2013-14 წლების რევენიუ £320 ერთი შეხედვით კი კაი ნახტომია წინა წლების დაახლოებით £250-დან მაგრამ მაინც საკმაოდ ჩამოვრჩებით ზემოთ. მანჩესტერმა გამოაქვეყნა მიმდინარე სეზონში 10% იანი ვარდნა, ძირითადად ლიგაზე ვერ გასვლის გამო, 2013-14 სეზონი რომლის შედეგებს დელოიტი თებერვალში დადებს დაწვრილებით, უკვე არის ინფორმაცია რომ აი ამ სამარცხვინო მოიეზა სეზონში მანჩესტერმა დაახლოებით £430 იშოვნა!!! (რეალს £480 - 600 მლნ ევრო), ამ წლის ბოლოს ექნებათ სადღაც £390...ამიტომ იყო რომ არც დაფიქრებულან £60 დი მარიაში ისე გაისროლეს, და ფალკაოს და სხვების უზარმაზარო ხელფასები კიდევ...ამიტომ მაქსიმალურად გვინდა მანჩესტერის ვერ მოხვედრა ლიგაზე!!!!არ ვიცი რა ბედად ეხლა და ###ვდნენ ტოტენხემიც ევერტონიც ლივერპულიც, რა ბრძოლა იყო ხოლმე და რა გუნდები იყვნენ ესენი 5-8 წლის წინ, ეხლა რეალურად ჩვენი და დაფეისპალმებული სიტის და არსენალის მერე მეოთხე გუნდი სავარაუდოდ მანჩესტერია, რაც ძალიან არ გვაწყობს....მაქსიმალურად უნდა დიდ ხანს დარჩეს ვან გაალი რომ გუნდი შეეგუოს მობუქსავე მძიმე სეზონებს, ეხლა ნელ ნელა 1-2 წელიწადში რუნი 30 რომ გადააბიჯებს დაუკლებს საგრძნობლად და ახალი გუნდი ასაშენებლად ტვინი არ ეყოფათ იმედია...
ამიტომ აზარის ნაირი მოდრიბლინგე ხალხია საჭირო რომ სანახაობა გვქონდეს, ხალხი მოვიზიდოთ...ის ვიღაცა ბრუმა ზუსტად ეგეთი ჩანს, არ ვიცი რას იზამს მარა აი ეგეთი ხალხი გვჭირდება, როისის თამაშებს ვუყურე ლიგაზე, რამდენიც არ ვაკვირდები ძირითადად ცენტრშია მე-10 ნომრის ადგილზე, ფლანგზე გარღვევა და სისწრაფე დრიბლინგში ვერ შევატყვე, ფაქტიურად ოსკარს ამოაგდებს და ვილიან/შურლეს სუსტ ფლანგს ვერ გააძლიერებს, რავი გვინდა რო?£20 ვინ გამოგვატანს თორემ მაგ ფასში კი ღირს თუნდაც ვერ გაამართლოს, მე მაინც ამ ბრუმას ავირჩევდი, აიკლებს ჯორცხენებს
ჩეხი არაა გაჩერებელი ამიტომ არსენალში გაშვება არაა ცუდი ვარიანტი, ერთი 3-4 სეზონი იყოს მანდ და მერე ისევ დაბრუნდეს

მეორე მეკარედ სიბერეში, £7 გადაგვიხდიან და პლიუს 100 000 კვირაში დაიზოგება რაც £5 მლნ სეზონში
შურლე და სალახა წამსვლელების კანდიდატები არიან, ჟოზემ უკეთ იცის
დღეს რამე ლამაზი ფეხბურთი დაიდოს რა, შემტევი სანახაობრივი ოსკარის გარე ტერფით გოლები აზარის დრიბლინგები კოსტას დუბლი, სესკის ასისტი, რა თქმა უნდა კურტუას გაშვებული გოლი

და საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე გასახდელში ჩასული ჟოზე

ყოველ ტურში გაზრდილიყოს ეს წუთები და ბოლოს ანბიტენი დაიდოს