მტრის სტატისტიკა, ჩვენც რომ გვეხება ასე თუ ისე
- ჩ-ლიგის ზედიზედ 5 ტურში მხოლოდ დელ პიეროს და რებროვს გაუტანიათ (ეტოო/სონი ანდერსონ/კრისტიანოს და ა.შ. 4-ში, ახლა კრისტიანო/ბენზემას ზედიზედ 3-ში აქვთ)
- კრისტიანოს პირველ 26 ჩ-ლიგის თამაშში გოლი არ ქონდა გატანილი და შემდეგ 80-ში გაიტანა 70-ი

- კრისტიანოს რეალის ყველა დროის ბომბარდირი (ყველა ტურნირის მიხედვით) გახდება 2015-ის ბოლოს, ანუ 2016-ში, თუ ასეთი ტემპით განაგრძო გატანა (სტატისტიკურად)
- ესპანეთში ყველაზე მეტი მოგება იტალიელებს (23) აქვთ, გერმანელებიც (21) ასწრებენ ინგლისელებს (20)
- სამაგიეროდ ლივერპულია ის კლუბი, ვისაც ყველაზე მეტი თამაში აქვს მოგებული ესპანურ სტადიონებზე - 7, ბავარიამ 6-ჯერ მოიგო, აიაქსმა და იუვენტუსმა 5-ჯერ
- ბერნაბეუზე 2-ზე მეტი (აიაქსი/ბავარია/იუვენტუსი/რომა) არავის მოუგია ევროტურნირებზე
კრუიფმა იფილოსოფოსა. დი სტეფანო ჩემი კერპი იყო და ერთადერთი, ვისთვისაც ავტოგრაფი მითხოვიაო. არასდროს დამავიწყდა როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემთანო. გვარდიოლა უკვე აღარაა ის კაცი, ვისაც რამეს ვურჩევო, თავის გზას დაადგაო (გაიზარდა, განვითარდა და უკვე კრუიფის ფილოსოფიას არა, თავისას აწვება

). წარსულს რაც შეეხება, რაც ბარსაში შექმნა, მაგის კოპირება შეუძლებელიაო. ლუის ენრიკე მე ვიყიდეო და არა რობსონმა, მაგრამ მომხსნესო იქამდე. ძალიან ბევრი შეცვალა და სხვა რამეს ათამაშებსო, თავისთავად რაღაც არ მუშაობს, რაც ადრე მუშაობდა, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთი არაა საკმარისი, მწვრთნელების ცვლა შედეგს ვერ გამოიღებს, დრო უნდა ჰქონდეთ თავისის დანერგვის და მერე გამოჩნდება, ვარგა თუ არ ვარგა ახალი. ერთი კი ფაქტია, მადრიდმა ისწავლა იმ ბარსასგან, ადრე მხოლოდ დარბოდნენ და ახლა ,,თამაშობენ" ნახევარმცველები, აი ბარსას იგივე არ გამოსდის, ისწავლოს მადრიდისგან რასაც ეგენი აკეთებდნენ

როსელ-ბარტომეუსაც ერთი უთავაზა და მე ყველაფერში ,,ექსი" (ყოფილი) ვარ, მაგიტომაც ვარ ასეთი მაგარიო

სუარესმა ვიცოდითო რომ ნახევარდაცვის გარეშე უნდა გვეთამაშაო სელტასთან (მწვრთნელის დავალება იყო დაცვიდან პირდაპირ შეტევაშიო), მაგრამ სელტას პრესინგის გამოც მოგვიწიაო ბარსას სტილზე ხელის აღებამ

(რაღაც ასეთი, ძველ სტილს წაუტირა)
ასეთი პესიმიზმის არ მჯერა, მგონი ციფრები შეეშალა ემდ-ეს, გამოკითხვით 46% ფიქრობს აიაქსი მოიგებს, 38% ბარსა (16% ფრე)
თუმცა სტატისტიკით რეალისტები გამოვლენ

, რადგან 2 წლის წინ დასრულდა რეალურად ჩვენი ციკლი

- 20 თამაშიდან გრანდებთან (გასვლაზე) ბარსამ 10 წააგო
და ჩ-ლიგაში ბოლო 12 გასვლიდან (ნებისმიერ გუნდთან) 6 წააგო
არც ასეთი ოპტიმიზმის მჯერა: კანმა ევროპის სამ საუკეთესოშიაო ბარსა (ბავარია, რეალი)
მარკას საუკეთესო მწვრთნელი: 1. ანჩელოტი 69 2. ჩუჩო 67.5 3. ნუნო 65 (პირველად გაასწრეს ჩუჩას)
მარკას ვერსიით 10 ტურში ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშენი
სერხიო, მუსტაფი, გაია, დ. სუარესი, კაკუტა, იოდა (ხეტაფე), კასტილიეხო (მალაგა)
ვალენსიას ბომბარდირი დაცვა მატიეს წასვლის შემდეგ: 6 გოლი დაცვის ხაზს, ატლეტიკო 4, რეალი 2, ბარსა 0
ჩვენი მომავალი მეტოქე: ალმერიას თავის მოედანზე მარტო ბარსა არ ყავს დამარხებული, 2 ფრე და 8 წაგება, მხოლოდ 2 ქულა. რეალთან 5 აქვთ, მაგრამ რეალზე მეტად ლევანტესთან უჭირთ

(4 ქულა მაგათთან)