http://www.youtube.com/watch?v=8HUjWqhSR94ამ ვიდეოზე ყოველთვის დამბურძგლავს.
ასეთ დროს ხვდები, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე სისხლში გექნება ეს გუნდი.
რამოსმა მეორე რომ გაიტანა, არ მინდოდა და ძალაუნებურად წამომივიდა ცრემლი, ერთდროულად სინანულის, უღონობის და სიამაყისაც.
შარშან ატლეტიკოსთან, დამატებულ დროში, ტვინს არ უნდოდა დაჯერება, მაგრამ ფაქტად მივიღე უკვე, რომ დიდი ალბათობით წაგებული იყო ფინალი, და 2002-ის შემდეგ რა უბედურებაც გამოვიარეთ, ყველაფერი ცხადად დამიდგა თვალწინ, აი თითოეული დამახსოვრებული წუთი დარბოდა გონებაში, რა დაგვჭირდა იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით, რა დამცირება და იმედგაცრუება გადავიტანეთ, და უცებ ეს ყველაფერი ამაო ხდებოდა, სულ რაღაც ორიოდე წუთში.
ზუსტად მახსოვს როგორც ვიყავი, ეგეთი წუთები არ გავიწყდება.
და უცებ ისევ რამოსი.
რა დამავიწყებს იმ თავურს და იმ ემოციას და ენა რანაირად მომიბრუნდება, რომ მაგ კაცზე ცუდი ვთქვა.
მაგიტომ მტკივა გული, აქ ვეტერანებს რომ აგინებენ.
რამდენი უბედნიერესი წუთის გამო ვარ იმ ხალხის მადლიერი, და აქ ზოგი რაებს წერს.
გამოვა ვინმე ამ ფორუმზე 10 წლის შემდეგ და რამოსზე იტყვის, მაგის დედა #####ან, ბევრ წითელს იღებდა, რამდენჯერ დააღალატა გუნდი და ეგ რა გასახსენებელიაო, აგერ გვყავს ასეთი და ასეთი კაციო, იმიტომ რომ იმ დროსაც იქნება ვინმე, ვინც ვთქვათ რამოსზე ნაკლებ ყვითელს მიიღებს, მეტს გაიტანს და დაცვაში უკეთესად ითამაშებს.
მერე რომ ვიტყვი, რატომ ამბობო, ამ ყველაზე მადრიდისტეეე სასტავმა ხო ტვინი #####აო იტყვიან. უკეთესია ეს და იმ ძველს მაგიტომ ვაგინებო.
შე კაი კაცო, იმის მაგივრად, გიხაროდეს და ამაყობდე, ასეთი კაცი გვყავდაო, დედის მუდელს აგინებ იმიტომ, რომ ვიღაცა უფრო მაგარი გამოჩნდა?
თავისი ლოგიკით გაუმარჯოს ყველას, მაგრამ მე ძველიც და ახალიც მიყვარს და ორივეს წარმატება მიხარია და ერთმანეთს არ ვადარებ. იმიტომ, რომ ორივე ძვირფასია და ჩემი უსაყვარლესი გუნდისთვის მოედანზე ლიტრობით სისხლი და ოფლი აქვს ნაღვრელი, მერე რა, რომ ზოგჯერ არ გამოსდიოდათ ისე, როგორც საჭირო იყო.
რას იზამ, დრონი მეფობენ, ათას კაცს ათასი აზრი აქვს და მოკლე მეხსიერებაც, მაგრამ ვისაც საჭიროა, ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს, ხომ ასეა?
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.