ცოტაც გავჩეთ მარკაში, კრუიფს 5 თვე არ ეთამაშა ოფიციალური და დებიუტი ტრიუმფალური ქონდა, გრანადასთან, ლეგენდარული უხეში დაცვა, რომელზეც ამბობდნენ ,,ჯობია საჯარიმოში არ შეხვიდეო". დი სტეფანოსაც 1 წელი არ ეთამაშა ოფიციალური და მაგრად დაიწყო, პუშკაშს სულაც წელიწადნახევარი, მართალია რეალი გრანადა არაა, წერს ამ სტატიის ავტორი სეგუროლა, მაგრამ 80 მილიონად ნაყიდი მსგავსი კალიბრის ფეხბურთელებისთვის არის შექმნილი ასეთი თამაშები და სუარესი უნდა ათამაშოს, რადგან ფიზიკურად მზად არისო
,,პეპფექტ თამაში (პერფექტ), გვარდიოლაზე წიგნის ავტორი პერარნაუ აანალიზებს მარკაში, ეს 1:7 და სიტისთან თამაში არისო ყველაზე ახლოს გვარდიოლას ფეხბურთის კონცეპციასთან.
პირველ რიგში, ასეთი ანგარიშები არაფერს ნიშნავსო (ბავარიას განადგურება რეალისგან, ბრაზილიის 1:7) როგორც დონე გუნდების, ასე თუ ისე თანაბარი დონე და თამაშიც კი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისპობიან და ასე აგებენო, დარწმუნებული ვარ, ბავარია სერია A-ს აუტსაიდერს ვერ მოუგებსო ასეთი ანგარიშით

დე როსის უთQვამს ,,ზოგიერთ მომენტში ბარსას წააგავდნენ", პერარნაუმ მე არ მახსენებდაო, ალბათ მხოლოდ იმით, რომ რომა ცდილობდა ბურთის ამოტანას და 2 წამში ართმევდნენო.
ტყუილ 9-იანს ანაცვლებს კლასიკურ ცრიანთან და ამით ქაოსს იწვევს მეტოქეებშიო, განსაკუთრებულად ალაბას აქებს
საწაული პრესინგი, ,,ბარიცენტრი" 57.4 მეტრზე (ძალიან აწეული ბავარია, ადრე მეწერა მაქსიმუმი რამდენიც მინახავს, უკვე არ მახსოვს

)

გერმანიაში რას ამბობენ
გვარდიოლას შემადგენლობა სრულიად არაპროგნოზირებადია, მხოლოდ ნოიერის თამაშია წინასწარ ცნობილი, მსგავსი მწვრთნელი-მოვლენა არ ყოფილაო, არც ტრაპატონი, არც ვან გაალის მოსვლა, მხოლოდ ჰაპელის ჰამბურგში მისვლა იყო ასეთი მნიშVნელოვანი ( (DSF-ს ჟურნალისტი)
ლევანდოვსკი იდეალურია გვარდიოლას ფილოსოფიისთვის, ჩემი აზრით ლიგის მთავარი ფავორიტია ასეთი ბავარია (კიკერის ჟურნალისტი)
და დიდებული აბელარდოს ინტერვიუდან
კლასიკოს კვირა ფიესტა არის, ყველას ოცნებაა ამაში მონაწილეობის მიღებაო
პირველივე თამაშში აბელარდოსი 5:0 წავაგეთ

(ლუის ენრიკემ გაგვიტანა), ეს ჩემი უცუდესი მოგონებააო, ყველაზე კარგი 2:3 ბერნაბეუზე, ჯოვანიც კი, რომელიც ქრისტეზე თავს დებდა, ისე გადაირია ცნობილი ჟესტი აჩვენაო ბერნაბეუს
რონალდო შეუჩერებელი იყოო, ასევე ბრწყინვალე რომარიო
ხიხონში ვის წაიყვანდიო, მესის თუ კრისტიანოს (მარკას შეკითხვა

), ვერ ავირჩევო, ორივეო
როგორც მცველი ვიტყოდი რომ 1X1-ზე მესის უფრო მეტი აქვსო, მოგატყუოსო, მაგრამ როგორც გოლეადორს კრისტიანოს მეტი შესაძლებლობა კარი აიღოს, თავით დარტყმა ან ადგილიდან დარტყმა (გაქანება/მომზადება ბურთის არ ჭირდებაო), მესის პასი აქვს უკეთესი ვიდრე კრისტიანოსო
მიმაგრებული სურათი