იძულებითი გასაჩივრება ბართლომესგან, რაღაც ამოიხავლა ამ მოქმედების გასამართლებლად, მაგრამ მაინც ასამბლეაზე უნდა დამტკიცდეს. ვინც ლაპორტას უჩივლა, თუ არ შეიტანს საჩივარს ბართლომეზე შევიტანო. თუმცა ღირსეულადაც მოიქცა ბართლომე და ,,ბე"-ს არ მოითხოვენ (23 მილიონი არ ექნება წინასწარ მოსატანი ლაპორტას გუნდს). საბოლოოდ ახლა 25-30 მილიონზეა ლაპარაკი (,,სოგეკაბლეს საქმე", ტვ-იმ უჩივლა და 37 მლნ აართვა ლაპორტას (მოსამართლემ მარტო ეგ საკითხი დატოვა სუსტ წერტილად), 1 წელი გაიწელება საქმე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა და 80% ისევ წააგებს ბართლომე, ხმასაც მარტო ემდ-დან მისცემენ მომავალ არჩევნებზე. მარკა-გამოკითხვაშიც კი მეტი პრო-ხმა მიიღო ლაპორტამ, ვიდრე მანდ (გაზეთი უკვე ჩამოყალიბდა მაგის ოპოზიციად, ბართლომეს მეხოტბეები არიან. სპორტი ლაპორტას მთავარი მოკავშირე, ზოგადად კატალონიაში ძალიან უნდათ მაგისი დაბრუნება, ტვ-ი გამოკითხვაში 86%-მა დაბრუნდესო)
მარკა ჩუჩოს მატიეზე თქმის გამო აკრიტიკებს, აბა მესი იყოს, როგორ იტყოდა იგივეს ვნახავდითო. პიკეზე აქებს, ნახავს მობილ-ვიდეოს და დაერხევაო

. დღეს თუ არ ათამაშა ეგენი, ესეიგი ,,დასაჯა". პიკეს მსგავსს სულ ექნება შემოთავაზებები და ამის კომენტირებას არ ვაპირებო, ბარსას სირთულეები სულ ექნებაო ,,შეგვამზადა" უარესისთვის
სელტას გასვლაზე არ წაუგია თურმე (ერთადერთი წაუგებელი პრიმერაში), ეს თვითონ ჩუჩომ ამოჩხრიკა. ზედიზედ 15 თამაშში აქვს გატანილი და სწრაფი თავდასხმა ყავს, ბი-ბი-სი-საც ადარებდნენ ერთი პერიოდი

. რატომღაც გული მიგრძნობს რომ რთული თამაში იქნება და ქულების დაკარგვის საფრთხის წინაშეც დავდგებით

, ასევთქვათ, სულაც არაა ისეთი თამაში 15-დან 20-მდე იყოს მეტოქის მოგება

პრიმერას ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთსაც ეგენი თამაშობენ (ბიელსას მიმდევარია ბერიზო)
კარასკოს წინასამატჩო ანალიზში სელტა არასდროს ჯდება უკან და ითვლება რომ ვალენსიას შემდეგ საუკეთესო პრესინგი აქვთ პრიმერაში. ფიზიკურად კარგ ფორმაში, რაც ბოლო 15 წუთს ეტყობა ხოლმე განსაკუთრებით, ნოლიტო-გოლიტო კარიერის პიკზეა: ,,სელტას მესი"

მარკას ცნობით ერთადერთხელ მოიგეს კამპზე 49 თამაშში, მსოფლიო ომის დროს

. ემდ-ეს ცნობით 10 წლის წინ მოიგესო, გაიგე ახლა
კრისტიანომ 8 (სხვადასხვა) ტურში გაიტანა, ნეიმარმა 6-ში
კატ-პრესაში ნეიმარი-მესი-სუარესის ტრიო არ ეეჭვებათ, მაგრამ მაგათი ,,შენახვა" - კი. გუნდის დაცვითი სისტემა და ნახევარმცველები თუ ,,გაწვდებიანო" ამ სამეულს, მათი ყოფნა ერთად ხომ დამატებით ძალებს მოითხოვს ნახევარმცველთაგან დაცვითი სამუშაოს შესრულებისას. ერთის ამოვარდნაც კი თამაშიდან მთლიანად არევს ბალანსს, მესიმ რამდენჯერაც ისეირნა, დამღუპველად აისახა გუნდზე (იშლება პრესინგი), არც ,,ვერტიკალური ტაქტიკაა" გამოსავალი, ბურთის რაც შეიძლება მალე მიტანა თავდამსხმელებამდე, ეგ უფრო გათიშავსო რგოლებს შორის შეთანხმებულ თამაშს და სუარესის ინტუიციის ამარა დარჩებიან, იცის მცველების ზურგსუკან სივრცით სარგებლობაო. მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა იყოს გუნდი და გააზრებულად მიიტანოს ბურთი თავდამსხმელებამდე, მათ რომ თავისი პლიუსები გამოიყენონ
2018-დან ნაიკი შეიძლება ადიდასმა შეცვალოს, სამჯერ ნაკლებს უხდის ნაიკი ბარსას, ვიდრე მანჩესტერს ადიდასი და უკმაყოფილება იზრდებაო დირექტორატში
ალვეში იანვარში უკვე უფლებამოსილია ნებისმიერ გუნდთან ილაპარაკოს, ბარსა აპირებს 1 წლიანის შეთავაზებას (სატრანსფერო ბანის გადამკიდე), მაგრამ ამას ნამდვილად არ მიიღებს, თავისი ბოლო ,,დიდი კონტრაქტი" იქნება და ყველანაირად მომგებიან სიტუაციაშია, თავისუფალი აგენტი, მონტოია/დუგლასის სინაგავე...3 წლიანი უნდა შესთავაზოს ბარსამ, რომ დარჩეს, რადგან სხვა გუნდები 3-4 წლიანს შესთავაზებენ და ალბათ სუფთა 4-5 მილიონსაც მისცემენ წელიწადში, გამოდის მინიმუმ 15 მილიონი კარიერის დასრულებამდე, რასაც ბარსა ამჟამინდელი 7 მილიონითაც (სუფთა ხელფასი ალვეშის) ძნელად მიწვდება, თუ 2 წლიანი არ დაუდო (იგივე ხელფასით) და ერთგულებაზე არ ააგდო

- სუბისარეტა-ვირტუოზი, ალვეში გაუხდა სახვეწარი (თუ დასატოვებელი იყო, წლინახევრის წინ თავისუფლად დააბამდა უარესი კონტრაქტითაც) და აქაც გამოუვალი სიტუაცია შეუქმნა ბარსას
Georgian_90პედროს დამცველები გთხვოთ ნუ შემაწუხებთ
This post has been edited by Piquecanthropus on 1 Nov 2014, 10:50