როდესაც ხაბი ალონსომ გაიგო, რომ "ლივერპული" და "რეალ მადრიდი" ერთ ჯგუფში მოხვდნენ, მისთვის ეს შოკი იყო, რადგან მაშინ ჯერ კიდევ "რეალ მადრიდის" ფეხბურთელი გახლდათ...
"მტკივნეული იყო "ლივერპულის" არ ყოფნა ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ამ კლუბს აქვს ის ხიბლი და პრესტიჟი, რომლის ნახვასაც ამ ლიგაზე ისურვებდი. სწორედ ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ ისინი დაბრუნდნენ და ეთამაშებიან ევროპის საუკეთესო გუნდებს. მათ აქ ყოფნა დაიმსახურეს.
კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში, მაშინ მიუხენში მივდიოდი სამედიცინო შემოწმებაზე და როდესაც სკანირების შემდეგ დავბრუნდი ჩემმა აგენტმა მკითხა, მოვახერხე თუ არა კენჭისყრის ყურება.
ვუპასუხე, რომ არ მინახავს მან კი მითხრა რომ "ლივერპული" და "რეალ მადრიდი" ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ეს სიახლე შოკი იყო ჩემთვის, რადგან მე ჯერ კიდევ "რეალის" ფეხბურთელი ვიყავი. გულწრფელად მიხარია "ლივერპულის" დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაზე.
ვფიქრობდი, ვისურვებდი ენფილდზე დაბრუნებას და თამაშს "ლივერპულის" წინააღმდეგ, რადაგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენფილდი და მინდოდა იქ ყოფნა."
ალონსოს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ამ სეზონზე იგი ენფილდს ეწვევა და კვლავ იხილავს კოპიტებს.
"იმედია, "ლივერპული" გადავა მომდევნო ეტაპზე და ასევე იმედი ამქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შეხვედრას შემდეგ ტურებში.
რამდენიმე წლის წინ, ჩვენ (რეალ მადრიდის შემადგენლობამ) ვითამაშეთ ოლდ ტრაფორდზე და ეს მატჩი კრისტიანო რონალდოსთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან იგი თავის ძველ სახლში თამაშობდა. მივიჩნევ, რომ თუ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდები ჩემთვისაც ძალიან ემოციური იქნება. იმედია, ასე მოხდება." განაცხადა ხაბი ალონსომ.