ემდ-ეს უაზრო ,,სიახლეებზე" უარს ვაცხადებ და ამას ვშობ

(რა კარგია საწერი რომ არ აქვთ და იძულებული არიან, ძველი გაიხსენონ)
ბარსას პირველ დიდ გუნდზე ამ პოსტში:
● Football Club Barcelona ● (post #42835087)დაუციკის ,,უნგრული სკოლის" შემტევი და ლაღი ,,5 თასის ბარსა" დი სტეფანოს რეალმა დაასრულა (ამ გუნდს ემატებოდა დი სტეფანო, რომ არა ფრანკო. კუბალა-დი სტეფანო ერთად...დიდი ძმაკაცები იყვნენ, განსხვავებით მესი-კრისტიანოსგან, არადა დეკადა ადარებდნენ მაგათაც ერთმანეთთა), 5 წლის შემდეგ ერერამ შექმნა დაცვითი გუნდი, ბარსა ყოველთვის თამაშობდა შეტევას, გამონაკლისია აი ამ ორი წლის რეკორდების დამამხობელი გუნდი (ზოგიერთი ახლაც ძალაშია და გვარდიოლას გუნმდა ვერ მოხსნა) რეალი ბოლომდე გააფთრებული მისდევდა, მაქსიმალურად კონსერვატიული ფეხბურთი, უცხოდ რომ ხვდებოდა ყველას თვალს მაშინაც. ყველას ყველა უნდა აეყვანა, პრესინგი, უპირატესობის დათმობა და სწრაფი კონტრ-თამაში, ფსიქოლოგიური მომზადება, ერერამ ბევრი სიახლე მოიტანა ფეხბურთში, გარდა ფსიქოლოგიური მომზადების დანერგვისა, კვირის ვარჯიშები წინასწარ გაწერა, დიეტები - მსგავსი არ კეთდებოდა იმ დროს. კიდევ იმას აკეთებდა, რასაც მაურინიო დღეს, ყურადღებას თავის თავზე გადაქონდა პროვოკაციებით, ფეხბურთელები კი თავისუფლდებოდნენ და ამით საუკეთესო ფორმაში მყოფ დი სტეფანოს რეალს 2 ჩემპონატი მოუგო, ერთხელ დუბლი შეასრულა
განლაგება ერერას არ შეუცვლია, მაგრამ 2 სუფთა საყრდენს ეხმარებოდნენ ხავი-ინიესტას სტილში სურესი-კუბალა, ტეხადა კი რაღაც პედროს როლს ასრულებდა, დაცვითი ლატერალი
5 თასის ბარსას ჩამოყალიბებული ერთი შემადგენლობა ყავდა, ერერა კი როტაციებით, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრფორვარდი კოჩიში იყო იგივენაირად ძირითადი, როგორც ევარისტო
კაპიტანი სეგარა, რომელიც ბარსას ყველა დროის კაპიტნად ითვლება, ქარიზმატული და ემბლემატური, გვარდიოლამაც ვერ გადაფარა და დღესაც ახსოვთ, შემდეგში ევროპის ჩემპიონ ესპანეთის კაპიტანი ოლიველია, გენსანა, რომელიც ძალიან აგრესიული ფეხბურთელი იყო, იმ დროისთვისაც კი, უსწრაფესი ციბორი და პოტენციურად ეს შემადგენლობა გაცილებით ძლიერი იყო 50-იანებისაზე
გუნდი ყველაფერს ანგრევდა და ორ ევროპულ ტურნირზე ერთად გამოდიოდა (უეფას თასი და ჩ-თასი), ლეგენდარული ვულვზის განადგურების შემდეგ (ინგლისში მეტოქემ დერეფანი გააკეთა პატივისცემის ნიშნათ) რეალთან ნახევარფინალი უწევდათ, მადრიდში შეკრებაზე პრემიების გამო ერერა ეჩხუბა ხელმძღვანელობას, რომელთაც მხარს კუბალა უჭერდა, რა მოხდა ზუსტად დღემდე არაა ცნობილი, ბარსამ 3:1 წააგო იქ და კუბალას არ უთამაშია, არც მეორეში, რომელიც ასევე 1:3 წააგეს. ორივე თამაში ისე, რომ ერერა არც ავლენდა რაიმე რეაქციას, რამდენიმე დღეში გაანთავისუფლეს, უხმოდ წავიდა იტალიაში
ამით ეს გუნდი არ დასრულებულა, მაგრამ მაშინ გაიყო ორად, ერთნი ყვიროდნენ კუბალას გაუმარჯოსო, მეორენი სუარესსო, რომელიც ერერას ხელშეწყობით სულ მეტად ბრწყინავდა, კიდევ 1 სეზონი გასტანა ამ დავამ და ბარსამ რეალი მომდევნო სეზონში კი გააგდო, მაგრამ ფინალში 5-ჯერ მოარტყეს ძელს (ოთკუთხედი იყო ძელი და შემდეგ გახდა მრგვალი), რამალეტსმაც მანდ ჩაატარა კარიერის ყველაზე ცუდი თამაში (2:3 წაგება) და მანდ დასრულდა ეგ გუნდი, კუბალას, სუარესს, რამალეტსს და ციბორს მეტი არ უთამაშიათ ბარსაში
კრუიფის დრიმტიმივით დაიცალა გუნდი მწვრთნელისგან და ვარსკვლავებისგან, ერერა-სუარესმა კი შემდეგ ინტერში გააკეთეს ის, რაც აქ არ დასცალდათ, დი სტეფანო-პუშკაშის რეალიც მაგათ ჩააბარეს ისტორიას, თან სუფთად მოუგეს ფინალი, მაგრამ ალბათ კარგიც არის, თორემ შეიძლება ახლა კატენაჩოს ფუძემდებლები ჩვენ ვყოფილიყავით
This post has been edited by Piquecanthropus on 13 Nov 2014, 04:51
მიმაგრებული სურათი