David-22JubaGrვიზრდებით და რეალობას ვუახლოვდებით
აღარ მიდის Yლის ოქროდ გასაღებები
ადრე თუ ვენეგრს ვაღმერთებდი და მააგზე მაგარი არავინ მეგონა ეხლა ვიძახი რო ფეხბურთის ისტორიაშI ყველაზე მაგარი ლუზერია
არც ლიგისდ ა PL მოგების მჯერა
მარა ატლეტიკოსნაირებს რომ 24/7 მძღნერიანი წკეპლით ვცემთ მაგას არასდროს გადავუხვევ
* * *
ვინც არ იცით აუცილებლად ნახეთ ამ ტემის კლასიკა
ლენონა VS დავითა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როგორ მოვიქცეთ სპურსელნო, როცა არ გესმით სიტყვით?
ლექსად რომ გითხრათ სათქმელი, პასუხს ლექსად თუ იტყვით?
არ ვიხიბლები ბლექბერნით, არ ვიხიბლები სიტით,
მე არსენალის გულისთვის, ვენას გავიჭრი ბრიტვით.
რა გინდათ, რა არ გასვენებთ, ქარლინგის თასის მატჩი?
ლიგაზე პირველად მოხვდით, რას გვედავებით, რა გჭირთ?
დეკემბრის ბოლოს გაიგებთ, თურმე რომ ჯფუში ჩარჩით,
რომ გითხრათ ჯენას სესკი სჯობს, არ დაფიქრდებით, დამჭრით.
ნუთუ თქვენ თვითონ არ იცით, ვინ ლიდერობდა ჩვენში,
ჩვენ რომ ტიტულებს ვიგებდით, რედნაპს ეძინა სხვენში.
თურმე "ვან პერსის დეფო სჯობს, პალასიოსი სონგს
ქაბული თავით გაიტანს ემირატებზე გოლს".
© დავითა
რამდენჯერ უნდა გვითხრათ, რომ დიდი გუნდი ხართ, დიდი,
დემაგოგია გხიბლავთ და სულ არ გინდათ ფიქრი.
დეფო რომ პერსის ჯობია, ამას არ ვამბობთ ჯიბრით,
რეალობაა უბრალოდ, გოლები გააქვს მიჯრით.
თამაში რომ შეგვიძლია, ამის მოწმეა ღმერთი,
საბუთი გინდათ? ლეინზე, მოგიგეთ ხუთით-ერთი.
შეხედეთ! ეს ვინ მოსულა? რედნაპი მოდის ეტლით,
ემირატებზე არ გახსოვთ? დასჭექა დევიდ ბენტლიმ!
ვენგერი ”სტოპს” ხელს არ აჭერს, არ ეშინია გონგის,
პრინციპში, რაა საშიში, გუნდში ჰყავს სონგ-ბილონგი.
ლექსზე ლექსითვე გპასუხობ, ბონდი ვარ, ჯეიმს ბონდი,
თქვენი დრო უკვე წავიდა, ახლა ჩვენი დრო მოდის!
© Lennon7
მე პირველ რიგში ვაფასებ, პასუხს გარითმულს ლექსად
ვარჯიში გინდა რითმებში, თუ გინდა იყო ექსტრა.
რაც შენ მაგ ლექსში დაწერე, უკვე ვიხილეთ ტექსტად,
რამე ახალი გვითხარი, სანამ დავკარგავთ ექსტაზს.
ლიგაზე ბურთის გორება, გადაგგცევიათ ოცნებათ
რაც მეთოფეებს მობეზრდათ, სპურსი დღეს იმით ოცდება.
ვერაფერს სწავლობთ ფაქტებით, ვერაფერს ახმართ გონებას
აღარ იხსენებთ ძველ დღეებს, არ ცდილობთ მათ მოგონებას.
დომინერება განერთა, დეკადებს უძლებს გარდასულს
მსოფლიო არსენალს იცნობს, დღეს ადიდებენ განა სპურსს?
ჩვენს ისტორიას, ტიტულებს, დიდებას, თამაშს გამართულს
ისე ადვილად გვიკარგავთ, როგორც ჭრის დიდი დანა პურს.
ვითომ თქვენ პროგრესს განიცდით, ვითომ ჩვენთან რეგრესია
მთავარ მატჩამდე დაიცდით, მერე კი - კვლავ დეპრესია.
მეტოქის პატივისცემა და დაფასება, წესია
ჩვენ კი მადლობის მაგივრად, დღეს სპურსი შემოგვესია.
რა უნდა გითხრა, შენც იცი, ჩვენში ვინ უარესია
ან თვალებს ძალით იბრმავებთ, დაიმართეთ ამნეზია.
მარაზმად გექცათ სიტყვები, გაჩუმდეთ უკეთესია
პალასიოსი ყოფილა ლონდონში თურმე მესია.
© დავითა
რა დაგემართა ყმაწვილო, დავითა ხარ თუ დუდი,
შეეშვი დემაგოგობას, დავლიოთ კათხა ლუდი.
სპურსის თემაში მოგვიწყვეთ ნაღდი ქართული ბუნტი,
მაგრამ მედგრად რომ დაგიხვდით, ქვა გასროლინეთ კუდით.
ექვს თამაშში რომ ერთხელ მოგვიგეთ, რეზულტატია სუსტი,
რაც უნდა ”დიდები” იყოთ, მაინც მრგვალია ბურთი.
მეზობლები ვართ, ამ წყენას, გთხოვთ, ნუ ჩაიდებთ გულში,
ჩვენ ხომ მან სიტი არა ვართ, საქმე არაა ფულში.
გარითმვას რაც შეეხება, რა დაინახე ცუდი?
ჩემი მეორე ლექსია, პირველი იყო გუშინ.
ეს გამოცდილი პოეტი დებიუტანტს მჭრი ზურგში,
ეგ ტყვია ვერას დამაკლებს, ვერ შეაღწია სულში.
ემირატებზე დავბრუნდეთ, ”დიადი” კლუბის სახლშია,
მაგისი აშენებისთვის, ვენგერი ახლაც ვალშია.
დაბერდნენ ახალგაზრდები, ვეღარ თამაშობს სანია,
დაცვა არაფრად გივარგათ, რა გოლებს გიტანთ ნანია.
როგორც ბენიტეს იტყოდა, მე რასაც ვამბობ - ფაქტია,
თქვენი 40 ტიტული? ეგ მხოლოდ არტიფაქტია.
ასე რომ, ჩემო განერნო, ნუ აგივარდათ თავშია,
უილშირი ვერას გიშველით, ჯეკი ჯერ მხოლოდ ბავშვია.
© Lennon7
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ როგორ მიყვარს სპურსი
და არ ვაპირებ, ოდესმე, შევცვალო ჩემი კურსი.
ლექსების წერაც დავიწყე, ჯერ დამწყები ვარ, სუსტი,
მაგრამ ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად ზუსტი.
კაპიტნები გყავთ მაგრები, კლუბიდან როგორ გარბიან,
გალასი ისე მოვიდა, არ შეუხრია წარბია.
ფაბრეგასს რაღატომ ტანჯავთ, რატომ დაგიბამთ ლაგმითა?
ერთგულებას თუ ელოდით, ვერ დაგიმტკიცათ საქმითა.
შარშან, ლეინზე, დერბიში, ჩვენი ოცნება ასრულდა
და ამის პარალელურად - თქვენი სეზონი დასრულდა.
პროგრესი რომ გვაქვს აშკარა, ამას დანახვა ხომ უნდა?
დავითა ამას ვერ ხედავს, სპურსის გალანძღვა მოუნდა.
კამათში არგუმენტები - ეს მიღებული წესია,
თქვენ კი სანაცვლოდ მოაწყეთ დილეტანტების სესია.
ჭეშმარიტება გგონიათ ყოველი თქვენი ვერსია,
საუკეთესო ყოფილა რობინ ჰუდ ვან დამ პერსია.
კლიშის ტექნიკა არა აქვს, დიაბი ძალზედ ნელია,
აწმყოში ვერაფერს აღწევთ და მომავალიც ბნელია.
რაც კი რამ მქონდა სათქმელი, მე ლექსად დამიწერია,
თქვენს ნაწერებში სიმართლე ჯერაც ვერ გამოერია...
© Lennon7
რითმმაც დაკარგა ეფექტი, ლექსმაც დაკარგა აზრი,
პასუხს არ მაცდი ჭაბუკო, შაირის ფარგლებს გაცდი.
მეორე ლექსზე არ მითქვამს სიტყვა, მესამეს მაწვდი
იქნებ მოვესწროთ იმ დღესაც, როცა წაკითხვას მაცდი.
მეტი იფიქრე ხარისხზე, თან ივარჯიშე დამარცვლით,
არ გაგიკვირდეს დუდისთან შაირში თუკი დამარცხდი.
ნუ გაგახარებს ის ფაქტი, რომ 5 სტროფს უკვე გადაცდი,
გადაიკითხე თავიდან, მიხვდები რითმში სად აცდი.
არც ეს შენიშვნა გეწყინოს, ჩემგან მიიღე რჩევად,
ნურც გაბრაზდები, ცხელ გულზე არ მოგეჩვენოს წყევლად,
ეცადე, დემაგოგია არ გადაგექცეს ჩვევად,
რეალობას და სისწორეს აღიქვამ მერე ძნელად.
ახლა კი მივყვეთ შენს ლექსებს და განვიხილოთ მითები,
იწყებ და გიკვირს, მე რა მჭირს, სახელსაც კი მეკითხები.
მერე ლუდზეც კი მპატიჟებ, მოატანინე ჭიქები.
ალბათ დათვერი კუდით რომ გაგვასროლინე იქ ქვები.
უცებ იხსენებ ჩვენს შორის ბოლო მატჩების შედეგებს,
თურმე მოგებას და 3 ფრეს, 6 მატჩში ვინ რას შეირგებს,
მერე კი ამბობ, რომ ჩვენ გვწყინს, გვიქმნი ტყუილის შედევრებს
და უცებ "ძმურ ხელს" გვიწოდებ, ავად ახსენებ შეიხებს.
მერე მაბრალებ რომ თურმე, ახალბედას გჭრი ზურგში,
რა ვუყო, თუკი ეგ ლექსი, მე ცუდად მომხვდა ყურში?
მოძებნე ტოლი პოეტი, მე ნუ მიდგები ზუბში.
საყვარელ კლუბს გიდღიგრძელებ იმ კათხა ლუდის ყლუპში.
ვაგრძელებთ ლექსის განხილვას, ემირატებზეც მოვხვდით.
"ვახ, ჩავიძირეთ ვალებში" - გვითხრა ვენგერმა ოხვრით.
დაბერებულა სანია, ძლივს დალასლასებს ხოხვით,
თურმე ნანიმაც აგვიკლო თავისი მიხვრა-მოხვრით.
და უცებ ლექსსაც გვიმთავრებ, მაგ ბენიტესის ფრაზით,
ჩვენს ოცდაცხრამეტ ტიტულსაც აღნიშნავ ჩუმი ბრაზით.
თავშიც რომ ჩვენ აგვვარდნია, ჩაგვძახი სიტყვით ნაზით.
უილშირი თურმე ბავშვია, ჯერ დარბის უნიტაზით.
ახლა მივხედოთ ბოლო ლექსს, დაგიწერია ცხრა რიცხვში,
მე ქალაქგარეთ ვიყავი, შენ კი ფორუმზე აიშვი.
უნდა აღვნიშნო მესამედ რომ დაიხვეწო თან რითმში,
ნუ გეგონება, რომ სუსტი პოეტი ნერვებს ამიშლის.
ეს თქვი და უცებ ეძგერე, მეორე სტროფში კაპიტნებს,
გალასის პიროვნებაზე ნუ კარგავ დროს, ნუ გაფიქრებს.
სესკი გვჭირდება და რჩება, არსად წასვლას არ აპირებს,
პიკე და ხავი ხომ არ ხარ, დანაც კი ვერ ხსნის მათ პირებს.
მორჩა, ამ ლექსით ვამთავრებ, შენთან კამათის სერიას,
მესმის, რომ თქვენთვის შვებაა, რომ თქვენთვის ესეც ბევრია
როცა თერთმეტი სეზონი ნანატრ მოგებას ელიან,
მესმის როცა ხარ სპურსელი, ეს ყველაფერი ძნელია.
© დავითა