სპორტი-დან
,,ამდენი ვილაპარაკეთ მესის რეკორდზე და კარიერაში ერთ-ერთი უარესი შეხვედრა ითამაშა"
,,ბარსა ძალიან ,,ზარმაცი" და პროგნოზირებადი იყო, ბურთის სისწრაფე არა, სიმწვავე არა, მოძრაობა (გახსნა) არა - ასე ხიფათს ვერ შექმნი"
,,დაბრუნდა გასული სეზონის მესი"
,,მატიე არაა უკეთესი ლატერალი ვიდრე ალბა, ლრ-მ ვერ გამოიცნო შემადგენლობა"
,,მათი გუნდი განახლებულია, ხამესმა და ისკომ ახალი სული შთაბერეს, კრისტიანო ნაკლებად ინდივიდუალისტია და გუნდისთვის იხარჯება. იციან, რას თამაშობენ. ბურთის კონტროლიც შეუძლიათ. რეალმა როცა ანგარიშში წაიყვანა, ბარსას არაკომფორტული იყო დაცვისას, ვერ იცნობდი ნახევარდაცვას და უფერული შეტევაში. რეალმა ბარსა შეჭამა"
,,ბარსამ საუკეთესო წუთები მაშინ ითამაშა, როცა ხავი კარგი იყო და ბურთი ჰქონდა, მაგრამ როგორც კი გაუჭირდა და ბურთი დაკარგა, ხავის დაცვაში მონაწილეობის გარეშე მარსელო-კრისტიანოს ფლანგმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ბენზემამ ცენტრ-მცველები გააწამა. რაც დრო გადიოდა, რეალი ფიზიკურად სულ მეტად უმატებდა და გუნდის ბალანსი ბოლომდე მოირღვა"
ფაქტი: ,,მხოლოდ 3 ცვლილება ტატა-შემადგნელობიდან" (1 იძულებითი, ალბას ნაცვლად უარესი ლატერალი მატიე და სესკის ნაცვლად სუარესი)
,,ხავის რაკიტიჩიც გამოცვლა კუთხურის ჩაწოდების დროს, მიუღებელია ელიტარული ფეხბურთისთვის" (ხავის ადგილზე დღესვე წავიდოდი და ესენი მე-6 ადგილზე გავიდოდნენ)
,,ვაღიაროთ, სანამ მესი ბარსაშია, გუნდი მასზეა დამოკიდებული, ზუსტად ეს იყო, რაც მოხდა გუშინ. ხავიც ჯერჯერობით შეუცვლელია, მხოლოდ მისი კარგად თამაშისას თამაშობს გუნდი კარგად"
,,სამწუხაროა ბარსას ფიზიკური მომზადების დონის დანახვა, მითუმეტეს მეტოქის ფონზე"
პიჩი ალონსო ,,ფატალური ალვეში, ცუდი მატიე. ყველა ხიფათი მარჯვენა ფლანგიდან, მატიე კი შეტევაში ალბა არაა"
მეშვიდედ გვიხსნა ძელმა

9 თამაშში, ყველაფერია ნათქვამი მართლაც
,,ასეთ თამაშებში გუნდის რეალური ძალა ჩანს, დღევანდელი ბარსა შარშანდელზე (ტატას) სუსტია. სად არის განახლება? ლრ გაიღვიძე!"
,,ტრიო მესის გარეშე. ეს შეიძლება დიდი სამომავლო პრობლემაა, განსაკუთრებით დიდ თამაშებში"
,,კანტერა ძალას კარგავს, მხოლოდ 5 ძირითადში"
პერესი აგვიანებდა თურმე და ბარსას ავტობუსით ,,გაუყვანიათ"

მესამე ოქროს ბუცი დუელი პრიმერაში, პირველად სტოიჩკოვი/სანჩესი, შემდეგ ფორლანი/ანრი
სანდრო B გუნდში დონგუს შეუწყვილდება დღეს, სადაც საბოლოოდ დაკარგა ადგილი ჰალილოვიჩმა (თამაშში ერთი ორი ,,ბურთთან კარგად მოპყრობის" გარდა არაფერი მისგან არ ყოფილა)
ყველაზე განმეორებადი ფრაზა პრესაში ,,ლრ-ს დიდი სამუშაო აქვს" (იმდენი მაგის ჭკუას, ეგ ხომ ,,კმაყოფილია" და ყველაფერს უხეშ შეცდომებს აბრალებს, ეს იყო მისი ,,ანალიზი")