კრუიფმა სუარესს 60 წუთის სრული დატვირთვით თამაში შეუძლიაო, ესმის კაცს, დააწყებინოს და თუ არ გამოუვიდა (საერთოდ ვერ იგრძნო ბურთი და თამაში), 55-ზეც შეცვალოს, რაფინია მინდა შეცვლაზე, სანამ რაკიტიჩი წინ პასს არ კადრულობს, ყველაზე ,,არაპროგნოზირებადი" პასი ამას აქვს, პოტენციურად საგოლეს ვგულისხმობ
ჩუჩომ ბუსკეტსი მგონია რომ მოესწრებაო, მაგრამ თამაშამდე ეჭვქვეშ იქნება, საქმეს თან პიკე ართულებს (მასკერანოს ამიტომ ვერ იყენებს უფრო ხშირად ნახევარდაცვაშიო. პიკე ინიესტას გასვლის შემდეგ კაპიტნობდა), თორემ მასკერანო (13 ართმევა გუშინ) თავისუფლად შეცვლიდა...ინიესტას საუკეთესო თამაში ამ სეზონში მისი დამსახურებაა, ,,გაათავისუფლა"
ბრავო, ალვეში, მასკერანო, მატიე, ალბა, ბუსკეტსი (მზად თუ იქნა, თუ არა? იქნებ რაკიტიჩი? რატომაც არა, ეგენი თუ კროოსს ათამაშებენ მანდ), ხავი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი - ასე იქნებაო ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, სუარესი თუ არ ათამაშა, რაკიტიჩი ან ინიესტა აიწევსო ზემოთ (ტატა-ტაქტიკა)
ნუნიესი ჩააყუდეს, 83 წლისაა, სასწაული თუ დაიხსნის ციხისგან, ლაპორტა-გოდალი-ფერერი ამასობაში ფულს აგროვებენ, თქვენთვის არ დაურეკავთ მასესხეთო? 2.9 მლნ აქვთ მისატანი 2 კვირაში, სორიანო (სიტი) როგორ გადარჩა საინტერესოა. როსელმა კი ერთ-ერთი ბარსა-პენიას ,,პრესტიჟული პრიზი" ,,შოკოლადის ბურთი" მოიგო, ირონიული პრიზი, 96-დან გადაეცემათ. არ ვიცი როგორ, მაგრამ სუბისარეტას და კასესს (ნეიმარზე ვინც იჩივლა) გაასწრო, რა პრეზიდენტები გვყავდა, რა პრეზიდენტები <3
მოუგიათ აქამდე (შოკოლადის ბურთი) გასპარს, ბუსკეტსი-მამას, ვან გაალს, ჯოვანი დეიბერსონს, რუშთუს, მაქსის, ოლეგერს, ესკეროს, ჩიგრინსკოს
მესის საუკეთესო გოლი/წუთზე აქვს ჩ-ლიგაში, საშუალოდ 106 წუთი ერთი გოლის გასატანად
მარკა-გაზეთის MVP 8.5 შეფასება, ას-ის MVP, 8 თვე, 30 თამაში არ შეუცვლიათ. სპორტი-ემდეს MVP ინიესტა, სპორტ-სპეცი-პრიზი სანდროს, ემდ-სპეც-პრიზი რაფინიას
ვან გაალსაც უნდა ალვეში, პიკე ყველანაირად ცდილობს ფასი დააგდოს, მართლა 25 მილიონად რომ გაყიდონ ამ საცოდავებმა
ვერმალენის საიდუმლო: უეფამ ვერც კი დაწერა (ოფიციალურ დოკუმენტებში) ტრავმა აქვს, არ აქვს..არც ის, სტადიონზეა, სადაა საერთოდ, ნაყიდია რო? აფელაი-2 ხომ არაა
,,ცარელა" მესი-ნეიმარია, 27 გოლიდან 24-ში ამათ მიიღეს მონაწილეობა, ჩუჩოს უმარტივესი ტაქტიკა, 70-იანების

, მერე რომ დახვეწეს (ფლანგები მცველებს, თავდამსხმელები ცენტრისკენ) ეს შედეგი მოაქვს, ნეი-მესი დუეტი ამოქმედდა და სულ უფრო უკეთესია. მესის 10 საგოლე პასი, აქედან 5 ნეიმარს
ხომ ვამბობდი, კი არ დააცილოთ (ნეიმარი ტელიოსავით რომ ყავდა მიჯაჭვული ტატას და მესის ხშირად მაჯვნივ გადაწევას ავალებდა), ერთმანეთის ზონებში შეუშვით-თქო, კიდევ მეტად გააკეთონ და უფრო გამოუვათ

, ხან მესი იყოს ფლეიმეიკერი (ხავის პოზიციაზე ჩამოსვლით) ხან მესი 9-იანზე და ნეიმარი რონალდინიოსავით, ისე ეს სტრატეგია ყველაზე მეტად რაკიტიჩის თამაშს ვნებს, ეს ის რაკიტიჩი არაა (მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი თამაშიც პრესა-ხალხმა (უმეტესობამ) საკმაოდ კარგად ჩაუთვალა), სესკზე არანაკლებ ,,ვერტიკალურია", შეიძლებ მეტადაც, ჩვენთან რაღაცნაირ ფუნქციას ასრულებს, კაცმა რომ თქვას ეგეც 80-იანი წლების ფეხბურთიდანაა, მაშინ იყვნენ მსგავსი ,,ბოქს თუ ბოქსები" (ახლა გაცილებით მეტი წინ წასვლა მოეთხოვებათ)
მადრიდული პროპაგანდა გამხეცდა, მესის შეცვლა ,,თეატრი" იყოო. ისე ლუის ენრიკეც კარგი ,,დურაკია", პრესკონფზე მესის შეცვით კეკლუცობდა, სხვას ვერაფერს დავარმევ მაგის ლაპარაკს და მიმიკებს. ამაზე მ. სანჩისის (მადრიდისტა, ექს-კაპი) სიტყვებიც უნდა დავწერო, მესის ვერ ცვლის, მაგრამ არც კრისტიანოზეა სხვანაირად, ანჩელოტი ამას ვერც იზამს, უბრალოდ ავალებს (სათადარიგო სკამიდანაც გამოჩნდა) თამაშის ბოლოსკენ, არ დაიხარჯოო

და უკმაყოფილო რჩება, რადგან კრისტიანო მაინც გოლის გასატანად იგიჟებს თავსო

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სხვა რა დავწერო, როგორ მოვუკრა პირი ჩემს პოსტსა

კლასიკოს ვხვდებით არასტაბილურად მოთამაშე ალვეშით, სუსტი ალბათი, საშინელ ფორმაში მყოფი პიკეთი, მასკერანოთი, რომელმაც თავადაც არ იცის რომელ პოზიციაზე იქნება, ,,ტკივილებიანი" და ცუდად მოთამაშე ბუსკეტსით, ინკოგნიტო ნახევარდაცვით, სრულიად უცნობი სუარესით, უთამაშებელი რაფინიათი და ნაძირალა პედროთი, მესი-ნეიმარია უდაო პოზიტივი და ბრავო-მატიეს წუნს ვერ დავდებთ, მაგრამ მაინც ჯერ გამოსაცელნი არიან, ჩვენი სამი ნახევარმცველიდან 1 ყოველთვის უფრო ცუდად თამაშობს, ვიდრე შეუძლია, მოდი და მოარტყი ,,სწორი დუეტი", თან როცა ბუსკეტსი-მასკერანოდანაც არ იცი, ვის დაუყენებ უკან. ყველაფერი მესიზეა, საუკეთესო პერიოდშიც (2011, 12) ასე ხშირად არ გამხდარა MVP, ანჩელოტისი ტაქტიკა, რომ მესის განეიტრალებაზე იქნება, მესის განდიდება კი არაა, ბარსას სისუსტეა, არავითარი ,,იარაღი" არაა სხვა, კიდევ კარგი ჯერჯერობით ნეიმარი სარგებლობს მესიზე გადართული დაცვით, ნეიმარს პატივი უნდა მივაგო, ,,მიხვდა" როგორ იმოძრაოს, როდის საით, იგრძნო

იმედია 6-7 კაცი მაინც ითამაშებს კლასიკოს კარგად, როგორც წესი ამდენი თითქმის ყველა თამაშში უფრო ,,ისე რა" თამაშობენ, ვიდრე კარგად, მე არ ვამბობ რომ ,,წავაგებთ", საერთოდ არა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, უფრო რეალის თამაშზეა ჩვენი შედეგი, როგორც იტყვიან მაგ კლასიკოს რეალი წააგებს ან რეალი მოიგებს.
* * *
გოლი+პასი ამ სეზონში, ალვეში მაინც მესამეზეა

, თან ალვეში უნდა დააფასო, ასეთი ,,პრობლემიანი" რომ მთავარ როლს ასრულებს (KEY პასებშიც ეგრეა), მარცხენა ფლანგი უფრო პრობლემა გახდა, ვერა და ვერ დაიქოქა ალბა, თან მეტი მოთხოვო ნახევარდაცვას, ხავის, ინიესტას, რაკიტიჩს
მესი +18
ნეიმარი +11
ალვეში/სანდრო +3