ისტორია
ბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)
ტიტულები
ტიტულები
საერთაშორისო
გერმანიის ჩემპიონი: 8
1956, 1957, 1963, 1995, 1996, 2002, 2011, 2012
გერმანიის თასი: 3
1965, 1989, 2012
გერმანიის სუპერთასი: 5
1989, 1995, 1996, 2008, 2013
Coppacampioni.png უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა:
გამარჯვებული (1): 1996–1997
ფინალისტი (1): 2012–13
Coppacoppe.png უეფა-ს თასების მფლობელთა თასი:
გამარჯვებული (1): 1965–66
UEFA Cup (adjusted).png უეფა-ს თასი:
ფინალისტი (2): 1992–93, 2001–02
UEFA - Super Cup.png უეფა-ს სუპერთასი:
ფინალისტი (1): 1997
Coppaintercontinentale.png საკონტინენტთაშორისო თასი:
გამარჯვებული(1): 1997
საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის ბორუსია (გერ. Ballspielverein Borussia 09 e. V. Dortmund) — ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანული კლუბი. მეტწილად კლუბს მოიხსენიებენ, შემოკლებული სახელებით ან აბრევიატურით — დორტმუნდი, ბორუსია, BVB 09 ან BVB. ბორუსია გერმანიის მრავალგზის ჩემპიონია, ასევე არის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
ისტორია
ადრინდელი წლები
კლუბი დაარსებული იქნა 1909 წლის 19 დეკემბერს. უკმაყოფილო სტუდენტების მიერ ბარ Zum Wildschütz-ში. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ მათი მასწავლებელი პასტორ დევალდი არ აპირებდა ჯგუფის სპორტულ პროგრამაში ჩართვას და მათ შექმნეს საფეხბურთო კლუბი. სხვა ვერსიით: პასტორ დევალდმა არ აკრძალა ფეხბურთი და პირიქით ხელს უწყობდა, სპორტული ინვენტარის შესაძენათ მან ეკლესიის ფული გამოიყენა, მაგრამ მას არ მოეწონა, რომ სპორტსმენები თამაშის შემდეგ ლუდის ბარში დადიოდნენ და მან გადაწყვიტა, რომ ეკლესიის ფულით კლუბი აღარ დაეფინანსებინა. ფეხბურთელების ნაწილმა შეწყვიტა კლუბში თამაში, თუმცა 18 ახალგაზრდამ ფეხბურთის თამაში მაინც გააგრძელა და გუნდი არ დაშლილა. კლუბის ოფიციალური სახელწოდება, Ballspielverein Borussia 09 e. V. Dortmund, გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ბურთის თამაშის კლუბი ბორუსია 09 დორტმუნდიდან, სადაც 09 მისი დაარსების თარიღს — 1909 წელს აღნიშნავს, ხოლო სახელი ბორუსია მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან — პრუსია და ეს სახელი ერქვა ლუდის ბარს სადაც ფეხბურთელები დადიოდნენ. თავდაპირველად გუნდი თამაშობდა თეთრ-ლურჯ ფერიან მაისურში და შავ შორტებში. შავი და ყვითელი კლუბის ფერი 1913 წელს გახდა. ადრეულ წლებში დორტმუნდი თამაშობდა რეგიონალურ ჩემპიონატში. პირველი მსოფლიო ომის დროს კლუბი დროებით დაიშალა, რადგან ფეხბურთელები ჯარში გამოიძახეს. კლუბის აღდგენა 20-იან წლებში 0-დან დაიწყო.
ომის შემდგომი წლები
პირველ სერიოზულ წარმატებას კლუბმა 1947 წელს მიაღწია, როდესაც ბორუსიამ მოიგო ვესტფალიის ჩემპიონატი. 1947 წლის 18 მაისს დორტმუნდმა პირველად სძლიაგელზენკირხენის შალკეს. მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდა. სამი საგოლე პასი გააკეთა მაშინდელმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ავგუსტ ლენცმა. ამის შემდეგ «ბორუსია» გავიდა ფინალში და ჰამბურგი ანგარიშით 0:1 დაამარცხა. 1947-1948 წლის სეზონში «ბორუსია» გახდა დასავლეთ ობერლიგის გამარჯვებული. გერმანიის ჩემპიონობა პირველად დორტმუნდის გუნდს 1956 წელს შეეძლო თუმცა ფინალში დამატებით დროში წააგო კარლსრუესთან 4:2. 1957 წელსაც გუნდი ფინალში გავიდა თუმცა ამჯერად ჰამბურგთან დამარცხდა 4:1. ასევე 1957 წელს ბორუსიამ პირველად მიიღო მონაწილეობა თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში. 1957 წელს დორტმუნდი წლის კლუბად აღიარეს. ძველი სტილით ჩატარებულ ბოლო გერმანიის ჩემპიონატში 1963 წელს ბორუსიელებმა მოახერხეს გამარჯვება. ევროპულ ასპარესზე სერიოზული წარმატება იყო ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებაში 1/8 ფინალში გასვლა. ამ ეტაპზე გუნდი მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა. მომდევნო წელს კი «ყვითელ-თეთრები» 1/4 ფინალში მილანთან დამარცხდნენ. მომდევნო წლებში გუნდის 4 ლიდერი ჰყავდა, ნეპეკლო, პრაისლერი, კელბასა და შმიდტი. ოთხივემ დიდი რაოდენობის გოლები გაიტანეს. კლუბის წარმატებაში ასევე დიდი როლი მიუძღვის მაშინდელ გუნდის მენეჯერს ჰაინც დოლეს და კლუბის მთავარ მწვრთნელს გელმუტ შნაიდერს.
ბუნდესლიგის ფორმირება და თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვება
1962 წელს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეექმნა პროფესიული საფეხბურთო ლიგა, რომელსაც ბუნდესლიგა ეწოდა. პირველი სეზონი 1963 წელს ჩატარდა. «ბორუსიის» მხრიდან პირველი გოლი ახალ ჩემპიონატში ტიმო კონეტცკმა გაიტანა. პირველ სეზონში გუნდმა მესამე პოზიცია დაიკავა. ევროსარბიელზე კი იარმაროკის თასიდან მეორე ეტაპზე გამოვარდა. «ბორუსიამ» ორივე მატჩი მანჩესტერ იუნაიტედთან კატასტროფული ანგარიშით 1:6 და 0:4 წააგო. მეტოქე გუნდის რიგებიდან გამოირჩეოდნენ ბობი ჩარლტონი და ჯორჯ ბესტი. ბუნდესლიგის მფლობელი დორტმუნდის კლუბი პირველად 1965 წელს გახდა.გერმანიის თასის ფინალში კი მეტოქე «აახენის ალემანია» 2:0 დაამარცხა. პირველი ევროპული ტრიუმფი «ბორუსიას». 1966 წელს ჰქონდა. «ბორუსია» გახდა პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც მოიგო თასების მფლობელთა თასი. პირველ ეტაპზე გერმანული კლუბის მსხვერპლი მალტური ფლორიანუ გახდა, შემდგომ ბულგარეთის ცსკა, მადრიდის ატლეტიკო, ლონდონის ვესტ ხემი. ფინალში, რომელიც გლაზგოში გაიმართა «ბორუსიის» მეტოქე ლივერპული იყო. ფინალი გერმანულმა კლუბმა 2:1 მოიგო. ამ წელს «ყვითელ-შავებმა» ბუნდესლიგაში მე-2 ადგილი დაიკავეს. გერმანიის ჩემპიონი გახდა მიუნხენ 1860.მიუნხენ 1860-მა მოახერხა ამ სეზონში და ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დაამარცხა შალკე. საფინალო სასტვენისას ანგარიში 0:7 იყო.
1970-1980
70-იან წლებში გუნდს რთული ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. 1972 წელს «ბორუსია» რეგიონალურ ლიგაში გავარდა. 1974 წელს შეიქმნა მეორე ბუნდესლიგა, ხოლო კლუბი უმაღლეს დივიზიონში 1976 წელს დაბრუნდა. ფინანსური პრობლემები 1980 წლამდე გაგრძელდა. 1986-ში «BVB» -ს კვლავ დაემუქრა მეორე დივიზიონში გავარდნა. თუმცა დიდი გაჭირვებით მაინც შეძლო ბუნდესლიგაში დარჩენა. დიდი ხნის შემდგომ კვლავ შეძლო «BVB»-მ გერმანიის თასის მოპოვება. დორტმუნდელებმა გერმანიის თასის ფინალში ვერდერი დაამარცხეს 4:1.
1990-იანი წლები
დორტმუნდის ზეობის ხანა 1991 წლიდან იწყება. გუნდში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მივიდა ოტმარ ჰიცფელდი. პირველ სეზონში მათ მეორე ადგილი დაიკავეს ბუნდესლიგაში. ისინი მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩნენ შტუტგარტს. 1992-93 წლის სეზონში დორტმუნდი უეფას თასის ფინალში გავიდა, სადაციუვენტუსთან დამარცხდა 1:6. 90-იან წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა კლუბის ფინანსური მდგომარეობა.
1995 და 1996 წელს დორტმუნდი გერმანიის უძლიერესი კლუბი იყო. უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ბორუსიამ 1997 წელს შეძლო. „ყვითელ-შავების" მეტოქე 1/4 ფინალში ოსერი, 1/2 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი იყო. ფინალი კი მიუნხენში გაიმართა, სადაც მათ იუვენტუსი 3:1 დაამარცხეს. ამ წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ მათიას ზამერი დაასახელეს.
ტოკიოში საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბორუსიამ ბრაზილიურ კრუზეიროს სძლია. 2001-2002 წლის სეზონში გერმანული გრანდი უეფას თასის ფინალშიროტერდამის ფეიენორდთან 2:3 დამარცხდა. ამის შემდეგ კვლავ დაიწყო კრიზისი კლუბში. 2009 წლამდე გუნდი ბუნდესლიგაში შუა ადგილებში გადიოდა. ამ პერიოდში კლუბის ერთადერთი ტიტული ჰქონდათ მოგებული. 2008 წელს მათ გერმანიის თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნი დაამარცხეს 2:1.
თანამედროვე პერიოდი
2011 წლის 30 აპრილს დორტმუნდმა თასზე საშინაო მატჩი ნიურნბერგს სძლია 2:0. ამ წელს ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.იურგენ კლოპის ეპოქა წარმატებული გამოდგა. შემდგომ სეზონში 2011/12 იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით 2012 წლის 21 აპრილს საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხეს მიონხენგლადბახის ბორუსია და 2 ტურით ადრე ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მერვედ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. ჯამში გუნდმა 81 ქულა მოაგროვა და სეზონში მხოლოდ 3 მატჩი წააგო. თასის ფინალში დორტმუნდელებმა ბაიერნის ფეხბურთელებს სძლიეს, გამანადგურებელი ანგარიშით 5:2. 3 გოლირობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე «ბორუსია» სიკვდილის ჯგუფში გავიდა. მოულოდნელი იყო მისი ჯგუფიდან გასვლა, რადგან მისი მეტოქეები იყვნენ: მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი და ამსტერდამის აიაქსი. მათ მხოლოდ 4 ქულა დაკარგეს და პირველ ადგილიდან გავიდნენ ჯგუფიდან.
გულშემატკივრები
BVB-ს გულშემატკივრები განიხილებიან კრეატიულ და ძლიერ გულშემატკივრებად გერმანიაში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ვესტფალენშტადიონზე ყოველთვის ბოლომდე ივსება ტრიბუნები და ევროპაში დასწრების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. წელიწადში ამ სტადიონზე მატჩებს 1.35 მილიონი ადამიანი ესწრება. ასევე დორტმუნის კლუბი ყიდის ყოველწლიურ 45 000 სეზონურ აბონემენტს. «შავ-ყვითლებს» სულ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 650 ფან-კლუბი აქვთ. სადაც გაწევრიანებულია 25 000-მდე გულშემატკივარი
ბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის ბორუსია (გერ. Ballspielverein Borussia 09 e. V. Dortmund) — ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანული კლუბი. მეტწილად კლუბს მოიხსენიებენ, შემოკლებული სახელებით ან აბრევიატურით — დორტმუნდი, ბორუსია, BVB 09 ან BVB. ბორუსია გერმანიის მრავალგზის ჩემპიონია, ასევე არის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
ისტორია
ადრინდელი წლები
კლუბი დაარსებული იქნა 1909 წლის 19 დეკემბერს. უკმაყოფილო სტუდენტების მიერ ბარ Zum Wildschütz-ში. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ მათი მასწავლებელი პასტორ დევალდი არ აპირებდა ჯგუფის სპორტულ პროგრამაში ჩართვას და მათ შექმნეს საფეხბურთო კლუბი. სხვა ვერსიით: პასტორ დევალდმა არ აკრძალა ფეხბურთი და პირიქით ხელს უწყობდა, სპორტული ინვენტარის შესაძენათ მან ეკლესიის ფული გამოიყენა, მაგრამ მას არ მოეწონა, რომ სპორტსმენები თამაშის შემდეგ ლუდის ბარში დადიოდნენ და მან გადაწყვიტა, რომ ეკლესიის ფულით კლუბი აღარ დაეფინანსებინა. ფეხბურთელების ნაწილმა შეწყვიტა კლუბში თამაში, თუმცა 18 ახალგაზრდამ ფეხბურთის თამაში მაინც გააგრძელა და გუნდი არ დაშლილა. კლუბის ოფიციალური სახელწოდება, Ballspielverein Borussia 09 e. V. Dortmund, გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ბურთის თამაშის კლუბი ბორუსია 09 დორტმუნდიდან, სადაც 09 მისი დაარსების
მიმაგრებული სურათი
Once you realize what a joke everything is, being a Comedian is the only thing that makes sense. ©Comedian.
Erzähle mir und ich vergesse.
Zeige mir und ich erinnere mich.
Lass es mich tun und ich verstehe.
For every complex problem there is an answer that is clear, simple, and wrong.