იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სერია A-ში ვოდეოგამეორებების დანერგვას და ამ მიმართულებით ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავს.
AP-ს ცნობით, ორგანიზაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ ფიფას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული თხოვნით ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილების უმთავრეს მიზეზად “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გამართული მატჩის (3:2) მსვლელობისას მსაჯის სკანდალური ქმედება გახდა. ჯანლუკა როკიმ 20 წუთზე ნაკლებ დროში სამი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, სამი ფეხბურთელი გააძევა და შვიდს ყვითელი ბარათი აჩვენა, ბოლოს კი, ტურინელებს საეჭვო გოლი ჩაუთვალა, რომელმაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოგამეორება წლებია წარმატებით გამოიყენება რაგბიში, სადაც ახლა არა მხოლდ საეჭვო ლელოს მომენტებს, არამედ ჯარიმებისა და ჩხუბის ეპიზოდებსაც განიხილავენ და ვიდეორეფერის დახმარებით ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
იუვეს რა ეშველება