Sunnyday5არც ვაპირებ შენს გადარწმუნებას კაცო
არც ჩვენ გაგვსწორებია ის 0-5, მაგრამ წელს გვარდიოლაზე მე პირადად არაფერი მეთქმის
ლიგაზე გადავურბინეთ, ბუნდესში გადავურბინეთ, პოკალზე გადავურბინეთ
ყველაზე მეტი გაგვაქვს
ყველაზე ცოტას ვუშვებთ
შარშანდელისგან განსხვავებით, ბურთის კონტროლს ლოგიკური დასასრული აქვს (კარში დარტყმები თან ბევრი და თან სახიფათო)
გუნდის ბირთვი ლაზარეთში კოტრიალობს და სეზონის პირველ ნახევარს თავდაჯერებულად ვასრულებთ, უკვე ვინმე რომ იტრამვება აღარც მეშინია
ჰაინკესს ქონდა სისტემა და ყავდა ძირითადი ბირთვი
გვარდიოლამ ნელ ნელა შექმნა სისტემა და ყველას აქვს როლი (გამოუცდელ ჰოიბერგსაც კი)
წლევანდელი ბავარია, შარშანდელისგან ძალიან განსხვავდება. წელს უკვე ტიკი-ტაკა აღარაა და ამაში არაერთხელ დავრწმუნდი. ეს არის უფრო: ყველა ყველგან. რომ იდება ოფიციალური შემდაგენლობები თამაშამდე, გამომცემლობები იწყებენ მარჩიელობას, ვინ სად იქნება და თამაშშიც არ აქვთ კონკრეტული პოზიციები. ერთ ფეხბურთელს შეუძლია მინიმუმ 2 პოზიციის შეთავსება (ნოიერს არ ვგულისხმობ

მაგრამ მცველად დადგებოდა რამე რომ იყოს) ლევანდოვსკიც კი დარბის ფლანგზე, ან მიულერთან ერთად თამაშობს 2 ფორვარდს. ანუ მოქნილები ვართ, დაიმტვრევა ვიღაც, გაააგდებენ ვინმეს, ან თამაში მოითხოვს კონკრეტული ზონის გაძლიერებას, ამის ტრაკს ვხედავ მე პირადად,თან ეს მაშინ როცა არ გვყავს:
ალაბა, ლამი, მარტინესი, ალკანტარა, შვაინი დაბრუნდა ახლახანს, რიბერის არყოფნა გადავიტანეთ - ხალხი რომელიც თავის პოზიციებზე ქმნიან ამინდს
მოკლედ ჯერ მომწონს ეს ექსპერიმენტი და იმედია ბოლომდე გაამართლებს (შუა სეზონში არ მოუგონებენ რამეს დასაპირისპირებლად).