საფრანგეთის ნაკრებიდან წასული ”ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი სათავეში ჩაუდგა საფრანგეთში ყველაზე გამაღიზიანებელ სპორტსმენთა სიას.
გამოკითხვაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ რამდენიმე პირი დაესახელებინათ.
ფრანგული გამოცემა Sports წერს, რომ რიბერიმ გამოკითხულთა 67 პროცენტი დააგროვა.
ამავე სიაში მეორე ადგილი ხვდა წილად ”მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ სამირ ნასრის (61 პროცენტი), ხოლო სამეული დაასრულა ნოკოლა ანელკამ, რომელსაც ხმათა 55 პროცენტი ერგო.
საფრანგეთში ყველაზე გამაღიზიანებელ სპორტსმენთა შორის მეოთხეა ”რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა (49 პროცენტი), მეხუთე ადგილი კი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაფლავებული საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რაიმონ დომენეკს (48 პროცენტი) ერგო.
ასეთი გამოკითხვის ინიციატორად კი გამოცემა VSD მოგვევლინა