დავიდ ვილია
მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს.
აშშ-ს მეორე დივიზიონის გუნდში გადასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება. კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რაულ გონსალეს ბლანკოს ხელშეკრულება მრავალწლიანი იქნება.
ასევე, როდესაც 37 წლის ესპანელი კარიერას დაასრულებს, ის კლუბის აკადემიაში მრჩევლის პოსტს დაიკავებს.
შეგახსენებთ, რაულს “რეალის” მაისურით 741 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და 323 გატანილი გოლი. მადრიდული კლუბის გარდა, მას “შალკეში” და “ალ-სადში” უთამაშია.