ძალიან ნერვებ მოშლილი ვარ
ამდენი ატლეტიკოსთან არ მინერვიულია
ძალიან სუსტი გუნდია რეალურად ეს სოტონი და სამი ქულა უნდა აგვეღო
ტოტალური უპირატესობა გვქონდა, კოშმარი დავმართეთ, გაუთავებლად ვაწვებოდით მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ბევრი არ გვქონია, და ეს იმიტომ რომ აი დააკვირდით გუნდში კარში დამრტყმელების დეფიტია, მცველები არცერთი არ გამოირჩევიან, მიკელი საერთოდ ვერ უმიზნებს ჩარჩოს, მატიჩი იშვიათად არტყავს, ფაბრეგასი სანამ პატარა საჯარიმოში არ შედის არ ურტყავს პასებს არიგებს, აზარს შორიდან არ აქვს საერთოდ დარტყმა, ვილიანი ახლოდანაც ვერ არტყავს მაინცდმაინც, კოშტა მუდამ მცველების გარემოცვაში იყო, მომენტი არ ქონია........კარში ვერ ვარტყავთ!!!!!!თუ არ დაარტყი როგორ გაიტან?!
მაურინიოს მიმართ ალბათ შეგვიძლია იქ ვთქვათ რომ რემი ცოტა ადრე უნდა შეეგდო კოსტას მაგივრად და მიკელი რომ სასტავშია ეგ იმიტომ რომ რამირესი დროზე არ შეიყვანა ფორმაში!
სხვათაშორის მიკელს დღეს არაუშავდა, მაქსიმუმი დადო, მეტი არ იცის და ვერ მითხოვ, არაფერი ჩაუჯვია, მაგის მიმართ მე პრეტენზიები არ მაქვს
ძალიან კარგი იყო აზარი, ძალიან კარგად მოძრაობდა, სისწრაფეებზე იყო, ვერ უძლებდნენ მცველები, როგორც იქნა გასვლაზე გაიტანა ნავსი გატეხა წლის ბოლოს
სესკი და მატიჩი ტრადიციულად დონეზე
შურლეზე მგონი ყველაფერი დაწერეთ ვერაფერს დავამატებ, ძალიან შორსაა დღევანდელი გუნდისგან უკვე გონებით მგონი სხვაგანაცაა, აბსოლუტურად უსარგებლო, როგორც წინ ასევე უკან, ზუსტად მაგის მერე გამოჩნდა ვილიანის უხილავი როლი ამ გუნდში
ფილიპე ლუისი რამდენმე არაზუსტი ნავესის გამოკლებით მე ძალიან მომეწონა, წინ კარგად მიდიოდა, საკმაოდ უვერენნი ფეხბურთელია
აი ასპი რომ გვყოლოდა გოლს არ გავუშვებდიტ

იმიტომ კი არა რომ რომელიმე ჯობია ან რამე მსგავსი, იმიტომ რომ ასპიროცა მოედანზეა გუნდს ყოველთვის აქვს დაპროგრამებული სიფრთხილის საჭირო კოეფიციენტი დაცვაში, აი ფილიპე რო გამოვიდა პირველი 10 წუთი გაიხსენეთ ეგრევე შევაჯექით მივაჩმორეთ მადრიდის რეალივით სოტონი და გუნდი მოსლაბდა, სწორედ ამიტომ გამოგვეპარა ის გოლი
რავი რა გამომრჩა, დაიკიდეთ, ტოტენხემტან მოსაგები ტამაშია უეჭველი, ესენი ისეთი გაღიზიანებულები არიან ეხლა რომ გაგლიჯავენ ქათმებს რატომღაც მგონია, სხვა თუ არაფერი დუხზე მოიყვანა ამ თამაშმა გუნდი
მთავრია რომ სიტი 1 ტურითად არ გადავიდეს პირველზე თორემ აგერ ნახავთ იანვრიდან მაგათ დავკარგავთ ქვემოთ, 31.01.15 ჩაინიშნეთ ჰანდიკაპით ამოვტენით ბრიჯზე