მეზარება მარა საქმე არ მაქ
თუ იმ თამაშს გააგრძელებს გუნდი, რისი პოტენციალიც აქ და ბოლო თამაშებია ავლენს კიდეც, ოთხეულისთვის სეზონის ბოლომდე იბრძოლებს.
ჯერ სეზონის ნახევარიც არ გასულა
ფას მოგება გუნდისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება
ნაპოლისთან და რომასთან ერთად მოგების ყველაზე დიდი შანსები გვაქვს. არსებული რეალობიდანაც და აღნიშნული პოტენციალის გათვალისწინებითაც. იხ. სკაიბეთი
ვინინგ მენთალითი დავკარგეთ, გუნდები მანდრაჟით აღარ გვეთამაშებოდნენ - ეს მე თვითონ ვთქვი და იგივე გაიმეორე. თუ ყველაფერი ისე წავიდა საითკენაც მიდის ამ ყველაფრის დაბრუნების დიდი ალბათობა აღვნიშნე.
სტარიჯი ინჯური ფროუნია, გეთანხმები, მაგრამ გადის რეაბილიტაციის გრძელვადიან კურსს, რომელმაც წესით და რიგით ხშირტრავმიანობის პრობლემა უნდა მოუგვაროს
ორიჯი 19 წლის ასაკში ლილის გამოკვეთილი ლიდერია, აქვს ყველანაირი სკილი რაც მომავალ ვარსკვლავს სჭირდება. დღეს მისი დამატება გუნდისთვის იქნება კანფეტი.
და ბოლოს, იმიტო ვწერ ამდენს რო რეალობა ცოტა უფრო შავ ფერებში ჩანს ვიდრე არს. ყველაფრის გათვალისწინებით გუნდი არც ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, რო იმედები გადავიწუროთ