სერია ა-ს აბზორს ვუყურებდი და ესე გაგრძეკება აღარ შეიძლება რა
არც მესი ჭირდება დღეს იტალიურ ფეხბურთს და არც რონალდო, მინიმუმ 15 ახალი თანამედროვე სტადიონია საჭირო
--------------------------------------------------------------------------------------
პარმას სტადიონის ტრიბუნები საბურთალოს ხრუშოვკებზე მიშენებულ ლოჯებს გავს
ვერონა რაღაც ბეტონის აკლდამაში თამაშობს, ბურთი არ ხტუნაობს მინდორზე
კალიარის აქვს სტადიონი სტადიონში - დინამოს სარბენ ბილიკებზე რომ პატარა ტრიბუნები ჩატენო, ეგ პონტია (პროსტა, დინამო მაგის ფონზე ალიანს არენაა)
ემპოლის სტადიონზე ისეთივე განათებაა, როგორიც ჩემ უბანში. უგულავამ დაგვიყენა პროჟექტორები (პარმაშიც იგივე ხდება)
უდინეზეს რაც ქონდა, ისიც აღარ ქონია - ერთი ტრიბუნაა დარჩენილი და იქ დგას კამერა - ამიტომ, რეპორტაჟის დროს რაღაც ნანგრევებს და ფრიულის ცას ვხედავთ
სასუოლოს საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლება საერთოდ არ აქვს და რეჯინაში თამაშობს
ტირინოს სტადიონზე სულ ნისლი რატომ დგას, ეგ ვერ გავიგე
ეხლა კარპი გადმოვა, რომლის სტადიონზე ველო-ტრეკია ჩაშენებული და თამაშის დროს ალბათ ვიღაც ტიპები ველოსიპედებით ირბოლებენ (ფოტო)
This post has been edited by papaani on 30 Jan 2015, 02:13
მიმაგრებული სურათი