2010 წელი რობენი უკეთესი იყო მესი/რონალდოზე - ბაიერნი მიიტანა(სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით!!! რიბერი საერთოდ არ იყო ფორმაში) ლიგის ფინალში, მოაგებინა ბუნდესლიგა და გერმანიის თასი. ჰოლანდიის ნაკრებს ტრავმირებული შეუერთდა მსოფლიოს მე3 თუ მე4 თამაშზე, უდიდესი წვლილი შეიტანა ფინალში გასვლაში. 1.8 ფინალში სლოვაკებს გაუტანა, ბრაზილიასთან საგოლე და ავტო გოლი გაატანინა მელოს + მელო გააძევებინა, 1.2 ურუგვაის გაუტანა, ნუ ფინალში ერთიერთზე გამაზა.
2011 თებერვლისკენ დაბრუნდა ტრავმიანი უშუალოდ ჩ/ლ-ის 1/8 ში სადაც ბაიერნი გავარდა ინტერთან(ანუ 201011 წლის სეზონის პირველი ნახევარი სრულიად გააცდინა, მახსოვს ალექსეი ანდრონოვი ამბობდა კაცი ნომერ პირველი კანდიდატი უნდა იყოს ოქროს ბურთზეო და თავისი ხრუსტალობის გამო იჩაგრებაო, ასევე მახსოვს ერთხელ გატანილი გოლის შემდეგ გასრიალდა და ფრთხილად არიენ ტრავმა არ მიიღოო

), ინტერთან მეორე მატჩშივე ტრავმა მიიღო ისევე, ანუ საერთაშორისო დონეზე ვერაფერი გააკეთა.
2012 წელი ბაიერნი ბაიერნი ლიგის ფინალში გაიყვანა (თუმცა აქ გუნდი 2010 წლისგან განსხვავებით გაცილებით უკეთესი იყო).
2013 წელი ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი გახდა და უდიდესი წვლილი შეიტანა, გერმანიის თასზე დორტმუნდი გამოთიშეს 1.4 ში 1-0 და რობენის ულამაზესი გოლით, ლიგაზე 1.8 ში და 1.4 ში თუ გოლები არ გაუტანია, ბაიერნის გამოცოცხლება იგივე იუვესთან სწორედ კროოსის გასვლას და რობენის შემოსვლას მოყვა, ბარსას 2 გაუტანა 1/2 ში და ფინალში გამარჯვების მომტანი გაიტანა (ამ წელსაც არ ჯობდა მესი/რონალდოს?!)
2014 წელი მშვენიერი წელი ქონდა სანამ რეალთან ბაიერნი იმპოტენტად არ იქცა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატი ისე ჩაატარა და ისე აგრძელებს სეზონსაც რომ მინიმუმ არანაკლებ სეზონს ატარებს მესებზე და რონალდოებზე...
2010 და 2013 წელს აი რაც არ უნდა სუბიექტურობა დამწამოთ მესიზე და რონალდოზე უკეთესი სეზონი ქონდა თავისი გუნდის წარმატებაში უშუალოდ შეტანილი წვლილით (ახლა 50 გოლს არ იტანდა სეზონში და არცაა მაგის ფუნქცია და ეგ ეტაპი იმედია გავიარეთ)
რა ხდებოდა 2010 მდე რობენის კარიერაში, დიდად არ ვიცი, მახსოვს მოუს ჩელსის კონტრ შეტევების უდიდესი ძალა იყო ეგ და დაფი (მგონი რანიერის დროსაც), თუმცა სულ ტრავმიანობდა და მოურინიომ ერთხელ ისიც თქვა რო იტყუება ტრავმის საკითხშიო...
ასევე ერთი დიდი ტურნირი შემიძლია ვთქვა სადაც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონს და ფინალისტს გადაურბინა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე და იგივე კრიშტიანო რონალდოზე აგცილებით კარგი ტურნირი ჩაატარა. უბრალოდ ხალხი ისეა, მესიმ და რონალდომ ტურნირი რომც გამოტოვოს მაინც ამათ აღიარებენ საუკეთესოდ.
This post has been edited by -Leo- on 8 Nov 2014, 03:01