George Best 
Your ticket is waiting for you mate
მოკლედ საშინელი ორგანიზება იყო. თამაშიდან 4 საათით ადრე ყველა უნდა შევკრებილიყავით თაქსიმზე , საიდანაც ავტობუსები მიგვიყვანდა თამაშზე , რომელიც საკმაოდ მოშორებით არის ცენტრიდან და ერთადერთი ტრანსპორტი არის მეტრო რითიც უნდა მიხვიდე ,თორე ტაქსს უნდა 80 ლირა, დაახლოებით 80 ლარი. ყველაზე მაგარი ის იყო რომ არავის არ ეცვა ლივერპულის ატრიბუტიკა , ყველა ორდინარი ფორმაში იყო, რომ რამე აგრესია არ გამოეწვიათ ბეშიქთაშის ფანებში. რასაც არ დავეთანხმე რათქმაუნდა

) პირველად მოვხვდი ლივერის გასვლაზე და უბრალო მაისურით წასვლა არმინდოდა , ეგრევე ფორმა , შარფი, შარვალი და ლივეს სპორტული მოვიცვი და წავედით 4 კაცი მეტროთი , იმიტომ რომ უკვე მაგრად ბოდიალობდნენ და ვიცოდი უეჭველი დავაგვიანებდით. მოკლედ წავედით მეტროთი . 3-4 გაჩერების მერე უკვე მაგარი საშიში სიტუაცია შეიქმნა - არანაირი პოლიცია და ვაგონში მთლიანად ბეშიქთაშის ფანები პიროებით , ყვიროდნენ და ხელებს ურტყამდნენ ფანჯრებს ლივერის ფორმებით რომ დაგვინახეს , აგრესიით გამოირჩეოდა 4-5 ყმაწვილი

) და ის იყო უკვე უუნდა შევეჭამეთ , შოთას და აჩის ხსენებამ გაჭრა , შემდეგ გაჩერებაზე უკვე ყველა ვაგონში იცოდნენ რომ შოთის ვიცნობდით და მიგვაცილეს სტადიონამდე მშვიდობით. ათათურქის სტადიონი ცალკე ფენომენია - ირგვლივ ყველა ხორცს წვავს გრილზე, საშინელი ტალახი , ყველგან შარფები , ფორმები და ატრიბუტიკა იყიდება( თან ძალიან უხარისხო ) და რათქმაუნდა საზიზღარი მუსიკა. მოკლედ შევედით ევეი სექტორში და როგორც ვიწინასწარმეტყველე ის ფანები , რომლებიც დარჩნენ თაქსიმზე მეორე ტაიმში ძლივს შემოვიდნენ თამაშზე , რადგან საშინელი საცობი იყო და ცალკე ბეშიქთაშის ფანები იწევდნენ ამათკენ. მოკლედ თამაში როცა დამთავრდა 2 საათი ავტობუსებში ვისხედით , სანამ ბეშიქთაშის 60 000 ფანი არ გავიდა სტადიონიდან . გამოგვიყვეს 5 დიდი ავტობუსი ლივერის ფანებს და წინ მიდიოდა ლივერპულის ფეხბურთელების ავტობუსი , ყველა მაგარი მოჯმულ ხასიათზე იყო , მარტო შკრტელი , მორენო და აიბი მოგვესალმნენ და მადლობა გადაგვიხადეს. დანარჩენები არც განძრეულან. უკანა გზაზე ვიყავით დაახლოებით საათ ნახევარი და საშინელი აურა იყო, ურტყამდნენ ჩვენს ავტობუსს დროშებს , ხელებს , ბოთლებს , ასხამდნენ წყალს და ა.შ. საბოლოოდ მიგვიყვანეს პაბში საიდანაც ფხიზელი არავინ გაუშვიათ

)
და კიდევ , ბევრი გულშემატკივარი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული და მღეროდნენ თავიანთ ენაზე რაღაც გაურკვეველ სიმღერებს ლივერზე , რაზევ კოპებმა მაგრად გაუტრაკეს : Sing fuckin Liverpool Song-ო და სხვა რა გზა ქონდათ რომ არ გაჩერებულიყვნენ , ესენი ყარდნენ სპირტის სუნად და ერთი სქაუზერი ივან დრაგოს მორდით იწყებდა სიმღერებს და თავადვე ამთავრდება

)
უკან ბერძნები ისხდნენ და მაგრად აჯვამდნენ სტერლინგს როცა ბურთს დაკარგავდა და ამათმა მაგრად აჯვეს , საუკეთსო ფეხბურთლია ჩვენს რიგებშიო და რეებს ამბობო
ბალოტელს ამოუტრიალეს ცოცხალ - მკვდარი . ქალი , კაცი , ბავშვი ყველა ამას აგინებდა , ქალი განსაკუთრებით და რომ ვკითხე რატომ აგინებთქო : Cause he is a fuckin asshole-ო
This post has been edited by LiverTato on 28 Feb 2015, 20:01
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)