებშიც შეინარჩუნებენ ტოპ ფორმას. წარმოიდგინეთ დაახლოვებით ამ დონეზე რომ იყოს მილანი, ინტერი, ნაპოლი, ფიორე. ოდნავ ქვევით მაგრამ ბევრით არა პარმა, უდინეზე და სამპა თუნდაც; რა დედებს ვიხმართ ჩვენ და სხვა იტალიური კლუბებიც ევროპაში?! 38 ტურიდან 10 რომ სამკვდრო სასიცოცხლო გაქვს; პლიუს 6-8 კიდევ საძიძგილო რამდენად გაიზრდება გუნდის გამოცდილება, მენტალიტეტი, ტაქტიკა, ადაპტაცია;
თორემ აქამდე 103 ქულით ვიგებდით ჩემპიონატს ისე რომ რეალური მეტოქე ლიგაზე გვხდება მარტო და ქე ვვარდებოდით მუხლის კანკალის ან ზედმეტად თავდაჯერებულობის გამო (თუ სხვა მიზეზების გამო ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს)... მოკლედ ფორცა რომა. ფორცა მილანი, ნაპოლი, ფიორე, და უხსენებლებიც (ჯანდაბას

).
უშუალოდ თამაშს რაც შეეხება ტოტის პენალტამდე ჩვენს საჯარიმომდე მოსვლას ვინ ჩივის გააზრებული შეტევა არ გაუკეთებია რომას. ანუ სადღაც 25-30 წუთი ბურთის ფლობის 60-65 პროცენტი ჰქონდათ მგლებს, და ჩვენ მომენტს მომენტზე ვქმნიდით, ან ძალიან სახიფათოდ ვუტევდით; დიდი პლიუსი ალეგრის ამაში! მერე ლაფუსები იყო უკვე მსაჯის გამო თუ ფსიქოლოგია/დაძაბულობის გამო, ეგ გამოვტოვოთ. თუმცა რომას გააზრებული შეტევები აღვნიშნოთ. ჟერვინიოს რომ გაეტანა ის გოლი შეიძლება რომალების ზეიმი ყოფილიყო, ვიდრე ტურინელების.
მეორე ნახევარში ცოტა ალღო აუღო გარსიამ ამ კონტრ ტაქტიკას სადღაც პირველი 20-25 წუთი მაგრად დადგა რომა. მაგრამ ამის მერე უკვე შედეგი იგივე იყო, ბურთი ამათ უმეტესწილად, მაგრამ მომენტები იუვეს. ასეთი მოქნილობა საკმაოდ მომეწონა. ანუ ალეგრის გაჯორების მომენტი არ აქვს გინდა თუ არა 70% უნდა მქონდეს ბურთიო, შეუძლია სხვანაირადაც შემოატრიალოს პლასწინკა ანუ პირველი და მეორე ნომერი იცის, ესეც საქმეა

. ლორენტეზეც მიხვდა და შეცვალა, საკმაო დრო დაუთმო მორატას, რომელმაც შემოსვლიდან 5 წუთში უფრო მეტი სახიფათო შეხება და დარტყმა გააკეთა ვიდრე ბასკმა 60 წუთის მანძილზე. ძალიან ცუდია რომ უაზროდ გაადგეს, დარწმუნებული ვარ რომ მომდევნო თამაშს ძირითადში დაიწყებდა. მაგრამ არაუშამს, სასოულოში გვაქვს შემდეგი გასვლა და ავიტანთ კნუტად ქცეულ ელ ლეონეს როგორმე, მერე უკვე პირეოსში გასვლა და იმედია აქ 70 წუთზე მეტს დაჰყოფს მორატა.
იმედია სასოულოსთან კომანსაც ვნახავთ, ისე ავანწიურაზეც წავიდოდა კაცი და კომანი-ტევესი-ჯოვინკოს ტრის დააყენებდა.
მოკლედ მე იმედიანად ვარ. მთავარია ეს 3-5-2 მოიცილოს ალეგრიმ როცა არ მუშაობს, და როცა კადრები ჰყავს და მერე უკვე შევხედოთ. ჩემპიონატს ალბათ უფრო მოვიგებთ, აი ლიგაზე რომ გავატრაკოთ დიდი ყ ვერები გვჭირდება, და იმედია გაიზრდიან რამენაირად...