ბრტოლაჩი მაგიტო გამოვისყიდეთ ჯენოადან რომ მერე გაგვეყიდა

და საკმაოდ იაფად მოგყიდეთ, 20 მილიონი მინიმუმი იყო მაგისთვის. ნაკრების ფეხბურთელია.
რომანიოლიზე კიდე თქვენ თვითონ გადაიჭარით ვენები, მე საერთოდ არ ვთვლი რომ ამ ბიჭისგან მომავალი ნესტა დადგება, არ არის მაგ დონის ფეხბურთელი. ზედმეტად გადაფასებულია და გაბერილი მაგის ფასი.
როგორც ადრე დავწერე მარკინიოსი მაგაზე პატარა იყო როცა გაცილებით სტაბილურ და გააზრრებულ ფეხბურთს თამაშობდა.
აგერ ნახავთ რამდენ შეცდომებს დაუშვებს ტაქტიკურ სიტუაციებში და ხელოვნური თამაშგარის შექმნისას. ასევე რთულ თამაშებში ნერვიულობს ძაან და სისულელეებს აკეთებს ხოლმე.
არ არის ეგ ბიჭი არც მომავალი ნესტა და არც მომავალი კანავარო, შესაბამისად მილანში ძირითადი თუ ანდეს ყველაფერი მიხაილოვიჩის სინდისზე იქნება

მაგრად მიკვირს რა... 25 მილიონად მიხაილოვიჩი ძაან მაგარ მცველს დაითრევდა, შეიძლება ბენატია წამოეყვანა ბაიერნიდან ან რავიცი მე ნახევარზე მეტი კაი მცველები იშოვება მაგ ფასად სუყველა.
ამას კიდე რისი იმედი აქვს რომ მილანში 5-7 წელი გაჩერდება და რომანიოლიც გაიზრდება? წელს თუ ვერ ქნა ვერაფერი მომავალ წელს მიაბუნძულებენ სახლში და მერე წაიყვანოს რომანიოლი იქაც

პ.ს. ტრანსფერის პირობები ასეთია 25 მილიონი, უნდა გადაიხადოს მილანმა 5 წლის მანძილზე, წელიწადში 5 მილიონი. ასევე მომავალი გაყიდვის შემთხვევაში თუ მილანი 25 მილიონად ან მეტად გაყიდის მირებული თანხის 15 პროენტი ჩვენი იქნება. ანუ სიტყვაზე თუ გაყიდა მილანმა 30 მილიონად აქედან 4.5 მილიონი ჩვენი იქნება.
This post has been edited by hejkko on 11 Aug 2015, 11:01