nikato-nikatoარაფერ კავშირში არ არის გრანდი და პატარა გუნდი
კონტრაქტზეა და მის პირობებზე
=====
ხარისხიც,დიზაინიც და ა.შ.
კონტრაქტის დადების დროს ანგარიშდება უამრავი რა,თუ ისეთი გინდა გეცვას დიზაინი,რომელიც შენს გარდა არავის ეცმევა,ანუ შენთვის შემქნან და ექსკლუზივი იყოს,ეგ ცალკე დიდი თანხა ღირს,არის შემდეგ მაისურის ხარისხები,რაც ხარისხიანია,მით უფრო ძვირია,არის მაისურები ნაჭრის ხარისხით,რამდენჯერ გარეცხვადია კიდე ჩასაცმელად,თბორეგულაცია,ჰაერის შესვლა გამოსვლა,არის სეზონური მაისურები + მკლავები + ამას ბევრი რამაა კომპლექტში,მაისურით და შორტით დაწყებული,გამაში,წინდა,სავარჯიშო წინდა,სავარჯიშო მაისური,შორტი,ბოტასი,სასტუმროს ბოტასი,გარეთ სასიარულო,ჩანთა,ზურგჩანთა,დიდი ჩანთა,მოკლე კურტკა,დუტი,ზამთრის კურტკა და ა.შ. კომპლექტს ყიდულობ ყველაფერს 1 ფეხბურთელისთვის და ჯამში მთლიანი გუნდისთვის .
არის მარტო ხარისხების მიხედვით,ხარისხში იხდი ფულს რომელი ხაზი გინდა და დიზაინს ირჩევ უბრალოდ,უკვე მზა დიზაინს,რაც არ არის ფასიანი,თუმცა ბევრს ეცმევა შენნაირი დიზაინის,განსხვავება იქნება შენი სპონსორის ლოგო ზედ,შენი კლუბის ლოგო და ფერიც,ეს უკანასკნელი ემთხვევა ხშირად
-----
ანუ თანხის გადახდაზეა ყველაფერი,შესაბამისად გრანდები იხდიან უმეტესად დიზაინშიც და ხარისხიც
მაგრამ არის შედარებით პატარა გუნდებიც,რომლებთაც მარკეტინგულად სწორად მიაჩნიათ მაგ მიმართულებით ფულის ხარჯვა,მაგალითად ფიქრობენ რო გაყიდიან ბევრ მაისურს და უღირთ ეს ნაბიჯი და აკეთებენ .
==
მაგალითად მიუნხენ 1860,ყველაზე ### გუნდი მეორე ბუნდესლიგაშიც კი,Uhisport მოსავთ,ახლა ოქტომბერფესტისთვის სპეციალური დიზაინის მაისურები გამოუშვეს,რომლითაც თავადაც ითამაშეს და ბლომადაც გაიყიდა მიუნხენში იმ პერიოდში,მარკეტინგული სვლა იყო უბრალოდ









დიზაინის ექსკლუზიური იყო და ხარისხიც უმაღლესი
ჩვეულებრივ მაისურებს სადღაც 60-80 ევროდ ყიდიან,ეს მოდელი 150-170 ევრო ღირდა
This post has been edited by Dima Fan on 21 Oct 2014, 17:21
მიმაგრებული სურათი