აი ყველა ჯერზე ვარეფრეშებ და იმედს ვიტოვებ რომ დახურული დამხვდება, არადა პირიქით ახალი პოსტებია და მეც იძულებული ვარ წავიკითხო
მოიგებს კრისტიანო - ვერავინ იტყვის რომ არ იმსახურებდა 2014 წელს ჯამში, ინდივიდუალურ დონეზე მართლა გამორჩეული იყო (მთავარ კონკურენტს ნამდვილად აჯობა)
რეალის და მის ფანებს პა ბალშუმუ კიდიათ(წინა წლებში თავს დებდნენ ამაზე), მარტო იმის მუღამი აქვთ დაეწიოს მესის (მერე ნახეთ ამ თემაში პოსტების სუნი, რომ აიღებს)
ამ ნოიერის გინება სხვა მეკარეებს რამეს მატებს? შეიყვანეს შეიყვანეს, მაინც არავინ მოაგებინებს ამ პრიზს მეკარეს (სანამ იმ ორიდან რომელიმე იარსებებს), მაგრამ ნოიერს რაც მეტს აგინებთ მით მაგარი ხდებიან სხვა მეკარეები? რატომ მოხვდა სამეულში ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე (ვისაც გგონით რომ არა, უბრალოდ ოკ

) ძნელი გასაგებია? მსოფლიო მოიგო გუნდმა და გამორჩეული ინდივიდების გარეშე, რომელი გერმანელიც არ უნდა ყოფილიყო მის ადგილზე იგივე ექნებოდა შანსები, მაგრამ აქ მაინც აგინებდით ალბათ:
იიიი რა კროსი
იიიი რა შვაინშტაიგერი
იიიი რა მიულერი
იიიი რა ლამი
და ყველას მოუნახავდით კონკურენტს, რომელმაც ამა და ამ წლებში მის პოზიციაზე უკეთ ითამაშა და ვერ მოხვდა სამეულში
პ.ს. გერმანული ფანკლუბიდან ვარ

პ.პ.ს. სანამ ვინმე რამეზე ამიშარდება, კარგად გადაიკითხოს პოსტი, ცივი გონებით. რეზიუმე და პათოსი ასეთია: მესიც მაგარია, კრისტიანოც მაგარია, წელს ნოიერი ვერ მოიგებს (ფაქტია) მაგრამ სამეულში რომაა ამით უსამართლობა არ მომხდარა