ხავი თვლის, რომ რაჰიმ სტერლინგს გააჩნია ყველა კომპონენტი, რათა "ბარსელონაში" წარმატებული იყოს.
ამჟამად 19 წლის სტერლინგი მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე ტალანტურ ფეხბურთელად ითვლება. გარკვეული პერიოდი ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ მისით "რეალი" იყო დაინტერესებული, თუმცა კარლო ანჩელოტიმ არსებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
Squawka–ს კითხვაზე შეძლებს თუ არა სტერლნგი "ბარსელონაში" წარმატებულ ასპარეზობას ხავიმ უპასუხა:
"რატომაც არა? ვფიქრობ, რომ მას თავისუფლად შეუძლია ესპანეთის პირველობაზე ათამაშდეს. მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქ და საოცრად ტექნიკურია. ესპანეთში ძირითადად აქცენტს სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთელებზე აკეთებენ, მაგრამ ფიზიკური მომზადებაც მნიშვნელოვანია."