განვაგრძობ ისევ ტვინის ბუღვას

აი ხო არის რაღაც მომენტი რომ გაგახსენდება ფეხბურთში და მაგის გამო იტყვი ამერიკულ სტილში აი ლავ ზის გეიმო

NBA-ში რომ წამოიწყეს ეგ კამპანია მთელი ვიდოები ქონდათ სულ მაგარ მაგარი მომენტები ამოკრეფილი
მე არა მჭირდება რამე ვიდეო რომ ეგ ფრაზა აღმომხდეს
საკმარისია გავიხსენო სამორა წითელ სქელ ჯემპრს რომ იცვავს თამაშზე გასვლის წინ
სქელი იმიტოა ჯემპრი რომ კანი დაზიანებისგან დაიცვას რადგან ბალახზე ლაპარაკიც კი ზედმეტია მაშინ მეკარის საჯარიმოში.
წითელი კიდე იმიტომაა რომ მცველები უფრო კარგათ აღიქვავენ მაგ ფერს და როცა სამორა გამოსვლებზე გამოდის მოერიდებიან
ალბათ თვითონ იყიდა სადღაც კუთხის მაღაზიაში
ტიპმა რა სტილი შექმნა და რას დაუდო სათავე
როგორ ხტებოდნენ მეკარეები სამორამდე და მის მერე როგორ ხტებიან
რომ არ იყო ფეხებში ჩავარდნა და ამან დაამკვირდა
და 1000 წვრილმანამდე აღარ დავკონკრეტდები
ამის მერე რომ აცხადებს ვინმე რომ კასილასი ყველა დრიოს საუკეთესო მეკარეა მოდი და არ გახდე ცუდათ
ეტყვი არაო
ბარსას ბალეშიკი ხარ და იმიტომო თითქოს სამორაც რეალის მეკარე არ იყო

ის კი არა რამე პოლი რომ გააკეთო და ჩაწერო შიგნით ერთ-ერთ კანდიდატად სიცილს დაგაყრიან
ეგ ის არ იყო ხინკალივით ქუდი რომ ეფარა თავზე პაპაჩემიც რომ არ დაიხურავს ეხლაო
მიდი და უხსენი რამე
პელემ თქვა ერთხელ 70-იანები წლები იყო ეხლა ისეთი ფეხბურთია გარინჩასაც კი გაუჭირდებოდაო
იმის მერე 1000 სისულელე აქვს ნათქვამი
საერთოდ ძნელია იმის დათვლა სისულელე უფრო ბევრჯერ დააბრეხვა თუ გოლი მეტჯერ გაიტანა
მაგრამ მაინცდამიანც ეს მიაჩნიათ ჭეშმარიტებად ადამიანის ბუნებაა ეგააა
ყველას უნდა ყველაზე საინტერესო დროს იცხოვროს მორწუმუნებისაა არ იყოს სულ ბოლო ჟამი როა და 20 საუკუნე გავიდა ზოგ რელიგიაში კიდევ უფრო მეტი და აღარ დაადგა ამ ბოლო ჟამს საშველი
ჰოდა 40-იანებში დაბადებულებისთვის დი სტეფანიოა საუკეთესო
50-იანებში პელე
60-იანებში კრუიფი
70-იანებისთვის მარადონა
80-იანებისთვის ზიდანი
და ასე შემდეგ პირობითი ჩამოთვლაა პირველი შთაბეჭდილება+წარსულის არ ცოდნა და რაც მთავარია არ ცნობა
ემოცია კიდე ისეთი რამეა გაცვეთა იცის
ბარსა-ვალენსიას რომ ნახავ (3:2 რივალდო) შეიძლება პიკზე ახვიდე ემოციურად
მერე ინისეტას გოლი ან მესის დრიბლინგი რეალთან 1/2 ფინალში გამოერებაა მაგის
ეხლა კაცს რატო უნდა მოედავო რატო რივალდო გიყვარს უფრო მეტად ვიდრე მესიო
მაგრამ იმის მტკიცებას რომ დაიწყებს ეხლა იოლია თამაში დონე დაეცა და მაშინ უფრო რთული იყოოო
ან იმას იტყვის კრისტინა კიბორგი და შეუჩერებელი იქნებოდა 1960 წელს და ღმერთად შერაცხავდნენო
არ ითვალისწინებენ რომ მაშინდელი მსაჯობის პირობებში როცა კაცის გაგდება ფაქტიურად არ არსებობდა
არაფერს ვამბობ ესეთი ვარჯიშების სისტემაზე როგორიც ეხლაა, მედიცინაზე, კვებაზე
ლამის დიეტოლოგები დასდევენ ყველას კუდში რა იქნებოდა
იქნებ მართლა ღმერთი ყოფილიყო
ან იქნებ ტორესის დონე ყოფილიყო (პორტუგალიელ ტორესს ვგულსხმობ და არა ამ ბედოვლათს)
წარსულიდან აწმყოში გადმოსვავენ ხოლმე
და პირიქით არ უნდათ
თასმებიანი ბურთი რომ მოხვდებოდათ თავში, მეტოქე უკნიდან პადკატს გაუკეთებდა და ხრიოკ მოედანზე წააქცევდაა ბევრი ახალი ვარსკვლავი ტირილით გასკდებოდა და სამუდამოდ დაანებებდა ფეხბურთის თამაშს თავს
პეპე რომ გონიათ უხეშობის პიკი
აბა 70-იანები წლების ბრაზილიის ჩემპიონატის ნებისმიერი დერბი ნახეთ
ნებისმიერ გუნდი 4 პეპეთი და 2 მელოთი რომ თამაშობს
და ამ დროს მაინც არის ნელეინიო რომელიც ულამაზეს დარტყმებს ქსოვს
+ ზიკო რომელის მარტო შედეგზე კი არა ამ საგიჟეთში ესთეტიკაზეც ფიქრობს
და უიიი არ ვარგა იმიტო რომ მიულერი უფრო სწრაფად დარბის თურმე
ან რამოსი უფრო მაღლა ხტება
ამ ნაბოდვარის დასკვნა ესეთია
ფეხბურთი ისეთივე მაგარი იყო 50-იანებში ან თუნდაც 60-იანებში
როგორიც დღესაა
შეიძლება უკეთესიც
უბრალოდ მაშინ სხვანაირი თამაში იყო
სხვანაირი იყო აბა რა მეკარე ბურთს ხელში იღებდა როცა თავისი ფეხბურთელი უბრუნებდა
ცვლილება არ იყო, არც კაცის გაგდება, წითელ ყვითელი ბარათები
და თამაშგარეების გარეშე თამაშობნენ (ხელოვნურად არ აკეთებდნენ)
ამიტომ დასაფასებელია ის ხალხი 100 მაგად ვინც იმ დროს შემოქმებითი თამაშით ან მიდგომით გამოირჩა
სამორები და კოჩიშები
ვინც 0-იდან გახდნენ ხალხის კერპები და მიიყვანეს სტადიონებზე 100 ათასი კაცი
ყოველგვარი რეკლამისა და პიარის გარეშე