არა ბაზ არაა ძაან ### საქციელი იყო იმენა უყლევესი მაგის კაი ადამიანობაში მოვჯვი ყოველ დილა საღამოს.
მარა პოხუი მე მაგრად გამისწორა ვიცოდი რა სიამოვნება მელოდა აქ შემოსვლით.
თამაში რომ დამთავრდა სანამ შემოვიდოდი მანამდე ვიცოდი რა სიტუაცია იქნებოდა პადვალში (12 წელი მანდ ვიხჩობოდით მამენტ

)
გაეშვა თუარა ფორუმი მაშინვე მომწვდა საშინელი, ნატანჯი ხალხის გმინვა და გოდება ქვესკნელიდან აი ისეთი ხმა ძალიან შორიდან რომ მოდის თითქმის არ გესმის მარა მაინც გრძნობ ამ ხალხის ტანჯვას.
მერე ფეხბურთის განყი რომ გავხსენი უფრო ახლოდან მომესმა ეს შემაძრწუნებელი ხმები აი ისეთი ყურებიდან რომ შედის ტვინს გაივლის და სულში (ან სულაც ყვერებში) იყინება.
პირდაპირ იქ შესვლა არ ვისურვე ვიცოდი ძაან დიდი ცოდვა ტრიალებდა და ეგრევე რომ მენახა იმხელა სიამოვნებას ვერ მივიღებდი ნელ ნელა მინდოდა ეს ყველაფერი შემეგრძნო არც ერთი წვეთი სიამოვნების არ დამეკარგა.
ჩვენ თემაში შემოვედი და აქაც საშინელი სურათი დამხვდა იქედან გამოქცეული ტკივილისგან გატანჯული სულები იქეთ აქეთ ეხეთქებოდნენ თითქოს ცდილობდნენ სხვებს შეჯახებოდნენ თავისი ტკივილი რომ სხვებისთვისაც გადაედოთ.
ჰოდა ის ნანატრი წუთიც დადგა ქვემოთ რომ უნდა ჩამეხედა. სიმართლე გითხრათ შემაძრწუნა იქაურმა გოდებამ ჩემი ბოროტი გულიც კი შეაკრთო იმ საცოდავი ხალხის მძიმე ტანჯვამ.
თურმე ჰადესს შეცდომით 100 გრადუსის ნაცვლად 1000 ცელციუსი შეუნთია ცეცხლისთვის. მინოდა ტანჯვა შემემსუბუქებინა მაგრამ განა რა შემეძლო მე უბრალო მოკვდავს ღმერთების განგების შესაცვლელად.
უნდა ვაღიარო დიდად არც მომინდომებია ჯობია იმ ღმერთის ხელს მივანდო მათი ბედი 8 წლის წინ რომ დაინახეს მესეს მოწმეებმა.
პ.ს.
ეჰ რატო ამ დღეს არ მოესწრო ესიხიდე ჩავახედებდით ამ ფორუმის ქვესკნელში და მაშინ ხომ აღარ დასჭირდებოდა თავისი ქალიშვილის ცეცხლში დაწვა ჯოჯოხეთის სურათების დასახატად