გაუმარჯოს კაი ხალხს
ეხლა გადავიკითხე ამ დღეებში რაც დაიწერა და ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ნუ ზოგი მატას ყიდის ზოგი ფალკაოს ყიდის და ზოგი კიდე იანუზაის აგინებს როცა 3 თამაშია 60 მილიონიანი ფეხბურთელი იანგის სახით გვევლინება. სად იყო ეგ დი მარია ჩელსისთან? სიტისთან? ან თუნდაც არწივებთან? რატო არავინ არ აკრიტიკებს და არ ეხება ამ თემას? ის 3 თამაში რომ კარგად ჩაატარა მაგის გამო შეუძლია შემდეგი 4 ესე ###უად ითამაშოს? ეხლა ვიღაც გამოვა და დამიწერს დრო უნდაო. დრო არა *ლეეე. 2 თვეა გუნდშია და მომატებასთან ერთად უკან უკან მიდის. ზუსტად იმ ჩელსისთან და სიტისთან გვინდოდა დი მარიას სასწაულები თორე ქპრსთან ნანი და იანგიც აკეთებენ ღირებულს. იმედია "არსენალთან" მაინც დაიწყებს წესივრრად თამაშს. ჩემზე მეტად არამგონია მაგ ბიჭს ვინმე ბალეშიკობდეს მაგრამ ფაქტია ჯერ დი მარიას ნახევარს ვხედავთ. თან 90 წუთ ისათამაშოდაც არაა მზად.
სასტარტო დადე სავარაუდო არსენალთან და რავი მგონი ბლინდი სკამზე დასვი და კერიკი დააყენე მცველების უკან. 1 მიზეზი მითხარი რატომ ფიქრობ რომ ეგრე ჯობია? მე მაგალითად კერიკის თამაში სასტიკად არ მომეწონა კრისტალ პალასთან. თუ ვინმემ მაგ თამაშში კერიკში რამე ზებუნებრივი დაინახა მაშინ ახლიდან ვნახავ ჩანაწერებს. ფაქტია ერთი 7-8 ეპიზოდში მინიმუმ როდესაც ბურთი ჩვენ მცველებს ჰქონდა არასწორ პოზიციას არჩევდა და ან ფეხბურთელის უკან იდგა ან კიდე ისეთ ადგილას სადაც ბურთის მიწოდებას აზრი არ ჰქონდა. თუდნაც აიღე ეს ეპიზოდი.
ფაქტიურად კერიკის გარეშე იწყება შეტევა როცა კერიკი არის დაცვის დამაკავშირებელი და სწორედ მას ევალება პირველ რიგში მცველებს ბურთი მოსთხოვოს და შეტევა წამოიწყოს.

ანალოგიური სცენა. კაცის უკან დგას როდესაც 1 ნაბიჯი უკან ან აჩქარება წინ და თავისუფალ ზონაში ბურთს მიიღებს და სივრცეებიც უფრო გაიხსნება, მაგრამ როგორც წინა სურათში აქაც ამოვარდნილია სცენარიდან.

აი რატომ გვიჭირდა შეტევაში გადასვლა. სრულიად არასწორ პოზიციებს იკავებდა, მიდის იქ სადაც 2 ფეხბურთელია და მთელი ამხელა ზონა ცარიელია როცა შეიძლება სწორი პოზიცია შეარჩიო ზონები გახსნა და გუნდელებსაც გაუადვილო გადაწყვეტილების მიღება.

ნუ რათქმა უნდა მარტო კერიკის ბრალია არაა, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება თუ ბლინდი სკამზე დაჯდება და კერიკი ჩაანაცვლებს. აი უდიდესი და დარწმუნებული ვარ ვან გაალი ამას არ იზავს. ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. ვიცი უყურებ თამაშებს და ბევრჯერ შეაქე კიდევაც. კერიკი მაგრად მევასება მაგრამ იუნაიტედი უფრო მიყვარს და ამწუთას გუნდს ბლინდი უფრო აძლიერებს. ეს ჩემი პრიადი აზრია ზოგს ვაფშე როხო მსოფლიოს საუკეთესო მცველი ჰგონია ( აქ დაიწერა და ლამის ცუდად გავხდი ) ვისთვის როგორ.
პერსიზე დავწერ კიდე ერთს. რატომ ამართლებთ და იცავთ ესე კბილებით? ან რატომ იმეორებთ ერთი და იგივე ფრაზას მე_20 ტიტული ვინ მოგვაგებინა და მე_20 ტიტული ვინ მოგვაგებინა? ვინ მოგვაგებინა და ფერგიუსონმა. პერსის გარეშე იმდენი პრემიერ ლიგა გვაქსმ ოგებული მაგდენი არსენალს სულ არ აქვს მგონი. პერსი კი არა გიბსონებით და ჯემბა ჯემბებით ვიგებდით პრემიერ ლიგას. ფორმაში არაა და უაზროდ ნუ იცავთ კბილებით. ფორვარდი რასაც ჰქვია და როგორც უნდა იყოს არის აგუერო. შეხედეთ და ნახეთ რას ნიშნავს იყო კარგი ფორვარდი და იყო კარგ ფორმაში + ამას. მომენტებს არ უქმნიანო ამაზე ვაფშე გამეცინა. 0 არის ჯერ და მაგის ბედი, რომ ფალკაოც სუ დამტვრეულია თორე სკამზე იჯდებოდა.