ფრაზათა ეს ნაკადი მხოლოდ მაშინ შეწყდა, როცა თავის საყვარელ გუნდზე - "ჩელსიზე" დაიწყო საუბარი. "კარგია, რომ ეს ადგილი ნახე. ეს სიმბოლური ადგილია", - მითხრა მან და ბარზე მიმითითა. ეს ბარი ახლაც არის "სტემფორდ ბრიჯის" სტადიონზე, სადაც ადრე ტრიბუნები იყო და "ჩელსის" ცნობილი ხულიგნები იყრიდნენ თავს. ამ ადგილს Shed-ს ეძახიან. ამჯერად Shed-ში შესვლა ძვირადღირებული სასტუმროს მისაღებიდან შეიძლება. ის სტადიონის ინფრასტრუქტურის ნაწილია. პაბის გვერდით არის King's Brasserie, სადაც შეგიძლია კიბორჩხალის კერძი შეუკვეთო, შიგნით Shed-ში, პიჯაკებში გამოწკეპილი საქმიანი ადამიანები კათხებით ლუდს მიირთმევენ და იცინიან. პლაზმურ ტელევიზორებში ჩნდება ხოლმე შეტყობინებები, თუ რა სიახლეა "ჩელსის" კლუბსა და სტადიონის სპაში, რომელიც მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
როგორ არ უნდა წავიდე და მაგარი თამაშის მერე განხილვებს სადმე პაბში არ ჩავუჯდე ხულიგნებთან ერთად