internazionale
JZ4Ever!!!

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12779
წევრი No.: 7947
რეგისტრ.: 28-December 04
|
#42491018 · 9 Oct 2014, 16:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„სჯობს იყო მეორე, ვიდრე ქურდი“
ყველა სტუდენტმა იცის ანდაზა: „თავიდან შენ მუშაობ ჩათვლაზე , შემდეგ კი ჩათვლა მუშაობს შენზე“. ასეა ფეხბურთშიც: საკმარისია შეიქმნათ გარკვეული რეპუტაცია და ის გამოგყვებათ თქვენ სამუდამოდ, იმის მიუხედავად იმსახურებ ამას თუ არა..
წინა ტურში, არბიტრმა საკანიმ დადო აბსოლიტურად უსამართლო პენალტი "ლაციოს" კარში, მხოლოდ იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელდა მას შემდეგ რაც კოლაროვმა მას ბურთი პირდაპირ თავში გაარტყა წინა ჩემპიონატში. ძნელი სავარაუდოა, რომ "იუვენტუსის" ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მოიზიოს ისეთი მწვრთნელი, რომელიც გასწევს არბიტრის ასეთ მძიმე სამუშაოს... თუმცა კლუბის რეპუტაცია, წლებთან დაგროვებული უსწრებს მას, ხალხური სიბრძნის თანახმად:“თუ დაუჯერებ ერთხელ, მეტჯერ აღარ დაიჯერება“
"იუვენტუსის" ხელმძღვანელობის ხრიკები და მაქინაციები მოდის შორეული 1913 წლიდან, როცა კონკურენტები დასცინოდნენ ბიანკონერის „პიემონტის ჩემპიონატში“ მეექვსე, ბოლო ადგილის გამო. იმ წლის ჩემპიონატი იყო რევოლუციური იტალიისთვის, რადგან მასში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ჩრდილოეთის გუნდები, არამედ სამხრეთის გუნდებიც , ნაპოლის გამოკლებით, ამ ტურნირის პირველი რეგლამენტი ითვალისწინებდა ჩემპიონატიდან ქვედა დივიზიონში გავარდნას.
"იუვენტუსს" კი გავარდნა არ სურდა, არანაირად არ სურდა, რადგან ეამაყა საკუთარი ისტორიით სერია ბ-ს გარეშე(კალჩოპოლამდე!). ისინი დიდხანს ფიქრობდნენ გამოსავალზე და საბოლოოდ გამოსავალი „თავისით“ გამოჩნდა. მომდევნო სეზონისთვის, პიემონტის ჯგუფი უკვე სავსე იყო, ხოლო ლომბარდიაში 1 ადგილი იყო თავისუფალი. და აი "იუვენტუსიც" ტურინიდან ლომბარდიაში გადაბარგდა, რეგლამენტში დარღვევის ძიებაში..
1923 წელს კლუბს სათავეში უდგება ანიელების შეძლებული ოჯახი. იუვენტუსის საქმეები მხრებზე დააწვა ახალგაზრდა ედოარდოს, რომელმაც გადაწყვიტა პროფესიონალიზმზე გადასვლა რამდენიმე წლით ადრე ვიდრე მას აღიარებდნენ ოფიციალურ დონეზე.
ფაქტიურად, როზეტის პრო ვერჩელიდან იუვენტუსში სკანდალური გადასვლით იწყება იტალიაში სატრანსფერო ბაზრის არსებობა. თუმცა არგენტინელი ვარსკვლავის, რაიმუნდო ორსის შემთხვევა უფრო აღსანიშნავია. იმისათვის რომ ფეხბურთელი ტურინში გადმოსვლაზე დაეყოლიებინა, ედოარდო ანიელი ყველა ღონეს ხმარობდა: ერთჯერადი თანხა 100 000 ლირის რაოდენობით, ახალი „ფიატ 509“ და 8 000 ლირა ყოველთვიური ხელფასის სახით - ეს ყველაფერი 1928 წელს!!! არგენტინისა და იტალიის ფედერაციები ამ ქმედებას აპროტესტებდნენ , მაგრამ შედეგი ის იყო რომ ორსის მხოლოდ მცირედი დისკვალიფიკაცია მისცეს, შემდეგ კი იგი ყალიბდება გუნდის ლიდერად და იგებს ზედიზედ 5 სკუდეტოს 30-იან წლებში... ომის შემდეგ, ანიელების ოჯახის წარმომადგენლებმა კვლავ დაიკავეს კლუბის პრეზიდენტის ადგილი, რომელიც მანამ სხვას ჰქონდა ჩაბარებული. თავდაპირველად ჯანი, შემდეგ უმბერტო - ორივე ედოარდოს ვაჟი. სწორედ უმბერტოს პრეზიდენტობის დროს (მან 21 წლისამ დაიკავა ეს თანამდებობა) მოხდა დიდი სკანდალი, რომელიც ძალიან ჰგავდა კალჩოპოლის მისი მოქმედი გმირებით: იუვენტუსი ინტერის წინააღმდეგ, ინტერის პრეზიდენტი მაშინ მორატების ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ. 1960-61 წლების სეზონში მილანელების მწვრთნელი ხდება ელენიო ერერა - რომელმაც გუნდი შესანისნავად აათამაშა და უპირატესობაც მოუპოვა. იუვენტუსი თავდაპირველად ცოტა შეყოვნდა, მაგრამ მანაც მალევე აუბა მხარი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სკუდეტოს ბედი უნდა გადაწყვეტილიყო 1961 წლის 16 აპრილს, ტურინში, უშუალო კონკურენტებს შორის. ამ თამაშზე დასწრების მსურველი ძალიან ბევრი აღმოჩნდა, ამიტომაც იუვენტუსმა 10 000-ით მეტი ბილეთი გაყიდა ვიდრე საშუალოდ ყიდდა, ისე გამოვიდა საბოლოოდ, რომ გულშემატკივრები პირდაპირ მოედნის გვერდით ხაზთან იყვნენ განლაგებულნი.
მატჩის მსაჯმა, გენუელმა გამბაროტამ, მისცა გუნდებს თამაში უფლება, ინტერმა ხარიხასაც კი მოარტყა ბურთი, მაგრამ ნახევარ საათში, როდესაც გულშემატკივრები უკვე სტადიონზე „იჭრებოდნენ“ იძულებული გახდა შეეჩერებინა თამაშის მსვლელობა. ასეთ შემთხვევაში, რეგლამენტის თანახმად ითვლება ტექნიკური მარცხი. თავდაპირველად ასეც მოხდა, მაგრამ უმბერტო ანიელიმ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პარალელურად, აიძულა ფედერალური სააპელაციო საბჭო რომ მიეღოთ გადათამაშების გადაწყვეტილება. ანჯელო მორატიმ ეს ყველაფერი პირად შეურაცხყოფად მიიღო და ერერას უბრძანა, რომ ამ მატჩში გაეყვანა „ინტერ პრიმავერა“, რომელსაც რა საკვირველია იუვენტუსმა საკმაოდ იოლად სძლია, 9:1 ( 6 გოლი გაიტანა ომარ სივორიმ და მიითვალა პირადი რეკორდი; ინტერის მხრიდან კი ერთადერთი გოლი ახალგაზრდა სანდრო მაცოლას ანგარიშზეა). მაშასადამე, სკუდეტო „დამსახურებულად“ მოიპოვა ბიანკონერიმ, ლეგენდარული ვიტორიო პოცო კი ამის შესახებ ამბობდა: „ეს უბრალოდ იყო სპორტის შეურაცხყოფა“... ერერა : „იუვე=FIAT. FIAT-ძალაუფლება“.
60-იან წლებში იტალიაში წამყვან პოზიციას იკავებს ინტერი, იუვენტუსისგან მიღებულია არა მხოლოდ საფეხბურთო დიდება, არამედ მცირე „პრივილეგიებიც“. იმდროინდელი ტიფოზები იხსენებენ, რომ ინტერის კარში პენალტი არ დაუნიშნავთ 100-ზე მეტ მატჩში ზედიზედ. არაა გასაკვირი, რომ როდესაც ანიელები ცდილობდნენ ძალთა თანაფარდობის აღდგენას, მათ ჯამპიერო ბონიპერტის გარდა მოიწვიეს საკულისო მატჩების სპეციალისტი იტალო ალოდი ინტერიდან. იუვენტუსი იწყებს რეგულარულ მოგებებს მსაჯების ხარჯზე. 1972 წელს ტორინომ დაკარგა სკუდეტო 1 ქულის ჩამორჩენის გამო, რადგან მსაჯმა ბარბარესკომ არ ჩათვალა ალდო აგროპის სუფთა გოლი თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე: ბურთმა მთლიანად გადაკვეთა კარის ხაზი და ამის შემდეგ გამოიტანა იგი სამპდორიას მცველმა ბლუჩერკიატმა. ტორინომ ის მატჩი 1:2 დათმო და დარჩა ოქროს მატჩის გარეშე.
არაკეთილსინდისიერად, მაგრამ მსაჯების გამოსარჩევი შეცდომების გარეშე გათამაშდა შემდეგი სკუდეტოც. უკანანასკნელ ტურში იუვემ(ოლიმპიკოზე რომას წინააღმდეგ) გადაასწრო მილანს(გასვლითი მატჩი ქონდა ვერონაში) და ლაციოს(დამრცხდა ნაპოლისთან 90-ე წუთზე) ანტონელო კუკურედუს გოლით დამთავრებამდე 5 წუთით ადრე. 1 თვის შემდეგ, ჯალოროსის პრეზიდენტმა, გაეტანო ანცალონემ გაყარა ნახევარზე მეტი გუნდი..
1976-77 წლების სეზონში, რომა-ტორინოს მატჩში(1:0) რომაელთა კარში არ დანიშნეს 100%-იანი პენალტი (ერთადერთი მარცხი სეზონში!), ეს მაშინ როდესაც ჯენტილემ კატანძაროს თამაშგარიდან გაუტანა, სამპდორიასთან მატჩისას კი 0:0-ის დროს გენუელებს გაუძევეს 2 ფეხბურთელი. სეზონი კვლავ 1 ქულიანი უპირატესობით დაასრულა იუვენტუსმა!!!
80-იან წლებში, იტალიურ ფეხბურთში მოხდა გრანდიოზული სკანდალი, რომელიც ისტორიაში „ტოტონერო“-ს სახელით შევიდა, რომლის წყალობითაც დაზარალდა მრავალი კლუბი და ფეხბურთელი. იუვენტუსი ამ ამბიდან სუფთად გამოვიდა, არანაირი დარღვევა!!!
მართლაც ასეა ეს ? საინტერესო შეკითხვაა.. მიუხედავად უამრავი ეჭვისა ვერ მოიძებნა ვერანაირი მტკიცებულება იუვენტუსის წინააღმდეგ, მაგრამ იმ ეპოქის ფეხბურთელი, კარლო პეტრინი, რომელიც აქტიურად ებრძვის სპორტში დოპინგს, თავის წიგნში „ფეხბურთის ჭუჭყი“, საუბრობს მეტად საეჭვო მატჩზე ბიანკონერსა და ბოლონიას შორის:
„ 13 იანვარი 1980 წელი. ბოლონია-იუვენტუსი.
იუვენტუსი რთულ მდგომარეობაშია. პირველად იგი გავარდნის საფრთხის პირასაა. ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტში ასე იყო..
გასახდელში დაძაბულობაა.. განსაკუთრებით მწვრთნელებს, პერანს და ტრაპოს ეტყობათ აღელვება, ამ ორ სერიოზულ ადამიანს..
(ართმევენ ხელს ერთმანეთს და საუბრობენ). „ჯოვანი.. წარმატებები.. (ჩურჩულით).. ფრე.... 0:0...
(ხმამაღლა). „დაე ძლიერმა გაიმარჯვოს!“. დაძაბულობაა ტრიბუნებს ქვედა ოთახშიც, თუმცა თამაში სინამდვილეში გარიგებულია. (იუვენტუსის ფეხბურთელების თამაში მახსენებს ნელ ცეკვას)
1:1 . ფრე, როგორც მოვილაპარაკეთ“.
უფრო დიდი აღშფოთება და მრავალწლიანი ხმაური მოყვა 1980-81 წლების სეზონს, როდესაც ერთმანეთს შეეჯახა ტრაპატონის იუვენტუსი და ლიდჰოლმის რომა. ყველაფერი კი დაიწყო ტორინოსთან მატჩით, რომელშიც მსაჯმა ჩათვალა ფრანჩესკო გრაციანის გოლი, რომელმაც იუვენტინოების აზრით, თამაშის წესი დაარღვია დინო ძოფის წინააღმდეგ. იმ მატჩში რობერტო ბეგეტა მსაჯთა მთელ ბრიგადას ეკამათა და დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა. ამის შემდეგ, ბიანკონერთა ბანაკში გადაწყვიტეს მიეღოთ შესაბამისი ზომები, მითუმეთეს რომ მსაჯები მათთან ვალში იყვნენ. 1981 წლის 10 მაისს, ტურინს ეწვია რომა, ისინი ცდილობდნენ ამ მატჩით გადაესწროთ ცხრილში იუვესთვის, რომელიც წინ 1 ქულით იყო. ტრადიციულად, ასეთ მატჩებში დიდი ბრძოლა იმართებოდა პირველ შეცდომამდე: ერთ-ერთ ეპიზოდში, ჯალოროსის მცველმა, რამონ ტურონემ, შეტევაში ჩართულმა თავით შეძლო კარის აღება, მაგრამ ლივორნოელმა მსაჯმა ბერგამომ, გვერდით მსაჯთან გასაუბრების შემდეგ ეს გოლი თამაშგარის გამო არ ჩათვალა. განმეორებამ აჩვენა, რომ თამაშგარე მდგომარეობა არ იყო, მაგრამ სკუდეტო მაინც იუვენტუსს დარჩა. წლების შემდეგ, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საფუძვლიანად იქნა გოლის მომენტი შესწავლილი და აღმოჩნდა რომ ტურონეს თამაშგარე ზღვარს 10 სმ აშორებდა. ამ ფაქტიდან გამომდინარე დინო ვიოლამ ტურინელებს „საჩუქრად“ სახაზავი გაუგზავნა...
1981-82 წლების სეზონში ბოლო ტურებამდე იბრძოდნენ იუვენტუსი და ფიორენტინა, ბოლო ტურის წინ ერთნაირი ქულათა მარაგით. ყველა მოელოდა, რომ სკუდეტო როგორც იქნა გადათამაშდებოდა „ოქროს მატჩში“, რომ არ ყოფილიყო ზედმეტი კითხვები და რაიმე უსამართლობა. ამ პერიოდში ბიანკონერიმ გაიჩინა მოსისხლე მტერი გენიალური რეჟისორისა და იების თავგადაკლული ფანის ფრანკო ძეფირელის სახით. მას ეკუთვნის სიტყვები:“ყველაფერი ჩვენი გულშემატკივრების საწინააღმდეგოდაა მიმართული. და რა გააკეთეს მათ ცუდი ? გულწრფელად რომ გითხრათ, მე მირჩევნია ******** იუვენტინოელებს, ვიდრე იჭყიპებოდნენ ნარკოტიკებით!“ საქმე კი მდგომარეობდა შემდეგში. ბოლო ტურში, ორივე გუნდი გასვლით მატჩს ატარებდა, თუმცა ამას უბრალო ფორმალობად თვლიდნენ, რადგან იუვენტუსი კატანძაროს სტუმრობდა, ფიორენტინა კი კალიარის. არბიტრმა პიერიმ, პენალტი დანიშნა კატანძაროს კარში, რომელიც ლიამ ბრეიდმა ზუსტად შეასრულა, რომლის შემდეგაც ზებრებმა იოლად მოახერხეს ანგარიშის შენარჩუნება. სარდინიაზეც გავიდა გოლი გრაციანის დამსახურებით, ოღონდ არბიტრმა მატეიმ იგი არ ჩათვალა, რომლის შემდეგაც ნულოვანი ფრე ბოლომდე შენარჩუნდა. კვლავ განმეორდა ძველი ისტორია და ამ დროს დაიბადა ცნობილი ფრაზა, რომელიც სათაურადაა გამოყენებული:“სჯობს იყო მეორე, ვიდრე ქურდი!“
გასული სეზონის მოულოდნელი ჩემპიონი ვერონა, იუვენტუსს შეხვდა ჩემპიონთა თასის მეორე რაუნდში, 1985/86 წლების სეზონში. პირველი მატჩი, „ბენტეგოდიზე“ დასრულდა უგოლოდ 0:0, გადამწყვეტი აღმოჩნდა ტურინში გასამართი მატჩი. პენალტი ბიანკონერისთვის - ბრიგელიას ხელით თამაში(სინამდვილეში მას ბურთი მკერდზე მოხვდა). როდესაც საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა ალდო სერენამ, არანაირი პენალტი არ დაუნიშნავთ, რომლის შემდეგაც იუვემ წამოიწყო წარმატებული კონტრშეტევა და დააფიქსირა საბოლოო ანგარიში 2:0. თამაშის შემდეგ, ვერონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ოსვალდო ბანიოლიმ მასთან მოახლოებულ პოლიციელებს მიაძახა:“თუ თქვენ ქურდებს ეძებთ, ისინი გვერდზე გასახდელში არიან!“.
90-იანი წლების მოვლენები კი უკვე ბევრ ჩვენგანს კარგად ახსოვს... იუვენტუსის ძალაზე კვლავ ალაპარაკდნენ 1994 წელს, როდესაც კლუბში მოხდა ხელმძღვანელობის შეცვლა: ბონიპეტრი პენსიაზე გაუშვეს და დაბრუნდა უმბერტო ანიელი, რომელმაც თან მოიყვანა ცნობილი ტრიადა ბეგეტა-მოჯი-ჯირაუდო, რომელთაც დიდი მიღწევები ჰქონდათ.
1996-97 წლების სეზონში პარმა თავს არ ზოგავდა, რომ იუვენტუსს დაწეოდა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში კოლინამ უსამართლო პენალტი დადო, ვიერიზე არარსებულ თამაშის წესის დარღვევაზე და ამით ყველაფერი წყალში ჩაიყარა. 1 წლის შემდეგაც განვითარებული მოვლენების გახსენებაც იოლია, თუნდაც ემპოლელი ბიანკონის არ ჩათვლილი გოლი ან თუნდაც ჩეკარინის მიერ არდანიშნული პენალტი იულიანოს მიერ რონალდოზე უხეშობისთვის! ნერაძურის მთავარი მწვრთნელი, ჯიჯი სიმონი თითქოს ჭკუიდან შეიშალა, ისე უყვიროდა მსაჯს:“როგორ არ გრცხვენია!“ თვითონ დაზარალებულმა კი მატჩის შემდეგ განაცხადა :“ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა, ეს სირცხვილია, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა. ასე გაგრძელება არ შეიძლება.... არბიტრები მუდამ ეხმარებიან იუვენტუსს, რა გავაკეთოთ, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს ვერ წარმომიდგენია...“
ამ სეზონში იუვეტუსმა მოიპოვა რიგით 25-ე სკუდეტო. 1999-2000 წლების სეზონში ზებრებს არ აკმაყოფილებდათ მცირედი, მითუმეტეს, რომ მსაჯმა დე სანკტისმა გააკეთა ყველაფერი, როგორ ვარაუდობენ პარმას წინააღმდეგ, არ ჩათვალა კანავაროს სუფთა გოლი. ლაციოს ტიფოზები სტადიონზე კუბოს დაატარებდნენ, რომელზეც იყო წარწერა:“მოკვდა იტალიური ფეხბურთი!“. ზემოთ ხსენებულმა ძეფირელიმ აღნიშნა:“იუვენტუსმა ამჯერადაც მოიპარა სკუდეტო, მაგრამ მადონამ ზეციდან დაინახა ეს ყველაფერი და თქვა:“ არა! ოღონდ ამ ბრწყინვალე საიუბილეო წელს არა (ცოდვების მიტევების წელი, კათოლიკური ეკლესიის მიერ დაკანონებული)!“ და გამოგზავნა დედამიწაზე პერუჯის განმწმენდელი წვიმა... “ სიმბოლურია, რომ ლაციოსთვის სკუდეტოს მომტანი გოლი მიითვალა იუვენტუსის გულშემატკივრად მიჩნეულმა ალესანდრო კალორიმ..
შემდეგ კი იყო კალჩოპოლი.......... სამართალმა ოდნავ იზეიმა სტატია მოამზადა და რუსულიდან თარგმნა, (მყუდრო მმმ) გიორგი ჭკადუამ.
This post has been edited by internazionale on 9 Oct 2014, 16:59
--------------------
ეგ კალჩოპოლიც ხო საკუთარი თავის გარდა ყველას დააბრალეს (youngstar)
ესენი რა ნამუსით საუბრობენ მსაჯებზე, მსაჯების გამო ვაფშე სერია ა-დან გააგდეს გუნდი (Biutiful)
იუვეს მუზეუმი ხო ცოდვის ბუნაგია, ჯალალ ედ დინს არ ექნებოდა სასახლეში იმდენი ნაძარცვი, რამდენიც იუვეს მუზეუმში ყრია (internazionale)
|